პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში
მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში

ინ­დო­ეთ­ში მკვლევ­რებ­მა ქი­ლის მსგავ­სი, უზარ­მა­ზა­რი ქვის ფი­გუ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს,რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დაკ­რძალ­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ასა­მის შტატ­ში, ოთხ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, სულ 65 ასე­თი "ქილა" იპო­ვეს. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან ზო­მი­თა და ფორ­მით გან­სხვავ­დე­ბი­ან: ზოგი მათ­გა­ნი მა­ღა­ლია და ცი­ლინ­დრუ­ლი, ზოგი კი ნა­წი­ლობ­რივ, ან მთლი­ა­ნა­დაა მი­წა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი. მსგავ­სი ქვის ჭურ­ჭე­ლი მა­ნამ­დე ლა­ოს­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­შია ნა­პოვ­ნი.

ლა­ოს­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი მსგავ­სი ქვის სა­თავ­სო­ე­ბი

კვლე­ვა­ში ინ­დო­ე­თი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სამი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ჯგუფს პრო­ფე­სო­რე­ბი ტი­ლოკ ტჰა­კუ­რია და უტამ ბა­თ­ჰა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

"ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით ვინ შექ­მნა ეს გი­გან­ტუ­რი სა­თავ­სო­ე­ბი, არც ის ვი­ცით, თუ სად ცხოვ­რობ­დნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მის­ტი­კის სა­ბურ­ვე­ლი­თაა მო­ცუ­ლი,“ - ამ­ბობს კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე, ნი­კო­ლას სკო­პა­ლი, ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

სკო­პა­ლის თქმით, მკვლევ­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს ქი­ლე­ბი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ებ­თან უნდა ყო­ფი­ლი­ყო კავ­შირ­ში: "ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ინ­დო­ე­თის ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის - ნა­გას ხალ­ხის ის­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით, მათ ნა­პოვ­ნი აქვთ ქი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სავ­სე იყო კრე­მა­ცი­ის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბით, მძი­ვე­ბი­თა და სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბით,“ - თქვა სკო­პალ­მა.

ასა­მის ქვის ქილა

ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ტჰა­კუ­რი­ას თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქვის სა­თავ­სო­ე­ბი ცა­რი­ე­ლია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ოდეს­ღაც, სა­ხუ­რა­ვე­ბი უნდა ჰფა­რე­ბო­დათ. მკვლევ­რებს სჯე­რათ, რომ ამ­გვა­რი ქვის სა­თავ­სო­ე­ბი ქრის­ტე­შო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 400 წლით ადრე უნდა ყო­ფი­ლი­ყო შექ­მნი­ლი.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ებნ, რომ მსგავ­სი ქვის ჭურ­ჭე­ლი კი­დევ ბერვ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლა­საა მი­მო­ფან­ტუ­ლი, უბ­რა­ლოდ ჯერ არ იცი­ან - სად. მა­ნამ­დე კი მათ­სა­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქი­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას და­უთ­მო­ბენ დროს.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ვახ ტო
10

ქვევრებია ეგენი. კახეთში არ არიან ნამყოფი მაგენი და მიტომ უკვირთ

ავტორი:

მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში

მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში

ინდოეთში მკვლევრებმა ქილის მსგავსი, უზარმაზარი ქვის ფიგურები აღმოაჩინეს,რომლებიც სავარაუდოდ, დაკრძალვის დროს გამოიყენებოდა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ასამის შტატში, ოთხ სხვადასხვა ადგილას, სულ 65 ასეთი "ქილა" იპოვეს. ისინი ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდებიან: ზოგი მათგანი მაღალია და ცილინდრული, ზოგი კი ნაწილობრივ, ან მთლიანადაა მიწაში ჩამარხული. მსგავსი ქვის ჭურჭელი მანამდე ლაოსსა და ინდონეზიაშია ნაპოვნი.

ლაოსზე აღმოჩენილი მსგავსი ქვის სათავსოები

კვლევაში ინდოეთისა და ავსტრალიის სამი უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ. ჯგუფს პროფესორები ტილოკ ტჰაკურია და უტამ ბათჰარი ხელმძღვანელობდნენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ შექმნა ეს გიგანტური სათავსოები, არც ის ვიცით, თუ სად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. ყველაფერი მისტიკის საბურველითაა მოცული,“ - ამბობს კვლევის მონაწილე, ნიკოლას სკოპალი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.

სკოპალის თქმით, მკვლევრების ვარაუდით, ეს ქილები დაკრძალვის ცერემონიებთან უნდა ყოფილიყო კავშირში: "ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ეთნიკური ჯგუფის - ნაგას ხალხის ისტორიის მიხედვით, მათ ნაპოვნი აქვთ ქილები, რომლებიც სავსე იყო კრემაციის შემდეგ დატოვებული ნარჩენებით, მძივებითა და სხვა მატერიალური არტეფაქტებით,“ - თქვა სკოპალმა.

ასამის ქვის ქილა

ექსპედიციის ხელმძღვანელის, ტჰაკურიას თქმით, აღმოჩენილი ქვის სათავსოები ცარიელია და სავარაუდოდ, ოდესღაც, სახურავები უნდა ჰფარებოდათ. მკვლევრებს სჯერათ, რომ ამგვარი ქვის სათავსოები ქრისტეშობამდე დაახლოებით 400 წლით ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

მეცნიერები ვარაუდოებნ, რომ მსგავსი ქვის ჭურჭელი კიდევ ბერვ სხვადასხვა ადგილასაა მიმოფანტული, უბრალოდ ჯერ არ იციან - სად. მანამდე კი მათსავე აღმოჩენილი ქილების გამოკვლევას დაუთმობენ დროს.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა