სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იურისტი: "იმის მტკიცებულება, რომ გვარამიამ პირადი სარგებელი ნახა და ეს ფული მის ჯიბეში წავიდა, არ არის" - გვარამიას საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები
იურისტი: "იმის მტკიცებულება, რომ გვარამიამ პირადი სარგებელი ნახა და ეს ფული მის ჯიბეში წავიდა, არ არის" -  გვარამიას საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები

16 მა­ისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე მუხ­ლით (უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა) დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 3 წლით და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მო­სა­მარ­თლემ გვა­რა­მი­ას­თვის კი­დევ ერთი, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლით (მით­ვი­სე­ბა, ან გაფ­ლან­გვა) წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა 220-ე მუხ­ლით და ამ ნა­წილ­ში სას­ჯე­ლად გა­ნუ­სა­ზღვრა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და, თუმ­ცა ეს უფრო დიდ­მა სას­ჯელ­მა შთან­თქა და მას ჯა­რი­მის გა­დახ­და არ მო­უ­წევს.

"ყო­ჩაღ!" - ამ რეპ­ლი­კით შეხ­ვდა ნიკა გვა­რა­მია მო­სა­მარ­თლის გა­ნა­ჩენს. მა­ნამ­დე, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის წინ, გვა­რა­მი­ამ მე­დი­ას კი­დევ ერთხელ გა­ნუ­ცხა­და, რომ ის სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ნიკა გვა­რა­მი­ას­თვის 2019 წლის ზა­ფხულ­ში წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი ეხე­ბა პე­რი­ოდს, როცა გვა­რა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ბრა­ლად სდებს "წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლზო­მი­ერ გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვას, კო­მერ­ცი­ულ მოს­ყიდ­ვას, ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბას და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა“.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ში და­ნა­შა­უ­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი სა­წარ­მოს მმარ­თვე­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის შეც­ვლა და მი­სა­ღე­ბი შე­მო­სავ­ლის გან­სა­ზღვრა, რო­მე­ლიც სა­წარ­მოს მფლო­ბელ­თა­ნაც იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, და­ნა­შა­უ­ლია, რომ დი­რექ­ტორს შე­ეძ­ლო კომ­პა­ნი­ის­თვის მეტი შე­მო­სავ­ლის მო­ტა­ნა და ეს შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან "მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გა­ნა­ჩე­ნის სა­მარ­თლებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას აკე­თებს და მას უკა­ნო­ნოდ, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შე­დე­გად მი­იჩ­ნევს:

"ნიკა გვა­რა­მი­ას გა­ნა­ჩენ­ზე შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ ვთქვათ, რომ ის არის უკა­ნო­ნო, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შე­დე­გი. ამ გა­ნა­ჩენ­ში ვხე­დავთ პრო­ცე­სებ­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნებს, ასე­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს. პრინ­ციპ­ში, სა­მარ­თლებ­რივ უკა­ნო­ნო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პო­ლი­ტი­კურ­მა გავ­ლე­ნებ­მა.

სა­მარ­თლებ­რივ კონ­ტექსტს რაც შე­ე­ხე­ბა, ვი­ცით, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე გა­ნი­ხი­ლა იმ მო­სა­მარ­თლემ, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი-2“-ის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის, კერ­ძოდ, ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია (დღემ­დე მე­გობ­რო­ბენ). რო­გორც და­დას­ტურ­და, მათ საქ­მის გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე ჰქო­ნი­ათ შეხ­ვედ­რე­ბი და ეს ადა­მი­ა­ნი, ამავდრო­უ­ლად, საქ­მე­ში მოწ­მეც იყო (და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და). აშ­კა­რაა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ამ საქ­მე­ში პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს. რო­დე­საც გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შევა,“რუს­თა­ვი-2“-ს ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­სა­მარ­თლოს ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თოს. მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე არის იმ ადა­მი­ა­ნის ახლო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ა­ში და რო­მელ­საც აქვს პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი ამ საქ­მე­ში. თქვენ რომ გი­ჩი­ო­დეთ ადა­მი­ა­ნი და ეს საქ­მე გა­ნი­ხი­ლოს მის­მა ახლო მე­გო­ბარ­მა, რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტუ­რი ვერ იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ ჩა­ით­ვლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად სწო­რედ იმის გამო, რომ გა­ნი­ხი­ლა ისეთ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს გა­ნა­ჩე­ნი მარ­ტო ამ გა­რე­მო­ე­ბის გამო შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ უკა­ნო­ნოდ.

მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ იმის გა­მოა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, რომ ბრალ­დე­ბა იყო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. ში­ნა­არსს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ასე­ვე ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა“ სა­უბ­რობ­და იმ სა­კი­თხზე, რომ ბრალ­დე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით იყო სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, თუნ­დაც იმ ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ, რო­გორც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ნიკა გვა­რა­მი­ამ 6 მი­ლი­ო­ნი ჩა­ი­დო ჯი­ბე­ში. კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნიკა გვა­რა­მი­ამ ამ ყვე­ლაფ­რით ნახა სარ­გე­ბე­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ წა­რუდ­გე­ნია.

არის სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის უფ­ლე­ბას და ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მე­წარ­მეო გან­სჯის უფ­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­დად­გას სა­რის­კო ნა­ბი­ჯე­ბი და ამით კომ­პა­ნი­ამ ნა­ხოს სარ­გე­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ვერც ნა­ხოს და ზა­რა­ლი აჩ­ვე­ნოს. დი­რექ­ტორ­მა უხე­ში გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბა თუ გა­მო­ი­ჩი­ნა, ამას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მისი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უ­წი­ოს, მაგ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დი­რექ­ტორ­მა ეს კომ­პა­ნი­ის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გა­ა­კე­თა და ამით მან პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი და გა­მორ­ჩე­ნა მი­ი­ღო. იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ გვა­რა­მი­ამ პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი ნახა და ეს ფული მის ჯი­ბე­ში წა­ვი­და, არ არის.

ლა­პა­რა­კია მხო­ლოდ იმა­ზე, რომ გვა­რა­მი­ამ მი­ი­ღო ისე­თი სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ხელ­საყ­რე­ლი არ იყო კომ­პა­ნი­ის­თვის. ეს, რა თქმა უნდა, და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს და სა­მე­წარ­მეო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბაა. სა­რის­კო­ო­ბა არის ისევ და ისევ პრო­კუ­რა­ტუ­რის და "რუს­თა­ვი-2“-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­ფა­სე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა ის გა­რე­მო­ე­ბა, სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გო­რაა სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ანუ გა­წე­ულ რისკთან ერ­თად, ნიკა გვა­რა­მი­ამ რომ სარ­გე­ბე­ლი ნახა და ის კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა მი­ი­სა­კუთ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა არ­სე­ბუ­ლი­ყო და არ არ­სე­ბობ­და. თუ სა­ხელ­მწი­ფო ვი­ღა­ცას ვერ უმ­ტკი­ცებს და­ნა­შა­ულს, ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბით მოქ­მე­დებს და გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლოდ მა­ნამ, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბე­ლი არ და­უმ­ტკი­ცებს, რომ მან ის თან­ხა მი­ით­ვი­სა. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ამ 6 მი­ლი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლემ გა­მო­ი­ყე­ნა ჯა­რი­მა 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მე­ო­რე, მან­ქა­ნის ეპი­ზო­დი კი უფრო ბუნ­დო­ვა­ნია - მარ­ტო იმის გამო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს, რომ რო­მე­ლი­მე ხელ­მძღვა­ნელ­მა (არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, შპს იქ­ნე­ბა, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი, თუ სხვა) მარ­ტო იმის გამო, რომ სა­რის­კო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და შემ­დგომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ვერ გა­ა­მარ­თლა, ის ცი­ხე­ში გა­უშ­ვას. ეს, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის პირ­და­პი­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­დან მარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მხრი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წილ­ში ბრალ­დე­ბის და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბის პრობ­ლე­მას ვხე­დავთ“.

გარ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი­სა, ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტზეც სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ ალ­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ მის გა­სა­მარ­თლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ამას­თან, გა­მოთ­ქვამს ვა­რა­უდს, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის კენ­ჭისყ­რის წინ, შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლა­დაც გა­კეთ­და.

