პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?
"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?

რო­გორ უნდა და­უბ­რუნ­დეთ სრულ­ფა­სო­ვან კვე­ბას მარ­ხვის შემ­დეგ? - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დი­ლის პა­ლიტ­რა­ში" ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ-ედ­ნოკ­რი­ნო­ლო­გი რუ­სუ­დან კვან­ჭა­ხა­ძემ ისა­უბ­რა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­აღ­დგო­მო მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში საკ­ვებ­ში ისე­დაც არის მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ცი­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ვი­საც აქვთ თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ფრთხი­ლად უნდა მო­ე­კი­დონ ამ პრო­ცესს. გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა კვე­ბამ აღ­დგო­მის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­დატ­ვირ­თოს კუჭ-ნაწ­ლა­ვი, ნაღ­ვლის ბუშ­ტი და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. შეგ­ვიძ­ლია კვე­ბა გა­ვა­ნა­წი­ლოთ, დი­ლას მი­ვირ­თათ კვერ­ცხი, შუ­ა­დღეს - ხორ­ცი.

- ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მო­აქვს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სუფ­რი­დან ყვე­ლა კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბას. მა­გა­ლი­თად, ნი­გო­ზი სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ თუ ამას ემა­ტე­ბა ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი, ალ­კოჰო­ლი, ეს უკვე მძი­მე შე­დე­გებს იწ­ვევს. ზო­მი­ე­რე­ბა სა­უ­კე­თე­სოა ყვე­ლა­ფერ­ში.

- რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ კვერ­ცხზე მეტი არ შე­იძ­ლე­ბა მი­ირ­თვას ადა­მი­ან­მა.

- კვე­ბა არის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ასაკ­სა და თან­ხმლებ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. თუ ადა­მი­ანს აწუ­ხებს ნაღ­ვლის ბუშ­ტი, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა, ორ კვერ­ცხზე მეტი სა­სურ­ვე­ლი არ არის.

- დი­ა­ბე­ტის დროს პას­კა რამ­დე­ნად სა­სურ­ვე­ლია?

- არ არის სა­სურ­ვე­ლი, ნახ­შირ­წყა­ლია, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ამ დროს პას­კას შა­ქა­რი არ და­ვუ­მა­ტოთ და ცუ­კა­ტე­ბით გა­ვამ­დიდ­როთ.

- რა­ტომ იფი­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­ზა­ფხუ­ლის­თვის?

- ზო­გა­დად საკ­ვებ­ში არ არის იმ რა­ო­დე­ნო­ბით სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ვი­ტა­მი­ნი დ, რო­მელ­საც საკ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ვი­ღებთ. ყვე­ლა ასაკ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ვი­ტა­მი­ნი დ-ს დე­ფი­ცი­ტი, ამ დროს ვცდი­ლობთ საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბით შე­ვუვ­სოთ პა­ცი­ენ­ტებს ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი ხში­რად გა­ზა­ფხულ­ზე იჩენს თავს. მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უცებ რომ არ გა­და­ვი­დეთ ცხი­მი­ან საკ­ვებ­ზე, შე­დაძ­ლე­ბე­ლია გარ­და­მა­ვა­ლი საკ­ვე­ბი, თევ­ზი მი­ვირ­თვათ... ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყლის მი­ღე­ბა, ეს არის სი­თხე, რო­მე­ლიც აცო­ცხლებს ჩვენ ორ­გა­ნიზმს.

- რითი შე­იძ­ლე­ბა ხორ­ცის ჩა­ნაც­ვლე­ბა?

- არ­სე­ბობს მითი, რომ ვინც ხორცს არ მი­ი­ღებს, მას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი და­ა­ავ­დე­ბა და­ე­მარ­თოს, მა­გა­ლი­თად, რკი­ნა-დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია. ამ დროს მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ იღებს ხორცს. სხვა საკ­ვებ­შიც არის ის ძვირ­ფა­სი ვი­ტა­მი­ნე­ბი, რაც და­ა­ბა­ლან­სებს. ჩვენ უკვე შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვა­ნაც­ვლოთ მცე­ნა­რე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბით, რაც შე­ი­ცავს ცი­ლებს, იგი­ვე წი­წი­ბუ­რა. არ­სე­ბობს ასე­ვე კე­ტო­ნუ­რი დი­ე­ტე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლებ­სა და ცხი­მებს იღებს. ამ დრო­საც ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ. ყვე­ლა ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, იგი­ვე კე­ტო­ნუ­რი დი­ე­ტებს ბევ­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა აქვს.

ამი­ტომ არ­სე­ბობს კვე­ბის პი­რა­მი­და, სა­დაც შე­დის ყვე­ლა სა­ხის ვი­ტა­მი­ნი. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ პარ­კოს­ნე­ბი, თხი­ლე­უ­ლი... თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, დი­ე­ტის შემ­თხვე­ვა­ში ჯო­ბია ისევ ნუტ­რი­ცი­ო­ლოგ­მა გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტა­ცია. ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­დგო­მის შემ­დეგ...

00:00 / 00:00
ავტორი:

"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?

"ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას" - როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ: რას გვირჩევს ექიმი?

როგორ უნდა დაუბრუნდეთ სრულფასოვან კვებას მარხვის შემდეგ? - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დილის პალიტრაში" ნუტრიციოლოგ-ედნოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძემ ისაუბრა.

- განსაკუთრებულად სააღდგომო მარხვის პერიოდში საკვებში ისედაც არის მინერალებისა და ცილების დეფიციტი, შესაბამისად, მათ ვისაც აქვთ თანხმლები დაავადებები ფრთხილად უნდა მოეკიდონ ამ პროცესს. გადაჭარბებულმა კვებამ აღდგომის პერიოდში შეიძლება გადატვირთოს კუჭ-ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი და სავალალო შედეგები გამოიწვიოს. შეგვიძლია კვება გავანაწილოთ, დილას მივირთათ კვერცხი, შუადღეს - ხორცი.

- ძალიან უარყოფითი შედეგი მოაქვს მრავალფეროვანი სუფრიდან ყველა კერძის დაგემოვნებას. მაგალითად, ნიგოზი სასარგებლოა, მაგრამ თუ ამას ემატება ცხიმიანი ხორცი, ალკოჰოლი, ეს უკვე მძიმე შედეგებს იწვევს. ზომიერება საუკეთესოა ყველაფერში.

- რამდენად მართალია, რომ დღის განმავლობაში ერთ კვერცხზე მეტი არ შეიძლება მიირთვას ადამიანმა.

- კვება არის სასიამოვნო პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ასაკსა და თანხმლებ დაავადებებზე. თუ ადამიანს აწუხებს ნაღვლის ბუშტი, კუჭ-ნაწლავის სისტემა, ორ კვერცხზე მეტი სასურველი არ არის.

- დიაბეტის დროს პასკა რამდენად სასურველია?

- არ არის სასურველი, ნახშირწყალია, მაგრამ შეგვიძლია ამ დროს პასკას შაქარი არ დავუმატოთ და ცუკატებით გავამდიდროთ.

- რატომ იფიტება ადამიანის ორგანიზმი გაზაფხულისთვის?

- ზოგადად საკვებში არ არის იმ რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებები, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. მაგალითად, ვიტამინი დ, რომელსაც საკვების საშუალებით ნაკლებად ვიღებთ. ყველა ასაკში გამოიკვეთა ვიტამინი დ-ს დეფიციტი, ამ დროს ვცდილობთ საკვები დანამატებით შევუვსოთ პაციენტებს ვიტამინების ნაკლებობა. ასევე დაავადებები ხშირად გაზაფხულზე იჩენს თავს. მარხვის დასრულების შემდეგ უცებ რომ არ გადავიდეთ ცხიმიან საკვებზე, შედაძლებელია გარდამავალი საკვები, თევზი მივირთვათ... ასევე აუცილებელია წყლის მიღება, ეს არის სითხე, რომელიც აცოცხლებს ჩვენ ორგანიზმს.

- რითი შეიძლება ხორცის ჩანაცვლება?

- არსებობს მითი, რომ ვინც ხორცს არ მიიღებს, მას შეიძლება ბევრი დააავდება დაემართოს, მაგალითად, რკინა-დეფიციტური ანემია. ამ დროს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი არ იღებს ხორცს. სხვა საკვებშიც არის ის ძვირფასი ვიტამინები, რაც დააბალანსებს. ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით, რაც შეიცავს ცილებს, იგივე წიწიბურა. არსებობს ასევე კეტონური დიეტები, როდესაც ადამიანები დიდი რაოდენობით ცილებსა და ცხიმებს იღებს. ამ დროსაც ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ. ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, იგივე კეტონური დიეტებს ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს.

ამიტომ არსებობს კვების პირამიდა, სადაც შედის ყველა სახის ვიტამინი. არ უნდა დავივიწყოთ პარკოსნები, თხილეული... თუ არის საშუალება, დიეტის შემთხვევაში ჯობია ისევ ნუტრიციოლოგმა გაუწიოს კონსულტაცია. ასევე ძალიან კარგია განტვირთვის დღეები, განსაკუთრებულად აღდგომის შემდეგ...