მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით
"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით

ომის ქარ-ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს გა­მოვ­ლი­ლი. სა­კუ­თარ ტყავ­ზე არა­ერ­თმა გა­მოს­ცა­და ომის კოშ­მა­რი. იმას, რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბით, აღელ­ვე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ. სა­უ­ბა­რია ექიმ­ზე, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის ჰოს­პი­ტალ­ში ბომ­ბე­ბის ქვეშ სა­კუ­თარ სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და...

იქ გა­კე­თე­ბულ ბოლო ოპე­რა­ცი­ა­ზეც, რო­მე­ლიც ქი­რურ­გებ­მა - გია შერ­ვა­ში­ძემ, გუ­რამ ტორ­ჩი­ნა­ვამ და მალ­ხაზ მირ­ცხუ­ლა­ვამ ჩა­ა­ტა­რეს, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი ბელა მეტ­რე­ვე­ლი კო­ლე­გა თე­მურ ბარ­კა­ლა­ი­ას­თან ერ­თად, მათ გვერ­დით იდგა. ქალ­ბა­ტო­ნი ბელა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან დღეს ცო­ცხა­ლი არც ერთი აღარ არის...

ბელა მეტ­რე­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის თა­და­რი­გის ოფი­ცე­რია, გი­ნე­კო­ლო­გი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ერთ-ერთი კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კლი­ნი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი. მას უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ამ დღე­ებ­ში სულ დე­ტა­ლებ­ში გა­უ­ცო­ცხლდა აფხა­ზე­თის ომის დროს გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე დღე­ე­ბი...

- ის, რაც აფხა­ზე­თის ომში მოხ­და, ბო­ლომ­დე ჩვენს მე­გო­ბარ აფხა­ზებ­საც არ ჰქონ­დათ დაშ­ვე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ერ­თმა­ნე­თის­თვის ავ­ტო­მა­ტი ასე მიგ­ვეშ­ვი­რა. ექი­მე­ბი რა თქმა უნდა, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის კონ­ვე­ი­ერ­თან, თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის გა­და­სარ­ჩე­ნად მყა­რად ვი­დე­ქით. მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, ყვე­ლა დაჭ­რილს ვეხ­მა­რე­ბო­დით. მოჰ­ყავ­დათ ქარ­თვე­ლიც, აფხა­ზიც, რუ­სიც, სო­მე­ხიც, ბერ­ძე­ნიც. გვარს არა­ვის ვე­კი­თხე­ბო­დით და არც იმას, ფრონ­ტის რო­მელ მხა­რეს იყო დაჭ­რი­ლი...

ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დით, ვიბ­რძო­დით მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

- უკ­რა­ი­ნა­ში დღეს იგი­ვე ხდე­ბა... რუ­სე­თი ბომ­ბავს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, ეს­ვრის და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს...

- დეჟა­ვიუ და­მე­მარ­თა... გუ­ლის ყვე­ლა თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ადრე ჩა­ნა­წე­რე­ბა­დაც ვაგ­რო­ვებ­დი, გა­მი­ახ­ლდა. ის ჭრი­ლო­ბე­ბი ნელ-ნელა იხ­სნე­ბა და თავს მახ­სე­ნებს. აფხა­ზე­თის ომის დროს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იბომ­ბე­ბო­და ჩვე­ნი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლიც, იბომ­ბე­ბო­და ორი­ვე ჰოს­პი­ტა­ლი, პირ­ვე­ლიც და მე­ო­რეც. მე მე­ო­რე­ში ვმუ­შა­ობ­დი.

იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა - უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი მეწ­ვა ნარ­კო­ზის ქვეშ, რო­მე­ლიც სა­ინ­ტუ­ბა­ციო მი­ლი­ა­ნად აფეთ­ქე­ბის ხმამ მო­მიგ­ლი­ჯა, სა­დღაც კუ­თხე­ში გა­და­აგ­დო. მერე ფორ­თხვით მი­ვე­დით, ვი­პო­ვეთ, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე ეყა­რა. ღმერ­თის წყა­ლო­ბით მილი მოხ­სნი­ლი არ იყო. მი­ვა­გო­რეთ სა­ნარ­კო­ზო აპა­რა­ტი და იქვე, ია­ტაკ­ზე­ვე გა­ვაგ­რძე­ლეთ მისი რე­ა­ნი­მი­რე­ბა. სა­ო­ცა­რი სი­ტუ­ა­ცია იყო... რო­გორც კონ­ვე­ი­ერ­ზე, ისე მოჰ­ყავ­დათ დაჭ­რი­ლიც და მკვდა­რიც.

