პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება
"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება

ბრალ­დე­ბუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის, ერიკ წურ­წუ­მი­ას საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ლე­ვან ქუ­თა­თე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი მკაც­რად გან­სა­ზღვრავს, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა. ქუ­თა­თე­ლა­ძის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბულ დე­ტექ­ტივს, რომ­ლის მიერ გას­რო­ლილ ტყვი­ა­საც 30 წლის ზუ­რაბ გვე­ლე­სი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ასე­თი ქმე­დე­ბა არ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლი დე­ტექ­ტი­ვი ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. ქუ­თა­თე­ლა­ძემ რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ასე­ვე, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბი­სას, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

"ქრო­ნო­ლო­გია შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და - პო­ლი­ცი­ა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, შემ­თხვე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი - ბრალ­დე­ბუ­ლი დე­ტექ­ტი­ვი და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ უშუ­ა­ლოდ შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირ­თან მი­ვი­დო­და რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ავ­ტო­მო­ბილ­ში დარ­ჩე­ბო­და. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, როცა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვი­ტა პი­რის და­კა­ვე­ბა, და­კა­ვე­ბის დროს, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­ე­ცა­და სი­ტუ­ა­ცი­ას გა­რი­დე­ბო­და, ამ პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბულ­მა მისი კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა და და­სა­კა­ვე­ბელ პირს მო­უ­წო­და, და­მორ­ჩი­ლე­ბო­და მის მო­თხოვ­ნას, ვი­ნა­ი­დან მისი და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, აწ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­რი­დე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში ჰქონ­და მოყ­ვა­ნი­ლი, ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კი, შე­ე­ცა­და მის შე­ბოჭ­ვას, ბუ­ნებ­რი­ვია, ია­რა­ღი ხელ­ში ჰქონ­და, შე­ბოჭ­ვის დროს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, რა დრო­საც, შემ­თხვე­ვი­თი, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სრო­ლა მოხ­და",- გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, სხვა პირ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თოს. ქუ­თა­თე­ლა­ძემ ასე­ვე ისა­უბ­რა იმ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულ დე­ტექ­ტივს აქვს.

"ეს გახ­ლავთ მცი­რე ზო­მის ნა­კაწ­რი, ნაჭ­დე­ვი მარ­ცხე­ნა ფეხ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად კოჭთან, ეს არის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბულს ჰქონ­და, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში მისი პი­რა­დი ჩხრე­კა მოხ­და, მას სხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა არ გა­აჩ­ნდა. ამ ეტაპ­ზე ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტი იკ­ვე­თე­ბა ია­რა­ღით და ასე­ვე, მის მიერ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მას ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს სხვა შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირი. ამ ეტაპ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით. მხო­ლოდ ერთი პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა, შე­საძ­ლოა, როცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს.

პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი მკაც­რად გან­სა­ზღვრავს რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ასე­თი მოქ­მე­დე­ბა ბრალ­დე­ბულს არ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 18 აპ­რილს, წყნეთ­ში, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვის, ერიკ წურ­წუ­მი­ას მიერ გას­რო­ლილ ტყვი­ას 30 წლის ზურა გვე­ლე­სი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერიკ წურ­წუ­მი­ას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, ზურა გვე­ლე­სი­ა­ნის და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი, რის შე­დე­გა­დაც გვე­ლე­სი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

წურ­წუ­მი­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე და 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბა­სა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერიკ წურ­წუ­მი­ას 5-დან 8-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
2

მიშას დროს, ძალოვნებს, ამდენსაც არ ალაპარაკებდნენ.

.
0

ნარკოტიკის მიმწოდებელი თათარი იქნება, ხმას ვერ სცემენ.

ავტორი:

"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება

"შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სროლა მოხდა" - პროკურორი წყნეთში მომხდარ ფაქტს ქრონოლოგიურად ჰყვება

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი მკაცრად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სამართალდამცავს ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა. ქუთათელაძის თქმითვე, ბრალდებულ დეტექტივს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა, ასეთი ქმედება არ უნდა განეხორციელებინა.

პროკურორის განმარტებითვე, დაკავებული დეტექტივი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. ქუთათელაძემ როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე, კომენტარის გაკეთებისას, მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

"ქრონოლოგია შემდეგნაირად განვითარდა - პოლიციაში შეტყობინება შევიდა შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, რაზეც რეაგირების მიზნით, შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოცხადდა პოლიციის რიგითი თანამშრომელი - ბრალდებული დეტექტივი და მისი ხელმძღვანელი, სამმართველოს უფროსი. ისინი შეთანხმდნენ, რომ უშუალოდ შესაძლო დამნაშავე პირთან მივიდოდა რიგითი თანამშრომელი და სამმართველოს უფროსი ავტომობილში დარჩებოდა. პოლიციის თანამშრომელმა, როცა გარკვეული ინფორმაცია მიიღო შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, გადაწყვიტა პირის დაკავება, დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა სიტუაციას გარიდებოდა, ამ პერიოდში ბრალდებულმა მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და დასაკავებელ პირს მოუწოდა, დამორჩილებოდა მის მოთხოვნას, ვინაიდან მისი დაკავების ღონისძიება მიმდინარეობდა, თუმცა, აწ გარდაცვლილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გარიდებას შეეცადა, რა დროსაც პოლიციის რიგითი თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მოქმედებაში ჰქონდა მოყვანილი, ამ მდგომარეობის გათვალისწინებითაც კი, შეეცადა მის შებოჭვას, ბუნებრივია, იარაღი ხელში ჰქონდა, შებოჭვის დროს ახალგაზრდა მამაკაცმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, შემთხვევითი, გაუფრთხილებლობით სროლა მოხდა",- განაცხადა ქუთათელაძემ.

მისივე განმარტებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, გამორიცხული არ არის, სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ქუთათელაძემ ასევე ისაუბრა იმ დაზიანებაზე, რომელიც დაკავებულ დეტექტივს აქვს.

"ეს გახლავთ მცირე ზომის ნაკაწრი, ნაჭდევი მარცხენა ფეხთან, კონკრეტულად კოჭთან, ეს არის დაზიანება, რომელიც დაკავების მომენტში ბრალდებულს ჰქონდა, დაკავების მომენტში მისი პირადი ჩხრეკა მოხდა, მას სხვა სახის დაზიანება არ გააჩნდა. ამ ეტაპზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი იკვეთება იარაღით და ასევე, მის მიერ სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი. გამოძიება გრძელდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, შეიძლება გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე პირი. ამ ეტაპზე, მტკიცებულებათა ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა იკვეთება, შესაძლოა, როცა საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, ნებისმიერი პირის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი მკაცრად განსაზღვრავს რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა და მისი გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ ასეთი მოქმედება ბრალდებულს არ უნდა განეხორციელებინა“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.