უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობდა.
ამის შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხია უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია, რომლებიც მარიუპოლს იცავენ.
"ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მარიუპოლიდან ევაკუირებულები უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაბრუნდებიან. მარიუპოლზე ბლოკადის სამხედრო გზით მოხსნა, სამწუხაროდ ამ ვითარებაში შეუძლებელია და გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო“, - განაცხადა ანა მალიარმა.
მან განმარტა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების შემდგომი დაბრუნებისთვის აუცილებელია გაცვლის პროცედურა.
მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან "აზოვსტალში“.
"უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელსაც იმისთვის, რომ გადაარჩინოს უკრაინელი მებრძოლები. ჩვენ ვამაყობთ ამ ადამიანებით, ისინი გმირები არიან“,- განაცხადა მალიარმა.
და რატომ კლავთ საკუთარ ხალხს? მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ეს დღე- ჩაბარების - გარდაუვალი იყო და რაღა თქვენ ვერ მიხვდით?
ბოლო ინფორმაციებით გუშინ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გამოვიდა 265 მებრძოლი, მათ შორის 51 დაჭრილი.
არაზუსტი მონაცემებით „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილია დაახლოებით 1000-1500 ადამიანი, მათ შორის რამოდენიმე ასეული დაჭრილი, რომელთა გამოყვანა იმედია მოხდება უახლოეს დღეებში.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არის 200-მდე დაღუპულთა ცხედარი, რომლებიც მოთავსებული არიან სპეციალურ მაცივრებში.