უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის განცხადებით, ისინი ემზადებიან "უკანასკნელი ბრძოლისთვის", უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ მარიუპოლის კონტროლისთვის, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ძალები მიწასთან ასწორებენ. ამის თაობაზე წერს "ფრანს პრესი”.
გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის სოციალურ ქსელში გავრცლებეული განცხადების თანახმად, დღეს სავარაუდოდ, იქნება ბოლო დღე იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო მასალა იწურება.
საპორტო ქალაქი მარიუპოლის 47-დღიანი დაცვის შემდეგ, საზღვაო ქვეითებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ისინი უკუაგდეს და ალყაში მოაქციეს.
"ეს სიკვდილია ზოგიერთი ჩვენგანისთვის და ტყვეობა სხვებისთვის. მტერმა საბოლოოდ უკუგვაგდო და ალყაში მოგვაქცია ცეცხლით, ახლა კი ცდილობს ჩვენს განადგურებას. დაჭრილები ბრიგადის თითქმის ნახევარს შეადგენს. ვისაც არ აქვს დაკარგული კიდურები, კვლავ ბრძოლას უბრუნდება. ქვეითი ჯარისკაცები დაიხოცნენ და ახლა ბრძოლას არტილერისტები, საზენიტო მსროლელები, რადიოოპერატორები, მძღოლები და მზარეულები აგრძელებენ, ორკესტიც კი“, - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
ყველგან დაწერეს უკვე, რომ ეს სტატია ფ ე ი კ ი ა - გატეხეს ამათი გვერდი. ასე რომ ბრძოლა გრძელდება უკრაინის გამარჯვებამდე. ვერ მოგართვით ;)
ერს, რომელსაც მარიუპოლის დამცველების მსგავსი ჯარისკაცები ჰყავს, ვერავინ დაამარცხებს!