"აქ არის კი­დევ ერთი კომ­პო­ნენ­ტი - პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ საქ­მის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ჩერ­და და შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ გა­ნახ­ლდა: ეს იყო 8 მარ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­დაც ვნა­ხეთ, მათ შო­რის სხვა საქ­მე­ე­ბიც შე­ჩერ­და, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო. ნიკა გვა­რა­მი­ას და სხვა მე­დი­ამ­ფლო­ბე­ლე­ბის საქ­მე­ე­ბიც გა­ნახ­ლდა არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე, ეს სწო­რედ სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ახ­ლაც, აშშ-ს სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­შიც ეწე­რა, რომ "ეჭ­ვებს აჩენს დრო და გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­დე­საც ეს საქ­მე იხი­ლე­ბო­და“. აქ აქ­ცენ­ტი სწო­რედ იმა­ზეა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ ჩერ­დე­ბო­და და ახ­ლდე­ბო­და ეს საქ­მე. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­ა­ჩე­რონ და გა­ნა­ახ­ლონ საქ­მე. ეს პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს ამ საქ­მე­ზე პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნებ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი არის რო­გორც უკა­ნო­ნო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

არ ვიცი, რო­გორ უნდა და­ამ­ტკი­ცონ და და­არ­წმუ­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ გვა­რა­მი­ას გა­სა­მარ­თლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, პრო­ცეს­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა იყო, გა­ნა­ჩე­ნი კი სა­მარ­თლებ­რი­ვად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და უკა­ნო­ნო. ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა სწო­რე­დაც რომ არ­სე­ბი­თად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­დან და ევ­რო­კო­მი­სი­ი­დან იყო პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლი იმა­ზე, რომ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა არის ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვა და პრობ­ლე­მა. შე­იძ­ლე­ბა ისიც ვთქვათ, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის კენ­ჭისყ­რის წინ, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლა­დაც გა­კეთ­და. ამ ეტაპ­ზე ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვათ, ვერ და­ვამ­ტკი­ცებთ, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა ამ პრო­ცესს და ალ­ბათ გავ­ლე­ნა­საც იქო­ნი­ებს. უფრო სწო­რი იქ­ნე­ბო­და, თუ და­ვე­ლო­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ამის მი­ხედ­ვით ვი­ტყო­დით, რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე. ამ ეტაპ­ზე გვა­რა­მი­ას­თვის არ­სე­ბობს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი. სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ (თუ გა­სა­ჩივ­რდა), ან პრე­ზი­დენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­წყა­ლე­ბის სა­ხით“, - ამ­ბობს ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
3

მოკლედ,სანაცეთის დამცველი და ეს არასამთავრობოები ყველა საქართველოს #1 მტერია! არ აგარევინებთო ხომ გითხრეს და გაითვალისწინეთ! 

გამაგებინეთ
2

ამდენი წელი დაცვა რომ დაყვებოდა ვინ უხდიდა ფულს? შეჭირვებულ ადამიანს დაცვის დასაქირავებელი სახსრები აქვს?

ავტორი:

იურისტი: "იმის მტკიცებულება, რომ გვარამიამ პირადი სარგებელი ნახა და ეს ფული მის ჯიბეში წავიდა, არ არის" - გვარამიას საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები

იურისტი: "იმის მტკიცებულება, რომ გვარამიამ პირადი სარგებელი ნახა და ეს ფული მის ჯიბეში წავიდა, არ არის" -  გვარამიას საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გვარამიასთვის კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (მითვისება, ან გაფლანგვა) წაყენებული ბრალი დააკვალიფიცირა 220-ე მუხლით და ამ ნაწილში სასჯელად განუსაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა, თუმცა ეს უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მას ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.

