პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერს", ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის
აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერს", ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის

აშშ უკ­რა­ი­ნას სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექს „სტინ­გერს“, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა „ჯა­ვე­ლინს“ და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის ახალ პარ­ტი­ას მი­აწ­ვდის. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

პენ­ტა­გონ­მა იმ შე­ი­ა­რა­ღე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას უკვე მი­ა­წო­დეს. უწყე­ბამ ასე­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ის სია, რომ­ლის მი­წო­დე­ბა­საც აშშ უკ­რა­ი­ნის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს.

"უკ­რა­ი­ნა აშშ-სგან დახ­მა­რე­ბის სა­ხით „სტინ­გე­რის“ და „ჯა­ვე­ლი­ნე­ბის“ ათა­სო­ბით კომ­პლექტთან ერ­თად ასო­ბით უპი­ლო­ტო საფ­რენ „კა­მი­კა­ძე“ აპა­რატ Switchblade-ს მი­ი­ღებს“, - აცხა­დებს აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას მას შემ­დეგ გა­სა­ჯა­როვ­და, რაც აშშ-მა უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად კი­დევ 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მოჰ­ყო.

უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად აშშ-მა გა­მოჰ­ყო: 1400-ზე მეტი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა „სტინ­გე­რი“, 5000-ზე მეტი ან­ტი­სა­ტან­კო სის­ტე­მა „ჯა­ვე­ლი­ნი“, 7000-ზე მეტი სხვა სა­ხის ან­ტი­სა­ტან­კო სის­ტე­მა, ასო­ბით ტაქ­ტი­კუ­რი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი SwitchBlade, ოთხი ერ­თე­უ­ლი ან­ტი­სა­არ­ტი­ლე­რიო და უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მე­ბის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო რა­და­რი, 4 ერ­თე­უ­ლი ნაღმტყორ­ცნე­ბის სა­ა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­და­რო სის­ტე­მა, და­ჯავ­შნუ­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი მან­ქა­ნე­ბი, 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ტყვია, 45 000 ჯავ­შნი­სა და ჩა­ფხუ­ტის კომ­პლექ­ტი, სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი ლა­ზე­რუ­ლი და­მიზ­ნე­ბით, Puma-ს უპი­ლო­ტო სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მე­ბი, ღა­მის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, თერ­მუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი და ოპ­ტი­კა და სა­ტე­ლი­ტუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
22

ამერიკას ფეხებზე არ კიდია რამდენი ადამიანი დაიხოცება?ეს იარაღი მარტო რუსს კი არ მოხვდება?

tngh
6

ჩემის აზრით, ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება... სამწუხაროდ, მსხვერპლიც იქნება... ორივე მხრიდან.

ავტორი:

აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერს", ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის

აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერს", ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინს" და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის

აშშ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტინგერს“, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და კამიკაძე-დრონების ახალ პარტიას მიაწვდის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენტაგონმა იმ შეიარაღების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინას უკვე მიაწოდეს. უწყებამ ასევე გაასაჯაროვა საბრძოლო მასალის ის სია, რომლის მიწოდებასაც აშშ უკრაინისთვის უახლოეს მომავალში გეგმავს.

"უკრაინა აშშ-სგან დახმარების სახით „სტინგერის“ და „ჯაველინების“ ათასობით კომპლექტთან ერთად ასობით უპილოტო საფრენ „კამიკაძე“ აპარატ Switchblade-ს მიიღებს“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის უწყება.

აღნიშნული ინფორმაციას მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად კიდევ 100 მილიონი დოლარის გამოჰყო.

უკრაინის დასახმარებლად აშშ-მა გამოჰყო: 1400-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „სტინგერი“, 5000-ზე მეტი ანტისატანკო სისტემა „ჯაველინი“, 7000-ზე მეტი სხვა სახის ანტისატანკო სისტემა, ასობით ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი SwitchBlade, ოთხი ერთეული ანტისაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემების სამეთვალყურეო რადარი, 4 ერთეული ნაღმტყორცნების სააწინააღმდეგო სარადარო სისტემა, დაჯავშნული მრავალფუნქციური მანქანები, 50 მილიონზე მეტი ტყვია, 45 000 ჯავშნისა და ჩაფხუტის კომპლექტი, სარაკეტო სისტემები ლაზერული დამიზნებით, Puma-ს უპილოტო საჰაერო სისტემები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების და საკომუნიკაციო სისტემები და ოპტიკა და სატელიტური გამოსახულების კომერციული მომსახურება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"