ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის მიერ "ფორმულასთან" გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ქალბატონი წილოსანი აბსოლუტურად გულწრფელია და მაქსიმალურად ზუსტად ასახავს ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას - მათთვის მთავარია არა ქართული სახელმწიფოსადმი, არამედ პარტია "ქართული ოცნებისადმი" დამოკიდებულება. რუსეთს არ უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს "ქართული ოცნება". უკრაინას არ უყვარს "ქართული ოცნება", მაგრამ უყვარს საქართველო. წილოსანი "ქართული ოცნებაა", ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას. ყველაფერი ლოგიკურია…" - წერს ხუხაშვილი "ფეისბუქში"
ცნობისთვის, ნინო წილოსანს "ფორმულას" გადაცემა "დროების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, "ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რაზეც წილოსანმა ასე უპასუხა: "მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – თქვა დეპუტატმა.
ასევე იხილეთ:
ნინომ თქვა სიმართლე.ის აღმოჩნდა ერთადერთი ღირსეული ადამიანი მთელ პარლამენტში და მთავრობაში.ი
Ძვირფასო მაღალჩინოსნებო!
Იცით რატომ გაკრიტიკებთ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი?
Იმიტომ რომ თქვენ თავის დროზე არ გააკრიტიკეთ, ხმა არ ამოიღეთ სააკაშვილის და სხვა ბევრი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის დანიშვნა უკრაინის ხელისუფლებაში. Აი მაშინ რომ კონსულტაციებისათვის გამოგეწვიათ ჩვენი ელჩი, დღეს არავინ გაგაკრიტიკებდათ.