ერთხელ პო­ზი­ცი­ი­დან უმ­ძი­მე­სი დაჭ­რი­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, ერთ-ერთს დიდი სის­ხლის კოლ­ტი ჰქონ­და სა­ხე­ზე, რად­გა­ნაც ხა­ხა­ში გამ­ჭო­ლი, უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა მი­ე­ღო. სის­ხლი სდი­ო­და. ჯი­ბი­დან სა­ბუ­თი ამო­ვუ­ღე, რომ გა­მე­გო, ვინ იყო, ის­ტო­რი­ა­შიც ხომ უნდა ჩა­მე­წე­რა. გვა­რად ლო­მი­ძე აღ­მოჩ­ნდა, სო­ხუ­მე­ლი, ჩამ­ბას ქუ­ჩი­დან.

მი­თხრეს, ინ­ტუ­ბა­ცი­ას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბო. მა­ინც ვცა­დოთ-მეთ­ქი. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბი­სას ჩავ­დგი სა­ინ­ტუ­ბა­ციო მილი, გა­ვა­კე­თეთ ტამ­პო­ნი და ბიჭი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ქა­ლაქ­ში თბი­ლი­სე­ლი ექი­მე­ბი იყ­ვნენ, მე­ო­რე დღეს ჩვენ­თან, უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­ვიდ­ნენ. მათ შო­რის იყოს ბო­ხუა, სის­ხლძარ­ღვთა ცნო­ბი­ლი ქი­რურ­გი.

მო­მიყ­ვა­ნეთ ის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი, ვინც ლო­მი­ძეს ინ­ტუ­ბა­ცია გა­უ­კე­თაო. ისე­თი მკაც­რი ხმა ჰქონ­და, ავი­წუ­რე, თუმ­ცა მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი - მე ვარ-მეთ­ქი. მე ექიმს ვკი­თხუ­ლო­ბო (ეტყო­ბა, არ მქონ­და ექი­მის გა­რეგ­ნო­ბა) ექი­მი ვარ-მეთ­ქი. თქვენ გა­ა­კე­თეთ, კო­ლე­გა? ხელი ჩა­მო­მარ­თვა. გი­ლო­ცავთ, ეს უმაღ­ლე­სი პი­ლო­ტა­ჟია, კი­დევ ბევ­რჯერ შევხდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო...

იმ დროს ჩვე­ნი ჰოს­პიტ­ლის და­ბომბვა და­ი­წყო. გა­და­წყდა, ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა და მხო­ლოდ ახა­ლი დაჭ­რი­ლე­ბი მიგ­ვე­ღო. ამი­ტომ, ლო­მი­ძეც პირ­ველ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. შემ­დეგ დღეს ისევ ვმუ­შა­ობ­დი, მო­რი­გე ვი­ყა­ვი და გა­ვი­გეთ, რომ ბომ­ბე­ბი პირ­ველ სა­ა­ვად­მყო­ფოს და­უ­ში­ნეს. მა­შინ იცით, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია ჭირ­და, მით უფრო, ომის დროს, მაგ­რამ რო­გორ­ღაც პირ­ველ ჰოს­პი­ტალ­ში და­რეკ­ვა მო­ვა­ხერ­ხე. რა ხდე­ბა თქვენ­კენ-მეთ­ქი? და­ვი­ბომ­ბეთ და ხალ­ხი და­ი­ღუ­პაო. მა­შინ­ვე ლო­მი­ძე ვი­კი­თხე. ლო­მი­ძე და­ი­ღუ­პაო...

ჩემი სიმ­წრით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბიჭი იმ და­ბომბვას შე­ე­წი­რა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე... უკვე დევ­ნი­ლო­ბა­ში აქ, თბი­ლის­ში გოგა თო­ლორ­და­ვამ გა­ა­კე­თა დევ­ნილ­თა ჰოს­პი­ტა­ლი, სა­დაც 5-6 ექი­მი რო­მე­ლიც იქ ბოლო დღე­ებ­ში ერ­თად ვი­ყა­ვით, ისევ შე­ვიკ­რი­ბეთ. მთე­ლი აფხა­ზე­თის დევ­ნი­ლო­ბა ჩვენ­თან მო­ე­მარ­თე­ბო­და და ვეხ­მა­რე­ბო­დით...