"ყოჩაღ!" - ამ რეპლიკით შეხვდა ნიკა გვარამია მოსამართლის განაჩენს. მანამდე, სასამართლოს შენობაში შესვლის წინ, გვარამიამ მედიას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს "წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ხელშეკრულების პირობების შეცვლა და მისაღები შემოსავლის განსაზღვრა, რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული და ბრალდების თანახმად, დანაშაულია, რომ დირექტორს შეეძლო კომპანიისთვის მეტი შემოსავლის მოტანა და ეს შემოსავალი არ მიიღო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ambebi.ge-სთან "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განაჩენის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს და მას უკანონოდ, დაუსაბუთებლად და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგად მიიჩნევს:

"ნიკა გვარამიას განაჩენზე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ის არის უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგი. ამ განაჩენში ვხედავთ პროცესებზე, როგორც პოლიტიკურ გავლენებს, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს. პრინციპში, სამართლებრივ უკანონობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა გავლენებმა.

სამართლებრივ კონტექსტს რაც შეეხება, ვიცით, რომ ნიკა გვარამიას საქმე განიხილა იმ მოსამართლემ, რომელიც "რუსთავი-2“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, კერძოდ, ფინანსური დირექტორის ბავშვობის მეგობარია (დღემდე მეგობრობენ). როგორც დადასტურდა, მათ საქმის განხილვის ეტაპზე ჰქონიათ შეხვედრები და ეს ადამიანი, ამავდროულად, საქმეში მოწმეც იყო (დაზარალებულის მხარეს წარმოადგენდა). აშკარაა, რომ ტელეკომპანიას ამ საქმეში პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს. როდესაც განაჩენი კანონიერ ძალაში შევა,“რუსთავი-2“-ს ექნება იმის შესაძლებლობა, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართოს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე არის იმ ადამიანის ახლო მეგობარი, რომელიც დასაქმებულია კომპანიაში და რომელსაც აქვს პირდაპირი ფინანსური ინტერესი ამ საქმეში. თქვენ რომ გიჩიოდეთ ადამიანი და ეს საქმე განიხილოს მისმა ახლო მეგობარმა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ვერც ერთ შემთხვევაში ობიექტური ვერ იქნება. შეიძლება სამართლებრივად ყველანაირად დასაბუთებული იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება კანონიერად სწორედ იმის გამო, რომ განიხილა ისეთმა ადამიანმა, რომელსაც განხილვის უფლება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ეს განაჩენი მარტო ამ გარემოების გამო შეგვიძლია ჩავთვალოთ უკანონოდ.

მიღებული გადაწყვეტილება სწორედ იმის გამოა დაუსაბუთებელი, რომ ბრალდება იყო დაუსაბუთებელი. შინაარსს რაც შეეხება, სახალხო დამცველი, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საუბრობდა იმ საკითხზე, რომ ბრალდებასთან მიმართებით იყო სერიოზული კითხვის ნიშნები, თუნდაც იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომ, როგორც მოიხსენიებენ, ნიკა გვარამიამ 6 მილიონი ჩაიდო ჯიბეში. კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ნიკა გვარამიამ ამ ყველაფრით ნახა სარგებელი, პროკურატურას არ წარუდგენია.

არის საკორპორაციო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც გულისხმობს ხელმძღვანელი პირის უფლებას და ეს არის თავისუფალი სამეწარმეო განსჯის უფლება. შესაძლებელია ხელმძღვანელმა გადადგას სარისკო ნაბიჯები და ამით კომპანიამ ნახოს სარგებელი, შეიძლება ვერც ნახოს და ზარალი აჩვენოს. დირექტორმა უხეში გაუფრთხილებლობა თუ გამოიჩინა, ამას შეიძლება მოჰყვეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება მოუწიოს, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დირექტორმა ეს კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ გააკეთა და ამით მან პირადი სარგებელი და გამორჩენა მიიღო. იმის მტკიცებულება, რომ გვარამიამ პირადი სარგებელი ნახა და ეს ფული მის ჯიბეში წავიდა, არ არის.

ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ გვარამიამ მიიღო ისეთი სარისკო გადაწყვეტილება, რომელიც ხელსაყრელი არ იყო კომპანიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულს არ წარმოადგენს და სამეწარმეო კანონმდებლობით, ეს გარანტირებული და აღიარებული უფლებაა. სარისკოობა არის ისევ და ისევ პროკურატურის და "რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელობის შეფასება, საინტერესოა ის გარემოება, სარისკო გადაწყვეტილება როგორაა სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული. ანუ გაწეულ რისკთან ერთად, ნიკა გვარამიამ რომ სარგებელი ნახა და ის კონკრეტული თანხა მიისაკუთრა, ამ შემთხვევაში ეს მტკიცებულება უნდა არსებულიყო და არ არსებობდა. თუ სახელმწიფო ვიღაცას ვერ უმტკიცებს დანაშაულს, ქვეყანაში მუშაობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით მოქმედებს და გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ მანამ, ვიდრე სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაუმტკიცებს, რომ მან ის თანხა მიითვისა. საინტერესო ისაა, რომ ამ 6 მილიონთან დაკავშირებით მოსამართლემ გამოიყენა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, მეორე, მანქანის ეპიზოდი კი უფრო ბუნდოვანია - მარტო იმის გამო, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რომელიმე ხელმძღვანელმა (არ აქვს მნიშვნელობა, შპს იქნება, სააქციო საზოგადოება, არაკომერციული იურიდიული პირი, თუ სხვა) მარტო იმის გამო, რომ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და შემდგომ ამ გადაწყვეტილებამ ვერ გაამართლა, ის ციხეში გაუშვას. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიანიშნებს ნებისმიერი ხელმძღვანელი პირის პირდაპირი შევიწროების შესაძლებლობას სახელისუფლებო ორგანოებიდან მართული მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან. შესაბამისად, ამ ნაწილში ბრალდების დაუსაბუთებლობის პრობლემას ვხედავთ“.

გარდა სამართლებრივისა, ნიკა სიმონიშვილი ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიკურ კონტექსტზეც საუბრობს. ამბობს, რომ ალბათ ხელისუფლებას მოუწევს საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მის გასამართლებაში პოლიტიკური მიზანშეწონილობა არაფერ შუაშია. ამასთან, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ვითარებაში, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის კენჭისყრის წინ, შესაძლოა, ეს ყველაფერი მიზანმიმართულადაც გაკეთდა.

"აქ არის კიდევ ერთი კომპონენტი - პროცესის განმავლობაში დავინახეთ, რომ საქმის განხილვა სასამართლოში შეჩერდა და შემდეგ პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ განახლდა: ეს იყო 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, სადაც ვნახეთ, მათ შორის სხვა საქმეებიც შეჩერდა, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ნიკა გვარამიას და სხვა მედიამფლობელების საქმეებიც განახლდა არჩევნების ფონზე, ეს სწორედ საარჩევნო მიზნებისთვის იყო გამოყენებული. ისინი პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ მიმდინარეობდა და ახლაც, აშშ-ს საელჩოს განცხადებაშიც ეწერა, რომ "ეჭვებს აჩენს დრო და გარემოებები, როდესაც ეს საქმე იხილებოდა“. აქ აქცენტი სწორედ იმაზეა, რომ პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ ჩერდებოდა და ახლდებოდა ეს საქმე. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ დამოუკიდებელმა ორგანოებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეაჩერონ და განაახლონ საქმე. ეს პირდაპირ მიუთითებს ამ საქმეზე პოლიტიკურ გავლენებზე და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს განაჩენი არის როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული.

არ ვიცი, როგორ უნდა დაამტკიცონ და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გვარამიას გასამართლებაში პოლიტიკური მიზანშეწონილობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, პროცესმა აჩვენა, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო, განაჩენი კი სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უკანონო. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა სწორედაც რომ არსებითად კონტროლირებადია ხელისუფლების მხრიდან და შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან და ევროკომისიიდან იყო პირდაპირი სიგნალი იმაზე, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სისტემა არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და პრობლემა. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ამ ვითარებაში, ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის კენჭისყრის წინ, ეს მიზანმიმართულადაც გაკეთდა. ამ ეტაპზე ამაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ, ვერ დავამტკიცებთ, თუმცა ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ პროცესს და ალბათ გავლენასაც იქონიებს. უფრო სწორი იქნებოდა, თუ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით ვიტყოდით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპზე გვარამიასთვის არსებობს ორი შესაძლებლობა - სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროსასამართლომ (თუ გასაჩივრდა), ან პრეზიდენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება შეწყალების სახით“, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

იხილეთ ასევე: