რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აგრესორი ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური სანქციების ტყვეობაში მოექცა, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეცვლის საკითხი. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ გზად განიხილება ტრანზიტი საქართველოს გავლით... მაგალითად, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისთვის, რომლის იმპორტ-ექსპორტის მარშრუტები რუსეთზე გადიოდა, ტრანსკასპიური გზა ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი აღმოჩნდა.
"საქართველო სატრანსპორტო დერეფანი შესაძლოა, 10 მიმართულებით გახდეს საინტერესო", - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 16-20 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს და თუ საქართველომ 60%-ის ათვისება მაინც შეძლო, ქვეყანაში 10-12 მლნ ტონა ტვირთვის ტრანზიტი მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ტვირთების ტრანზიტს საქართველოს გავლით განახორციელებს. ამასთან, როგორც ცნობილია, ყაზახური ნავთობის რუსული მარშრუტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს. ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს.
"იმ ბატალიების შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყნებში განვითარდა, ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, რომლის მიხედვითაც, ჯამში 10 მიმართულებით იკვეთება ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა. ეს არის ის, რასაც ხელის გულზე დევს, 10 მიმართულებიდან წამოვა ტვირთების ნაკადი.
ჯამურად, 16-20 მლნ ტონა ტვირთის მოზიდვის შესაძლებლობაა და თუ ჩვენ ამ ტვირთის 60% მაინც მივიღეთ, გამოდის 10-12 მლნ ტონა ტვირთვის გატარებას შევძლებთ. მაგალითად, ყაზახეთი ამბობს, რომ 2 მლნ ტვირთს გაატარებს საქართველოზე. გარდა ამისა, საუბარია ნავთობზეც, რომელსაც ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებასთან ერთად, რკინიგზაზე გადმომისამართებასაც გეგმავს. ზოგადად კი, ეს 12 მლნ ტონა ტვირთი რომ გავატაროთ, დაახლობით 2-3 წელი დაგვჭირდება ამისთვის. ტვირთის მოზიდვა არ არის მოკლევადიანი, ეს არის ინერტული პროცესი და პერიოდი სჭირდება მის განხორციელებას.
ახლა მეორე საკითხია, ჩვენ ეს დრო არ უნდა დავკარგოთ და ის, რაც 10 წლის განმავლობში ვერ მოვახერხეთ ლოჯისტიკურად და ორგანიზაციულად, ანუ, რა ჩამორჩენაც გვაქვს, უნდა მოგვარდეს. ეს არის წინაპირობა, რომ ეს ტვირთი გავატაროთ და ამ 10 მიმართულებით სატრანსპორტო დერეფანი გავხდეთ“,- განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.წყარო
ამ თემაზე საუბრისას ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ ანაკლიის პორტის პროექტი გაიხსენა.
"მსოფლიოს მომარაგების ლოჯისტიკური სქემების შეცვლით სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი და იზრდება მისი მნიშვნელობაც. აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ საკომუნიკაციო არტერიებს სერიოზულ ალტერნატივად ქცევა შეუძლია ტვირთების როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ისე პირიქით მოძრაობის თვალსაზრისით. ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება და რატომ დაიბლოკა ის... საიდან სად და როგორ ყველა ვერსიას ითვლის მტერი და როგორ არაფერს არ ვითვლით ჩვენ, მეტიც, როგორ ვყაბულდებით მტრის დაკვეთას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცილებლად გასაკეთებელია საქართველოს ლოჯისტიკური რუკა, რომელზეც დატანილი იქნება დღეს არსებული რესურსებიც და მომავალი შესაძლებლობებიც. როგორც ამბობენ, - საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნა 220%-ით არის თითქმის გაზრდილიო. ჰოლანდიური, ფინური, ყაზახური თუ ჩინური კომპანიები უკვე საქართველოს ე.წ. შუა დერეფნით დაინტერესდნენ. ჩვენი პლუსი ის არის, რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენი პორტები ვერ უძლებენ დატვირთვას და ისევ დღის წესრიგში დგება ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება და ასევე უმნიშვნელოვანესია ავტობანი, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. დღევანდელი ვითარებით, ქვეყანა ამ გაზრდილი ტვირთების მისაღებად და გასატარებლად მზად არ არის, თუ დროულად არ მოვაგვარეთ პრობლემები, ეს იქნება დანაშაული ამ ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისთ", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
იხილეთ სპეცპროექტი:
ცუდი ისაა, რომ საქართველოში ობიექტური ექსპერტის პროგნოზს ვერ მოისმენ. ყველაფერი პოლიტიკური სიმპათიების პრიზმაში შუქდება.
