პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...
"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...

პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე 30 მა­ისს 70 წლის უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ხე­ლო­ვანს ამ იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნა არ დას­ცალ­და, 11 მა­ისს 69 წლის ასაკ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სამ­ძიმ­რის ტექ­სტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, დი­რი­ჟო­რი:

"რო­დე­საც გტო­ვებს სუ­ლი­ე­რი ძმა, ეს უფრო მტკივ­ნე­უ­ლია, ვიდ­რე 85 წლის დედ-მა­მის და­კარ­გვა. მთე­ლი სი­ცო­ცხლე ერ­თად, ოჯა­ხი, ნა­თელ-მი­რო­ნი და რაც მთა­ვა­რია, მუ­სი­კა! ძა­ლი­ან მტკი­ვა, ჯერ კი­დევ ვერ ვათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ ამ ტრა­გე­დი­ას, მტკი­ვა, არ მას­ვე­ნებს, ჩემი თავი მე­ცო­დე­ბა მის გა­რე­შე, თით­ქოს და მკლა­ვი მომ­კვე­თეს, ძმა დავ­კარ­გე, ეს ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა. ჩვენ ხომ უკვე 67, 68 წლის მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. არც კი მინ­და, და­ვი­ჯე­რო და არ მრცხვე­ნია ჩემი ცრემ­ლე­ბის. დავ­კარ­გე უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე, ისე­თი თა­ნა­მუ­სი­კო­სი, რო­მელ­თა­ნაც არ იყო სა­ჭი­რო მუ­სი­კა­ლურ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე წი­ნას­წარ მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რად­გან ჩვენ ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი სუნ­თქვით ვსუნ­თქავ­დით. ეს ხომ უდი­დე­სი და­ნა­კარ­გია. ლექ­სო თო­რა­ძის წას­ვლით, შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბა. გა­მი­ჭირ­დე­ბა ამი­ე­რი­დან ულექ­სო­ო­ბა, მაგ­რამ ვიცი, რომ ის არ მი­მა­ტო­ვებს, და იქი­დან გა­მი­წევს მე­გობ­რო­ბას, თა­ნად­გო­მას და შთა­გო­ნე­ბას. ბევ­რად მე­ტის თქმა მინ­და, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ასე იყოს!“

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი:

"ლექ­სო… ვა­ი­მე… ვა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ახ… სიმ­წრის­გან არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო… დღის მან­ძილ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი… ლექ­სო თო­რა­ძე… რამ­დენ რა­მეს იტევს ეს სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მსოფ­ლი­ოს მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის… და ჩემ­თვის… მე ჩემი ლექ­სო დავ­კარ­გე დღეს… ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი, ძა­ლი­ან“…

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, მსოფ­ლიო ბანი:

"ვუ­სამ­ძიმ­რებ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს! აღარ გვყავს ლექ­სო თო­რა­ძე... უდი­დე­სი პი­ა­ნის­ტი და უფრო დიდი ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რი. ნა­თე­ლი შენს ხსოვ­ნას, ჩემო ლექ­სო..."

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

"ლექ­სო... არამ­ხო­ლოდ უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ერ­თგუ­ლე­ბი­სა და ღირ­სე­ბის სიმ­ბო­ლო. ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­მაც სსრკ და ყო­ველ­გვა­რი სი­ყალ­ბე მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წლის წინ და­ა­მარ­ცხა და გახ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი. მის სიმ­ტკი­ცეს ვე­რა­ნა­ი­რი ეჭვი, ჭორი და გარე დი­ნე­ბე­ბი ვერ შე­ე­ხე­ბო­და. სა­დაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სულ ვი­ცო­დით, რომ მისი იმე­დი უნდა გვქო­ნო­და, ახ­ლაც ასე დარ­ჩე­ბა, ყვე­ლა ბრძო­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა“.

მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ: რე­ვაზ ლა­ღი­ძე, და­ვით თო­რა­ძე, ან­ტონ წუ­ლუ­კი­ძე, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე, ლექ­სო თო­რა­ძე, ალე­კო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ოთარ ეგა­ძე. ნეს­ტან მეს­ხის არ­ქი­ვი­დან

მსოფ­ლიო დო­ნის გე­ნი­ა­ლუ­რი პი­ა­ნის­ტი ლექ­სო თო­რა­ძე აშშ-ში ცხოვ­რობ­და. ის კომ­პო­ზი­ტორ და­ვით თო­რა­ძი­სა და კი­ნომ­სა­ხი­ობ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის შვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ვირ­ტუ­ო­ზი პი­ა­ნის­ტი არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­ლდათ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის და­სა­წყის­ში უკვე ყვე­ლამ იცო­და, რომ მუ­სი­კა­ში თა­ვის სათ­ქმელს იტყო­და და შე­სა­ბა­მის ად­გილ­საც და­ი­კა­ვებ­და. ცხრა წლის ასაკ­ში სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად და­უკ­რა... ლექ­სო თო­რა­ძის სა­შემ­სრუ­ლებ­ლო რე­პერ­ტუ­ა­რი სხვა­დას­ხვა სტი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბებს მო­ი­ცავს. მუ­სი­კოს­მა აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა - მო­ცარ­ტის, ლის­ტის, პრო­კო­ფი­ე­ვის, რახ­მა­ნი­ნო­ვის, სტრა­ვინ­სკის, ჩა­ი­კოვ­სკის და სხვა კომ­პო­ზი­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით. პი­ა­ნის­ტის დის­კოგ­რა­ფია საკ­მა­ოდ ვრცე­ლია...ლექ­სო თო­რა­ძე აშშ-ში 1983 წლი­დან ცხოვ­რობ­და და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და. 1991 წელს ქა­ლაქ საუთ-ბენ­დის (ინ­დი­ა­ნას შტა­ტი) უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი გახ­და და იქვე და­ა­არ­სა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო სტუ­დია - Toradze Piano Studio, რო­მელ­მაც აღი­ა­რე­ბა, რო­გორც მუ­სი­კა­ლურ-აღ­მზრდე­ლო­ბით­მა ცენ­ტრმა მო­ი­პო­ვა.

  • გაქ­ცე­ვა აშშ-ში

უნი­ჭი­ე­რეს­მა პი­ა­ნის­ტმა ნამ­დვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ამე­რი­კა­ში გაფ­რინ­და და უკან აღარ დაბ­რუნ­და. ხე­ლო­ვა­ნის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი დედა, ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი იხ­სე­ნებ­და: "პა­ტა­რა ლექ­სო ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. მა­მა­მის­მა, და­ვით თო­რა­ძემ და­უ­წე­რა ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც პი­ა­ნის­ტმა მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე რამ­დენ­ჯერ­მე შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ იმ დღეს, 7 ნო­ემ­ბერს, როცა მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დარ­ბაზ­ში ლექ­სოს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მა­მის მიერ მის­თვის შექ­მნი­ლი კონ­ცერ­ტი, ჩემი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­ოც­რად ამა­ყობ­და თა­ვი­სი შვი­ლით, იცო­და, რომ ლექ­სო ნი­ჭი­ე­რი იყო და დიდი სივ­რცე­ე­ბის და­პყრო­ბა შე­ეძ­ლო. როცა ლექ­სო თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და, ვი­ნატ­რე, ღმერ­თო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე აფ­რი­ნე გას­ტრო­ლებ­ზე-მეთ­ქი. უფალ­მა ეს თხოვ­ნა შე­მის­რუ­ლა. როცა გა­ვი­გეთ, რომ ის უცხო­ეთ­ში დარ­ჩა, მე და ჩემი მე­უღ­ლე ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდით ამ ამ­ბავს. ორი­ვემ კარ­გად ვი­ცო­დით, რომ ჩვენს შვილს მეტი სივ­რცე სჭირ­დე­ბო­და და არა ისე­თი, რო­გორ­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში უქ­მნიდ­ნენ. იმ პე­რი­ოდ­ში მთელ­მა ოჯახ­მა ბევ­რი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­ძე­ლით, რად­გან გვეს­მო­და, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო. იმის ილუ­ზია არა­სო­დეს მქო­ნია, რომ ლექ­სოს სა­ნა­ხა­ვად გა­მიშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ აქაც ბედ­მა გა­მი­ღი­მა. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პირ­ვე­ლი დედა ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც შვილ­თან უცხო­ეთ­ში გა­უშ­ვეს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში რე­ი­გა­ნი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მა­ნამ­დე კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - შულ­ცი ჩა­მო­ვი­და. იგი თბი­ლის­შიც იყო და მა­შინ­დელ ცკ-ის მდი­ვანს, ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვილს და­უ­ტო­ვა წე­რი­ლი, ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი თა­ვი­სი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­უშ­ვი­თო. თურ­მე ლექ­სოს მისი უწყე­ბის­თვის მი­უ­მარ­თავს, დე­დას შე­მახ­ვედ­რე­თო. როცა ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ მი­თხრეს, ვი­ფიქ­რე, რომ ჭორი იყო, და­ჯე­რე­ბა გა­მი­ჭირ­და…

ამე­რი­კა­ში რომ ჩა­ვე­დი, ნიუ-იორ­კის აე­რო­პორ­ტი ხალ­ხი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით იყო გა­და­ჭე­დი­ლი. ლექ­სომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შოუ მო­ა­წყო. ტე­ლე­არ­ხე­ბი, ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ. მი­თხრა, - ხომ ხე­დავ, რო­გო­რი შეხ­ვედ­რა მო­გი­წყვეო. ვუ­პა­სუ­ხე, მე არ მო­მი­წყვე, სა­კუ­თარ თავს გა­უ­კე­თე-მეთ­ქი. იმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მთე­ლი ამე­რი­კა ლექ­სო თო­რა­ძე­ზე ალა­პა­რაკ­და“.

  • ამო­ნა­რი­დი ლექ­სო თო­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"კონ­ცერ­ტის წინ სე­რი­ო­ზუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი... კონ­ცერ­ტამ­დე არ შე­მიძ­ლია ბევრ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ლა­პა­რაკს ენერ­გია მი­აქვს და ტვი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის... კონ­ცერ­ტზე ცხა­დია, ვნერ­ვი­უ­ლობ, ისე შე­უძ­ლე­ბე­ლია დაკ­ვრა...

...მძი­მე რა­ღა­ცე­ბი თუ არ გაქვს ცხოვ­რე­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი, სცე­ნა­ზე რა­ტომ გა­დი­ხარ?! კონ­ცერ­ტის პრო­ცე­სი აღ­სა­რე­ბა­სა­ვი­თაა... ეს, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო და­ნა­კარ­გებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ანუ როცა ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს კარ­გავ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მო­მი­წია კონ­ცერ­ტზე გას­ვლამ - ფაქ­ტობ­რი­ვად, იმა­ვე დღეს. ბო­ლოს, დედა რომ წა­ვი­და, გზა­ში ვი­ყა­ვი პე­ტერ­ბურ­გის­კენ. ნი­ნომ, ჩემ­მა დამ და­მი­რე­კა, - დედა აღარ გვყავ­სო. ახლა ჰელ­სინკში ვარ და თბი­ლის­ში მოვფრი­ნავ-მეთ­ქი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, წადი პე­ტერ­ბურ­გში და და­უ­კა­რი ისე, რო­გორც დედა მო­ი­სურ­ვებ­დაო. ისე­ვე, რო­გორც 1983 წელს მოხ­და ვა­შინგტონ­ში. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტია ამ გაქ­ცე­ვე­ბი­სა და უბე­დუ­რე­ბე­ბის შემ­დეგ და გა­ვი­გე, მამა აღარ მყავს... უნდა გქონ­დეს იმის ძალა, რომ ასე­თი ტრა­გე­დია შენს საქ­მე­ში გა­და­იყ­ვა­ნო. ეს ამ­ბა­ვი იმ დღეს გა­ვი­გე, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ორი კვი­რით ადრე მომ­ხდა­რა. დე­დას და ჩემს დას რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, არ მი­თხრეს. კი მივ­ხვდი, ხმე­ბი რომ შე­ეც­ვა­ლათ, მაგ­რამ გა­ცი­ე­ბუ­ლე­ბი ვარ­თო, - მი­თხრეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დე­დამ ეს გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­კე­თა. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ხელს მტა­ცებ­დნენ და წა­მიყ­ვან­დნენ, რო­გორც სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტეს“.

ლექ­სო თო­რა­ძეს ორი ვაჟი ჰყავს - ალექ­სან­დრე და და­ვი­თი. დღეს ერთი გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მე­ო­რე კი, მა­მის მსგავ­სად, პი­ა­ნის­ტია.

  • P.S. ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს უდი­დე­სი ხე­ლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მუ­სი­კო­სის ოჯახს, მთელ მუ­სი­კა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგდა
1

ძალიან სამწუხაროა.გაანათლოს ღმერთმა.დიდი ქართველი,რომელმაც გვასახელა .ჩვენი საქართველო გააცნო მსოფლიოს.ნათელში იყოს მისი სული.

სენაკელი
1

ეჰ,რამდენი ტალანტია გადახვეწილი საქართველოდან-უფალმა ნათელი დაუმკვიდროს...

ავტორი:

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა" - ლექსო თორაძის რთული ცხოვრება: მშობლები, გაქცევა ამერიკაში და მუსიკა, როგორც აღსარება...

პიანისტი ლექსო თორაძე 30 მაისს 70 წლის უნდა გამხდარიყო, ხელოვანს ამ იუბილეს აღნიშვნა არ დასცალდა, 11 მაისს 69 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი სამძიმრის ტექსტით გამოეხმაურა.

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

"როდესაც გტოვებს სულიერი ძმა, ეს უფრო მტკივნეულია, ვიდრე 85 წლის დედ-მამის დაკარგვა. მთელი სიცოცხლე ერთად, ოჯახი, ნათელ-მირონი და რაც მთავარია, მუსიკა! ძალიან მტკივა, ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებ ამ ტრაგედიას, მტკივა, არ მასვენებს, ჩემი თავი მეცოდება მის გარეშე, თითქოს და მკლავი მომკვეთეს, ძმა დავკარგე, ეს ხომ საშინელებაა. ჩვენ ხომ უკვე 67, 68 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. არც კი მინდა, დავიჯერო და არ მრცხვენია ჩემი ცრემლების. დავკარგე უახლოესი მეგობარი, თანამოაზრე, ისეთი თანამუსიკოსი, რომელთანაც არ იყო საჭირო მუსიკალურ კონცეფციაზე წინასწარ მოლაპარაკება, რადგან ჩვენ ერთი მუსიკალური სუნთქვით ვსუნთქავდით. ეს ხომ უდიდესი დანაკარგია. ლექსო თორაძის წასვლით, შეიცვალა ჩემი ცხოვრებაზე შეხედულება. გამიჭირდება ამიერიდან ულექსოობა, მაგრამ ვიცი, რომ ის არ მიმატოვებს, და იქიდან გამიწევს მეგობრობას, თანადგომას და შთაგონებას. ბევრად მეტის თქმა მინდა, მაგრამ ამჯერად ასე იყოს!“

ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, კომპოზიტორი:

"ლექსო… ვაიმე… ვაააააააახ… სიმწრისგან არ ვიცი, რა გავაკეთო… დღის მანძილზე უჩვეულოდ ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი… ლექსო თორაძე… რამდენ რამეს იტევს ეს სახელი და გვარი საქართველოსთვის, მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის… და ჩემთვის… მე ჩემი ლექსო დავკარგე დღეს… ძალიან ახლობელი, ძალიან“…

პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო ბანი:

"ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! აღარ გვყავს ლექსო თორაძე... უდიდესი პიანისტი და უფრო დიდი ადამიანი და მეგობარი. ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ლექსო..."

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

"ლექსო... არამხოლოდ უდიდესი მუსიკოსი, თავისუფლების, ერთგულებისა და ღირსების სიმბოლო. ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელმაც სსრკ და ყოველგვარი სიყალბე მრავალი ათეული წლის წინ დაამარცხა და გახდა თავისუფალი ადამიანი. მის სიმტკიცეს ვერანაირი ეჭვი, ჭორი და გარე დინებები ვერ შეეხებოდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, სულ ვიცოდით, რომ მისი იმედი უნდა გვქონოდა, ახლაც ასე დარჩება, ყველა ბრძოლაში ჩვენთან ერთად იქნება“.

მარცხნიდან მარჯვნივ: რევაზ ლაღიძე, დავით თორაძე, ანტონ წულუკიძე, ბიძინა კვერნაძე, ლექსო თორაძე, ალეკო მაჭავარიანი და ოთარ ეგაძე. ნესტან მესხის არქივიდან

მსოფლიო დონის გენიალური პიანისტი ლექსო თორაძე აშშ-ში ცხოვრობდა. ის კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის შვილი გახლდათ, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მალევე მოიპოვა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი არაერთი საერთაშორისო და მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატი გახლდათ. შემოქმედებითი გზის დასაწყისში უკვე ყველამ იცოდა, რომ მუსიკაში თავის სათქმელს იტყოდა და შესაბამის ადგილსაც დაიკავებდა. ცხრა წლის ასაკში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა... ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს მოიცავს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა - მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია...ლექსო თორაძე აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1991 წელს ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია - Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა მოიპოვა.

  • გაქცევა აშშ-ში

უნიჭიერესმა პიანისტმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაში გაფრინდა და უკან აღარ დაბრუნდა. ხელოვანის ამ გადაწყვეტილებას მისი დედა, ქართული კინოს ლეგენდა ლიანა ასათიანი იხსენებდა: "პატარა ლექსო ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. მამამისმა, დავით თორაძემ დაუწერა ნაწარმოები, რომელიც პიანისტმა მის სიცოცხლეშივე რამდენჯერმე შეასრულა. სწორედ იმ დღეს, 7 ნოემბერს, როცა მოსკოვის კონსერვატორიის დარბაზში ლექსოს უნდა შეესრულებინა მამის მიერ მისთვის შექმნილი კონცერტი, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ის საოცრად ამაყობდა თავისი შვილით, იცოდა, რომ ლექსო ნიჭიერი იყო და დიდი სივრცეების დაპყრობა შეეძლო. როცა ლექსო თვითმფრინავით გაფრინდა, ვინატრე, ღმერთო, მთელი ცხოვრება ასე აფრინე გასტროლებზე-მეთქი. უფალმა ეს თხოვნა შემისრულა. როცა გავიგეთ, რომ ის უცხოეთში დარჩა, მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით ამ ამბავს. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს შვილს მეტი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო. იმის ილუზია არასოდეს მქონია, რომ ლექსოს სანახავად გამიშვებდნენ, მაგრამ აქაც ბედმა გამიღიმა. საბჭოთა კავშირში პირველი დედა ვიყავი, რომელიც შვილთან უცხოეთში გაუშვეს. საბჭოთა კავშირში რეიგანი უნდა ჩამოსულიყო, მანამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი - შულცი ჩამოვიდა. იგი თბილისშიც იყო და მაშინდელ ცკ-ის მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს დაუტოვა წერილი, ლიანა ასათიანი თავისი შვილის სანახავად გამოუშვითო. თურმე ლექსოს მისი უწყებისთვის მიუმართავს, დედას შემახვედრეთო. როცა ამ წერილის შესახებ მითხრეს, ვიფიქრე, რომ ჭორი იყო, დაჯერება გამიჭირდა…

ამერიკაში რომ ჩავედი, ნიუ-იორკის აეროპორტი ხალხითა და ყვავილებით იყო გადაჭედილი. ლექსომ არაჩვეულებრივი შოუ მოაწყო. ტელეარხები, ფოტოკორესპონდენტები, ჟურნალისტები მოვიდნენ. მითხრა, - ხომ ხედავ, როგორი შეხვედრა მოგიწყვეო. ვუპასუხე, მე არ მომიწყვე, საკუთარ თავს გაუკეთე-მეთქი. იმ შეხვედრის შემდეგ მთელი ამერიკა ლექსო თორაძეზე ალაპარაკდა“.

  • ამონარიდი ლექსო თორაძის ინტერვიუდან:

"კონცერტის წინ სერიოზულად ვემზადები... კონცერტამდე არ შემიძლია ბევრ ადამიანთან ურთიერთობა. ლაპარაკს ენერგია მიაქვს და ტვინი სხვა მიმართულებით მიდის... კონცერტზე ცხადია, ვნერვიულობ, ისე შეუძლებელია დაკვრა...

...მძიმე რაღაცები თუ არ გაქვს ცხოვრებაში გადატანილი, სცენაზე რატომ გადიხარ?! კონცერტის პროცესი აღსარებასავითაა... ეს, ჩემ შემთხვევაში, უფრო დანაკარგებთანაა დაკავშირებული, ანუ როცა ძვირფას ადამიანებს კარგავ. ორივე შემთხვევაში მომიწია კონცერტზე გასვლამ - ფაქტობრივად, იმავე დღეს. ბოლოს, დედა რომ წავიდა, გზაში ვიყავი პეტერბურგისკენ. ნინომ, ჩემმა დამ დამირეკა, - დედა აღარ გვყავსო. ახლა ჰელსინკში ვარ და თბილისში მოვფრინავ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, წადი პეტერბურგში და დაუკარი ისე, როგორც დედა მოისურვებდაო. ისევე, როგორც 1983 წელს მოხდა ვაშინგტონში. პირველი კონცერტია ამ გაქცევებისა და უბედურებების შემდეგ და გავიგე, მამა აღარ მყავს... უნდა გქონდეს იმის ძალა, რომ ასეთი ტრაგედია შენს საქმეში გადაიყვანო. ეს ამბავი იმ დღეს გავიგე, თორემ სინამდვილეში, ეს ორი კვირით ადრე მომხდარა. დედას და ჩემს დას რომ ველაპარაკებოდი, არ მითხრეს. კი მივხვდი, ხმები რომ შეეცვალათ, მაგრამ გაციებულები ვართო, - მითხრეს. რასაკვირველია, დედამ ეს გამიზნულად გააკეთა. თბილისში რომ ჩამოვსულიყავი, ხელს მტაცებდნენ და წამიყვანდნენ, როგორც სამშობლოს მოღალატეს“.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს - ალექსანდრე და დავითი. დღეს ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი, მამის მსგავსად, პიანისტია.

  • P.S. ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი ხელოვანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მუსიკოსის ოჯახს, მთელ მუსიკალურ საზოგადოებას.