"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის ორგანოზატორები არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და მედიამენეჯერები.
როგორც აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით იწყება "ძალიან მძიმე ამბები თავისუფალი ქართული მედიისთვის".
"ბრძოლა იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება ნიკა გვარამიას გამარჯვებით", - განაცხადა მან.
ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების გარდა აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც აქციის მონაწოლეები აცხადებენ, მსვლელობის შემდეგ ისინი "მთავარი არხის" ოფისში გადასვლას გეგმავენ.
მსვლელობის გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.
ინგას და სხვა "აღშფოთებულ" ჟურნალისტებს. იმედში რომ შემოგივარდნენ მიშას ზონდერები, დუბინკები გირტყეს და გაქცეულებს რეზინის ტყვიები დაგაწიეს, მაშინ რატომ არ გამართეთ საპროტესტო მსვლელობა? შეგეშინდათ რომ უარესს გიზამდნენ, რომ კომპრომატები ჰქონდათ თქვენზე. ახლა ხართ დიდ გულზე, ეს უნიათო მთავრობა რომ ყველაფრის ნებას გაძლევთ!!!
პოლიტიკური შეხედეულებების გამო დააპატიმრესო და რომელი ? ერთი მაინც გვითხარით რა პოლიტიკური იდეა პლატფორმა აქვს გვარამიას , ოღონდ ულოზუნგოდ , "დაბლა ქოცი, მაღლა ნაცი, უცილობლად იქნება" ეგ ვიცით , აი რომელი მწყობრი თეორიულ იდეოლოგიური მიმდინარეობის მიმდევარია ეს გვარამია ?! რა მსოფლმხედველობითი და ეკონომიკური კრედო აქვთ და რით განსხვავდება სხვებისაგან ?! ნუ დაგვიმალავთ სად, რა , როდის ! იქნება ღირს თავგანწირვისათვის !?