სა­დღაც 1994 წელს, კა­ბი­ნეტ­ში ძა­ძებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი შე­მო­ვი­და, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა გოგო ახ­ლდა. მე და რეზო სუ­ლუ­ხია ვი­ყა­ვით (სო­ხუ­მის სამ­შო­ბი­ა­როს მთა­ვა­რი ექი­მი). ქალ­ბა­ტო­ნი დაჯ­და და ვხე­დავ, რომ გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი დე­დაა, გულ­ზე სამი გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის სუ­რა­თი უკი­დია. რა გვა­რი ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი? - ვკი­თხე. ლო­მი­ძეო... მე ვი­ყა­ვი თქვე­ნი შვი­ლის ექი­მი-მეთ­ქი.

ატირ­და და მი­თხრა, - ვიცი, ეს ის­ტო­რია, ჩემ­მა შვი­ლებ­მა მი­ამ­ბე­სო. თურ­მე მა­შინ ძმე­ბი ახ­ლდა მას და ისი­ნი პატ­რო­ნობ­დნენ. რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე შეგ­ხვდე­ბო­დი­თო...

- ორი დღის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ით გი­ყუ­რეთ, 18 წლის თო­მა­ზე ჰყვე­ბო­დით...

- ერთ დღეს 18 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი, თომა შე­მო­იყ­ვა­ნეს. არ­ტე­რია ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ქი­რურ­გი გია შერ­ვა­ში­ძე იყო, მალ­ხაზ მირ­ცხუ­ლა­ვა ეხ­მა­რე­ბო­და და მე და თე­მურ ბარ­კა­ლა­ია რე­ა­ნი­მა­ცია-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გე­ბი ვი­ყა­ვით. ქა­ლაქ­ში რად­გან სი­ჩუ­მე იყო, და­ბომბვა არ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ამი­ტომ, 6-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია და­ვი­წყეთ. მის­თვის ფე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გვინ­დო­და. ოპე­რა­ცია მთავ­რდე­ბო­და და სას­წრა­ფოდ ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და. ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ, - რო­მე­ლი მი­ვა­ტო­ვებ­დით? გა­ვაგ­რძე­ლეთ. ერ­თა­დერ­თი გია შერ­ვა­ში­ძემ ექთ­ნებს უბ­რძა­ნა - ევა­კუ­ა­ცია სას­წრა­ფოდ და­ი­წყეთ, ჩას­ხე­დით მან­ქა­ნებ­ში, და­ვას­რუ­ლებთ და ჩვენც ჩა­მო­ვალ­თო...

ოპე­რა­ცია სა­ა­თი და 20 წუთი კი­დევ მი­დი­ო­და. რომ დამ­თავ­რდა, მე და თე­მურ ბარ­კა­ლა­ი­ამ სა­ნარ­კო­ზო აპა­რა­ტი­ა­ნად და დიდი ჟანგბა­დის ბა­ლო­ნით გა­ვა­გო­რეთ თომა და ქვე­მოთ ჩა­ვე­დით. აგუ­ძე­რის პა­ტა­რა ნავ­სად­გურ­ზე, ზღვა­ში დიდი ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბი იყო შეჭ­რი­ლი, სა­დაც ხალ­ხი უკ­რა­ი­ნის გემს ელო­დე­ბო­და, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა გად­მო­ეყ­ვა­ნა. მოკ­ლედ, თო­მაც იქ და­ვაწ­ვი­ნეთ. ვე­ლო­დე­ბო­დით გემს. გემი ნა­პირს ვერ მო­ად­გა, აფხა­ზებ­მა არ მო­უშ­ვეს, ეს­როდ­ნენ. გაბ­რუნ­და, და მო­შო­რე­ბით დად­გა...

ღამ­დე­ბო­და, აგ­რილ­და სა­ნა­პი­რო­ზე, "ბა­სა­ნოშ­კე­ბით," ხა­ლა­თე­ბით ვი­ყა­ვით. დაჭ­რი­ლე­ბი წუხ­დნენ, სტკი­ო­დათ, ში­ო­დათ... იმ დროს ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც სა­ზე­ნი­ტო დი­ვი­ზი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და, მი­პო­ვა. რომ შე­ხე­და, გა­და­სახ­ვე­ვი მა­სა­ლა აღარ გვქონ­და და არც საჭ­მე­ლი, წა­მო­დი, აქვე, შტა­ბია, საკ­ვებს და გა­და­სახ­ვევ მა­სა­ლას გა­მო­გა­ტა­ნო. სა­ზე­ნი­ტო დი­ვი­ზი­ო­ნი აგუ­ძე­რა­ში იდგა. გავ­ყე­ვი, დაჭ­რი­ლებ­თან ჩვე­ნი ექი­მე­ბი დარ­ჩნენ. შტაბ­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩან­თა­ში ჩა­მი­წყვეს და წა­მო­ვი­ღე.

გზა­ში ალ­ყა­ში აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ბე­დად გა­დავ­რჩი, ვერ და­მი­ნა­ხეს და ისევ შტაბს მი­ვა­დე­ქი. იმ პე­რი­ოდ­ში უკვე შე­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ და აგუ­ძე­რა და­კა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. იმ გე­მის კა­პი­ტან­მა სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა, სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­რის­კა და ნავ­სად­გურ­ზე შე­მო­ვი­და, ხალ­ხი აიყ­ვა­ნა და წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ იქ ვერ მოვ­ხვდი. მათ თო­მაც წა­იყ­ვა­ნეს...

მთე­ლი გზა ნორ­მა­ლუ­რად იყო. მერე თე­მუ­რი მიყ­ვე­ბო­და, ჟანგბა­დი დამ­თავ­რდა. ფოთ­მაც ვერ მი­ი­ღო გემი, რად­გა­ნაც იქაც ბევ­რი ხალ­ხი მი­ა­წყდა. აფხა­ზე­თი­დან წა­სულ ნა­კა­დებს ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. წა­მა­ლიც გა­მო­ლე­უ­ლი იყო და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მეღ­ვი­ძე­ბი­ნაო. კარ­გად იყო, მაგ­რამ გემი რე­იდ­ზე გა­ა­ჩე­რეს, შევ­ყოვ­ნდით და მა­შინ და­ი­ღუ­პაო... ეს ამ­ბა­ვი ცოტა ხნის წინ იმ გა­და­ცე­მა­ში რომ მოვ­ყე­ვი, მის ოჯახს მო­უს­მე­ნია. თო­მას დედა და­მი­კავ­შირ­და. ვი­ცო­დით, რომ გე­მით ჩა­მო­ას­ვე­ნეს, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­მელ დღეს გა­და­მე­ხა­და 40, და­ღუპ­ვის თა­რი­ღი ვერ და­ვად­გი­ნე­თო...

სწო­რედ გუ­შინ (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 27 მარტს - ავტ.) ვუ­თხა­რი, რომ თომა გემ­მა 27-ში გა­მო­იყ­ვა­ნა და 28-ში გამ­თე­ნი­ი­სას და­ი­ღუ­პა-მეთ­ქი... დე­დას­თან ემო­ცი­უ­რი სა­უ­ბა­რი მქონ­და...

ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფისნ მაიკ გოლდვო­ტე­რის ფოტო

- სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ და­ტო­ვეთ აფხა­ზე­თი?

- რო­გორ­ღაც შემსვეს ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორ­ში, სა­დაც ბავ­შვე­ბი, ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა ტო­ვებ­და სო­ხუმს. მი­ვა­დე­ქით მდი­ნა­რე კო­დორს, მაგ­რამ ავ­ტო­მა­ტე­ბით წინ გა­დაგ­ვიდ­გნენ, - და­ნაღ­მუ­ლია, ვერ გა­დახ­ვალ­თო. ჩვენს ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორს ქა­ლა­ქი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გრძე­ლი კო­ლო­ნა მოჰ­ყვე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ის იყო, რომ მერ­ხე­უ­ლის ასახ­ვევ­ში ავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ თავი შეგ­ვე­ფა­რე­ბი­ნა. ჭუ­ბე­რის გზა­ზე გავ­ლას ვინ ფიქ­რობ­და. რომ მოვ­ბრუნ­დით, მტერ­მა დაგ­ვი­ნა­ხა და იფიქ­რეს, შე­ტე­ვა­ზე მივ­დი­ო­დით. ბომ­ბე­ბი დაგ­ვი­ში­ნეს.

ვუ­ყუ­რებ­დით აქეთ-იქით რო­გორ ფეთ­ქდე­ბო­და სახ­ლე­ბი... ავას­წა­რით მერ­ხე­უ­ლის ასას­ვლელ­ში. კო­ლო­ნა გა­მოგ­ვყვა. ზო­გი­ერთს მოხ­ვდა ტყვი­ე­ბი, აფეთ­ქდნენ. მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას სა­ზე­ნი­ტო დი­ვი­ზი­ო­ნი უწევ­და, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო ჩვე­ნი გა­მოყ­ვა­ნა.