სტრანა ვასიუკი , ვის ვასილისა პრეკრასნაია და ვის გერტრუდა, შრომის გერიო ?! აი, ექსპერტთა ნაჩხიბს ვციტირებ : "მილიონ 600 000 შრომითი ემიგრანტი არ გვყავდეს და საქართველოში ლამის 700 000-მდე ოჯახი არ იყოს საზღვარგარეთ წასული მათი ოჯახის წევრის ან ნათესავის ხელში შემყურე. პრაქტიკულად, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები ამ ქვეყანაში უტოლდება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს." და ამის საპირისპიროდ : "გეგმა სულ 9 ფაზად იყოფა. მის მიხედვით, ანაკლიის პორტი 50 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის. I ფაზაში, რომელიც 2020-2021 წლებში უნდა დაწყებულიყო, პორტს 2 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა, 2069 წლისთვის კი დასაქმებულთა რაოდენობა 19 500-მდე გაიზრდებოდა." -როცა 2 მილიონი თვითდასაქმებული უმუშევარი გყავს, ასეთი ჩიტი ბდღვნად არ ღირს , ის რომ ქართულ გესტარბაიტერულ ემიგრაციას წლიური 2 მილიარდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს და ქვეყნის პლუტოკრატია და ბანკოკრატია მას არ აძლევს საშუალებას აქ დააბანდოს , აქვე ჩანს , სად ეძებთ პანტას, აგერაა თურაშაული ? "რაც შეეხება პორტის მთლიან გამტარუნარიანობას, მას საბოლოო ფაზაში 100 მილიონ ტონამდე უნდა მიეღწია."-აი ეს მაგარი ვასიუკია , დადეთ აბა ცხრილი, ეს ასი მილიონი ტონა , რა საქონელია და ვისი , ვინ იყიდა, ვინ გაყიდა , ნედლეულია, ნახევარფაბრიკატია და აქ დასრულდება პროდუქტად ? სადა ? ვინ და სად დაასრულებს ?აქამდე სად იყო ეს ასი მილიონი ? ბამბაა, სასუქებია , პოლიეთილენია , თუ კომპიუტერებია, ფეხსაცმელია, ტანსაცმელია, იქნება ხორბალია ტარიბანიდან, ბორჯომი ხომ არაა, აბა ღვინოა ? რით უნდა მიიტანონ პორტამდე, რით უნდა გამოიტანონ ? დასაბუთება ამ პროექტის თითიდან გამოწოვილია , ეგ არარსებული ტვირთი სადაც აქამდე დადიოდა იქ ივლის , ან საერთოდაც არსად არ ივლის, სამარცხვინოდ დღესაც -გაგანია ომია , კასპიის ზღვაზე ასანთის კოლოფს ვერ გადაატრებ მოსკოვის უნებართვოდ და დაუკითხავად -მესპლანი ქვია და სწორედ მიშას ხელმოწერილია ეგ შეთანხმება, რა გგონიათ სანქცირებული რუსეთის ტვირთნაკადი აქ გადმოინაცვლებს? არა, ცხადია , ის გაქრება უბრალოდ, საწარმოო სავაჭრო ციკლიდან ამოვარდდება !!!!!! ერთადერთი გამართლება იქნება თუ ეს პორტი და ინფრასტრუქტურა , გადამამუშავებელი კომპლექსი , თავისუფალი ზონები მთლიანად სახალხო კერძო ინვესტიციით განხორციელდება , დიახ ემიგრაციის და მათი აქ დარჩენილი ოჯახების და არა ბანკოკრატიის და პლუტოკრატიის მიერ "მოზიდული " ნაძარცვი ფულით-ასეთი ფული გახდა სწორედ ამ პროექტის ჩაშლის მიზეზი, რატომ უნდა ჩადოს მამუკამ, აგერ ჩადებს ვანო , ბიძო, მიშა , რით სჯობს მამუკასი და ბადრისა ? !