მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ დავაში ქურდები ჩაერთნენ... დაკავებულია 2 პირი, "ყურშას" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
"მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ დავაში ქურდები ჩაერთნენ... დაკავებულია 2 პირი, "ყურშას" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 2 პირი და­ა­კა­ვეს, 1 პირს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად, ხოლო 1 პირს - პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­რედ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­შო­ბილ და­ვა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ჩა­ერ­თნენ.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის "ქურ­დუ­ლი წე­სით" გარ­ჩე­ვის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ. „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის­თვის, 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.თ. კი „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის“ ან „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის“ მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

1967 წელს და­ბა­დე­ბულ მ.მ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად "ყურ­შა") „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის“ ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა 1985 წელს და­ბა­დე­ბულ ო.ს.-ს, მას „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის“ ბრა­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­რედ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ კ.თ.-ს და მის ნაც­ნობს შო­რის მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­იშ­ვა ქო­ნებ­რი­ვი დავა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­ერ­თნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი - ო.ს. და ვ.გ., რომ­ლე­ბიც და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ - მ.მ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „ყურ­შა") და ზ.მ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად „გლე­ხო­ვი­ჩი“).

„კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა“ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მო­და­ვე მხა­რე­ებ­თან ერ­თად მო­ა­წყვეს ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა. მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ფი­ნან­სუ­რი და­ვის სა­გა­ნი - მი­წის ნაკ­ვე­თი უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო, მთლი­ა­ნი თან­ხა უნდა გა­და­რი­ცხუ­ლი­ყო „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან“, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვეტ­დნენ თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კითხს.

პო­ლი­ცი­ამ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, ასე­ვე, 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

15 მიეცით!!!

ვაჩე!
0

ესენი ციხიდან უძრავ ქონებებს 'არეგისტრირებენ" , რუსთავის "მოჰიკანი" თათბირებს ატარებს!!!! შენ დაუკა!!!!

ავტორი:

"მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ დავაში ქურდები ჩაერთნენ... დაკავებულია 2 პირი, "ყურშას" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

"მიწის ნაკვეთზე წარმოშობილ დავაში ქურდები ჩაერთნენ... დაკავებულია 2 პირი, "ყურშას" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს - პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.

1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.