მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული... ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა" - მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში ომზე
"ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული... ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა" - მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში ომზე

აქ, ერთი მხა­რის ცალ­მხრივ წა­ქე­ზე­ბას ვხე­დავთ - აი, შენ და­მა­ტე­ბი­თი ია­რა­ღი, აი, შენ ფული. კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა იგ­ზავ­ნე­ბა და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­სა­ჭირ­ში მყოფთ ეს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ამ დროს, ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმაა, - ამის შე­სა­ხებ ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა იო­ა­ნემ გა­ნა­ცხა­და.

უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აგ­რე­სი­ა­ზე ისა­უბ­რა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თა.

"მძი­მე სა­ნა­ხა­ვი, მო­სას­მე­ნი და გა­სა­გე­ბია, რო­დე­საც ორი ერ­თმორ­წმუ­ნე ერი, მო­ნა­თე­სა­ვე, ასე რომ ვთქვათ, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ემ­ტე­რე­ბი­ან, ერთი უფრო ძლი­ე­რი და მე­ო­რე უფრო სუს­ტია, თუმ­ცა არც ისე სუს­ტია და სის­ხლი იღ­ვრე­ბა, ძი­რი­თა­დად უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხის.

ვი­ღა­ცა სამ­ხედ­რო ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებს, ვი­ღა­ცა ბრძო­ლის ველ­ზე აღ­მოჩ­ნდა. ნას­რო­ლი ჭურ­ვი ერთ მხა­რეს მის სახ­ლს მოხ­ვდა. ეს დიდი ბო­რო­ტე­ბაა. რამ გა­მო­იწ­ვია პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის საქ­მეა ეს გა­მო­იკ­ვლი­ონ, მაგ­რამ მე სხვა რამე მაკ­ვირ­ვებს - რო­დე­საც ორი ძმა, ორი მე­ზო­ბე­ლი ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბობს, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი აშ­ვე­ლე­ბენ ხოლ­მე, შუ­ა­ში ჩად­გე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ, და­ამ­შვი­დონ და და­ა­წყნა­რონ, რა გაქვთ სა­და­ვო, რო­გორ მო­ვაგ­ვა­როთ, ან გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ. აქ, ერთი მხა­რის ცალ­მხრივ წა­ქე­ზე­ბას ვხე­დავთ - აი, შენ და­მა­ტე­ბი­თი ია­რა­ღი, აი, შენ ფული. კარ­გია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა იგ­ზავ­ნე­ბა და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­სა­ჭირ­ში მყოფთ ეს ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ამ დროს, ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა ეს არის ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმა. კი, გა­სა­გე­ბია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამა­საც რომ ჰქონ­დეს, მაგ­რამ მეტი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა, მეტი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ხო­ცე­ბა. იმის მა­გივ­რად, რომ შეს­თა­ვა­ზოთ ოთხმხრი­ვი, ათმხრი­ვი გა­ე­როს ტრი­ბუ­ნა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. დას­ვით სა­კი­თხი, მო­დით ერთი და მე­ო­რე მხა­რე, რა გაქვთ სა­და­ვო, იქ­ნებ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ არა! მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ხდე­ბა. არც მა­ნამ­დე, მინ­სკის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იყო და ირ­ღვე­ო­და და ვინც ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რან­ტი იყ­ვნენ, გან­ზე გად­გნენ.

ახ­ლაც შე­საძ­ლოა, ფრონ­ტის ხაზ­ზე არა­ვინ ჩად­გეს, ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ არის გა­ე­როს ტრი­ბუ­ნა, სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ტრი­ბუ­ნა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა სა­კი­თხი და­ის­ვას, მო­დით ორი­ვე მხა­რე, რა გა­მო­სა­ვა­ლია, რა პრე­ტენ­ზია გაქვთ, რას ითხოვთ... კარ­გია, რომ ლტოლ­ვი­ლებს, ვი­ღა­ცა იწყნა­რებს, მაგ­რამ ამის შე­ჩე­რე­ბის და სა­ერ­თო ენის პოვ­ნის გზა არ გა­მო­ი­ნა­ხა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე იო­ა­ნემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რი­ო­ნის“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

რუის ურბნისი დროზე!

gaga
0

უკვე რა დღეშია ეს მეუფე და რუსები რომ დამარცხდნონ ჯავრითა და ბოღმით ეგრევე შუაზე გასკდება!

ავტორი:

"ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული... ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა" - მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში ომზე

"ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული... ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა" - მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში ომზე

აქ, ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული. კარგია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება და მშვიდობიან მოქალაქეებს, გასაჭირში მყოფთ ეს ეხმარება, მაგრამ ამ დროს, იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა.

უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელმა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიაზე ისაუბრა და საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებაზე მიუთითა.

"მძიმე სანახავი, მოსასმენი და გასაგებია, როდესაც ორი ერთმორწმუნე ერი, მონათესავე, ასე რომ ვთქვათ, ბიძაშვილები ერთმანეთს გადაემტერებიან, ერთი უფრო ძლიერი და მეორე უფრო სუსტია, თუმცა არც ისე სუსტია და სისხლი იღვრება, ძირითადად უდანაშაულო ხალხის.

ვიღაცა სამხედრო ბრძანებას ასრულებს, ვიღაცა ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. ნასროლი ჭურვი ერთ მხარეს მის სახლს მოხვდა. ეს დიდი ბოროტებაა. რამ გამოიწვია პოლიტოლოგების საქმეა ეს გამოიკვლიონ, მაგრამ მე სხვა რამე მაკვირვებს - როდესაც ორი ძმა, ორი მეზობელი ერთმანეთში ჩხუბობს, გარშემომყოფები აშველებენ ხოლმე, შუაში ჩადგებიან და ცდილობენ, დაამშვიდონ და დააწყნარონ, რა გაქვთ სადავო, როგორ მოვაგვაროთ, ან გამოსავალი ვიპოვოთ. აქ, ერთი მხარის ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ - აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული. კარგია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება და მშვიდობიან მოქალაქეებს, გასაჭირში მყოფთ ეს ეხმარება, მაგრამ ამ დროს, იარაღის მიწოდება ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. კი, გასაგებია, რომ თუ იმას მეტი აქვს, ამასაც რომ ჰქონდეს, მაგრამ მეტი სისხლი დაიღვრება, მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცება. იმის მაგივრად, რომ შესთავაზოთ ოთხმხრივი, ათმხრივი გაეროს ტრიბუნა, მთელი მსოფლიოს ქვეყნები მონაწილეობენ. დასვით საკითხი, მოდით ერთი და მეორე მხარე, რა გაქვთ სადავო, იქნებ შესაძლებელია ამის მოგვარება, მაგრამ ვხედავთ, რომ არა! მოლაპარაკებები არ ხდება. არც მანამდე, მინსკის ხელშეკრულება იყო და ირღვეოდა და ვინც ამ მოლაპარაკების, ხელშეკრულების გარანტი იყვნენ, განზე გადგნენ.

ახლაც შესაძლოა, ფრონტის ხაზზე არავინ ჩადგეს, ეს გასაგებია, მაგრამ არის გაეროს ტრიბუნა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა, სადაც შეიძლება საკითხი დაისვას, მოდით ორივე მხარე, რა გამოსავალია, რა პრეტენზია გაქვთ, რას ითხოვთ... კარგია, რომ ლტოლვილებს, ვიღაცა იწყნარებს, მაგრამ ამის შეჩერების და საერთო ენის პოვნის გზა არ გამოინახა“, - განაცხადა მეუფე იოანემ ტელეკომპანია "რიონის“ ეთერში.