- რამ­დე­ნი დღე მო­დი­ო­დით?

- 14 დღე მოვ­დი­ო­დი. ფე­ხე­ბი მო­მე­ყი­ნა. გზად ვი­ღაც გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ფა­რა­ჯა მო­მაც­ვეს და მისი "პარ­ტი­ან­კე­ბი“ მეც­ვა. ზოგ­ჯერ ტან­კში ვი­ჯე­ქი და ისე მოვ­დი­ო­დი, ზოგ­ჯერ - ფე­ხით. სო­ფელ­ში სა­ნამ ვი­ყა­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­ვებს გვაწ­ვდი­და. მერე ალ­პუ­რი ზონა რომ და­ი­წყო, ის ნამ­დვი­ლი კა­ტორ­ღა აღ­მოჩ­ნდა. თოვა და მუ­ჭის ოდე­ნა სე­ტყვაც წა­მო­ვი­და, არა­ფე­რი დაგ­ვაკ­ლდა...

იმ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნულ­მა ვერ­ტმფრე­ნებ­მა შე­მოფ­რე­ნა და­ი­წყეს. ვიწ­რო ბი­ლი­კე­ბი იყო, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს უფსკრუ­ლე­ბი. ზე­მო­დან გვი­ახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ, საჭ­მელს გვაყ­რიდ­ნენ. ვი­ღაც იჭერ­და, ვი­ღაც - ვერა და სა­დღაც ცვი­ო­და, მაგ­რამ იმე­დი იყო, რომ ვინც და­ი­ჭერ­და, ლუკ­მას სხვა­საც გა­უ­ყოფ­და. მათ იქ ასე­თი 300 შე­მოფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, იმ ვერ­ტმფრე­ნებს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბიც გა­დაჰ­ყავ­დათ. ორი ჩვენს თვალ­წინ აფეთ­ქდა, რად­გან გა­და­წო­ნა მოხ­და. გზა­ში სვა­ნე­ბი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, - არ ჩა­მოს­ხდეთ, ღამე ია­რეთ. გა­ი­ყი­ნე­ბით და არც ერთ კუნ­ძზე არ დას­ხდეთ, ისი­ნი გა­დაჭ­რი­ლი ხე­ე­ბი კი არა, გა­ყი­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­აო...

აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი - მაიკ გოლდვო­ტე­რის ფოტო

მოკ­ლედ, გზად შე­მოგ­ვხვდა ვი­ღაც მა­მა­კა­ცი, მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი და ჩვენს ჯა­ვა­შანტრას­პორ­ტი­ორს ვინც მარ­თავ­და, მას ეხ­ვე­წე­ბო­და, - დედა გარ­და­მეც­ვა­ლა და ჩა­მაყ­ვა­ნი­ნე­თო. არა­და, ნემ­სის ჩა­საგ­დე­ბი ად­გი­ლი არ იყო. მერე მძღო­ლი ბი­ჭებს მი­უბ­რუნ­და - ერთი შან­სი მაქვს - ქამ­რე­ბი მო­იხ­სე­ნით, გა­და­ვა­ბამ და მიც­ვა­ლე­ბულს ტანკს ზე­მო­დან მი­ვა­ბა­მო. მოკ­ლედ, და­ა­ბეს. გზა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავ­ყი­რავ­დით, ძლივს გა­დავ­რჩით. ის ქამ­რე­ბი აწყდა და მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­და­ის­რო­ლა. კაცი გა­ვარ­და, ყვი­რო­და - დედა, დედა... გა­დაჰ­ყვნენ ბი­ჭე­ბი და რას ხე­და­ვენ - ქალ­მა ლა­პა­რა­კი და­ი­წყო. გა­ყი­ნუ­ლი ყო­ფი­ლა და ტან­კის მო­ტორ­თან ახ­ლოს რომ იყო მიკ­რუ­ლი, ეტყო­ბა, გალღვა. დარ­ტყმის ეფექ­ტმა კი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა. მო­ა­სუ­ლი­ე­რეს, დას­ვეს, მაგ­რამ გა­უ­ჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და. ეტყო­ბა, ფსი­ქი­კა­ზე იმოქ­მე­და...

აფხა­ზე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სახ­ლებს ტო­ვე­ბენ. მაიკ გოლდვო­ტე­რის ფოტო

ერთი ამ­ბა­ვიც მინ­და, მო­გიყ­ვეთ - 24-25 სექ­ტემ­ბე­რი იყო, ვმუ­შა­ობ­დი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი მე ვი­ყა­ვი, ქი­რურ­გე­ბი შერ­ვა­ში­ძე და მირ­ცხუ­ლა­ვა იყ­ვნენ. შე­მო­იყ­ვა­ნეს დაჭ­რი­ლი, რომ­ლის­თვი­საც ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ყვე­ლა მებ­რძოლს მე­და­ლი­ო­ნი ეკი­და, სა­დაც სის­ხლის ჯგუ­ფი ეწე­რა. პაცი­ენ­ტი მახ­სოვს, ამი­რან მურ­ჯიკ­ნე­ლი გახ­ლდათ. არა­და, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, 100 მლ ხსნა­რიც აღარ გვქონ­და, რომ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ პა­ცი­ენ­ტი და­მე­ძი­ნე­ბი­ნა. სის­ხლის მა­რა­გიც არ იყო... რა მექ­ნა, არ ვი­ცო­დი, ვწრი­ა­ლებ­დი, აქეთ-იქით ვა­წყდე­ბო­დი...

ფო­ი­ე­ში სამი ბიჭი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან და­ქან­ცუ­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ია­ტაკ­ზე დაც­ვივ­დნენ. ვი­ფიქ­რე - ამათ რო­გორ ვუ­თხრა, რა ჯგუ­ფის სის­ხლი გაქვთ-მეთ­ქი?! არ შე­იძ­ლე­ბა, ძლივს სუნ­თქავ­დნენ...

იმ დროს ერ­თმა თავი ას­წია - რა იყო, და­ი­კო, სის­ხლია სა­ჭი­რო? თან­ხმო­ბის ნიშ­ნად თავი და­ვუქ­ნიე. ბევ­რი ვერა და 100 მლ ავუ­ღე, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზი­ა­ნი რომ არ მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა. მერე ის ორიც ადგა და ცოტ-ცოტა ჩვენც აგ­ვი­ღე, უნდა ვუშ­ვე­ლო­თო. არ ვიცი ქა­რე­ლის თუ კა­ხე­თის რო­მე­ლი­ღაც ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან იყ­ვნენ. მოკ­ლედ, ამი­რან მურ­ჯიკ­ნე­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... ამას წი­ნათ ამ სა­ხე­ლის და გვა­რის კაცს, რო­მელ­საც ფეხ­ზე პრო­თე­ზი ჰქონ­და, ერთ-ერთ არხზე თვა­ლი მოვ­კა­რი, ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევ­და. ეს რომ და­ვი­ნა­ხე, უეც­რად შევ­ძა­ხე. ეს ადა­მი­ა­ნი თურ­მე თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და სამი შვი­ლი ჰა­ყავს. მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

დევ­ნი­ლე­ბი ზუგ­დი­დის ხიდ­თან - მაიკ გოლდვო­ტე­რის ფოტო

- სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბე­ბია... რა არის ომში ექი­მის­თვის მთა­ვა­რი...

- მთა­ვა­რია, ომში ექიმ­მა იპო­ვო სა­კუ­თარ თავ­ში დიდი ძალა. ბრა­ზი, სი­ძულ­ვი­ლი, სა­სო­წარ­კვე­თა გა­და­ზარ­დო და მო­მარ­თო დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად ბრძო­ლა­ში, სიყ­ვა­რულ­ში. ყვე­ლა ექი­მი ომის გმი­რია და იმე­დის სიმ­ბო­ლოა. ომში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა და სხვა კა­ნო­ნე­ბია თა­და­რი­გის ოფიც­რე­ბის­თვის, სა­მე­დი­ცი­ნო ოფიც­რე­ბის­თვის, მოქ­მე­დი ექი­მე­ბის­თვის... ერთი მინ­და ვთქვა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­მა აფხა­ზე­თის ომში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად იმუ­შა­ვა, ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით, სხვა სფე­რო­ებ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

შე­ნიშ­ვნა: სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­კო­ლაჟ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რაფ მაიკ გოლდვო­ტე­რის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვანდა ელბაქიძე
2

შესანიშნავი,გულისხმიერი და გმირი ექიმი, უდავოდ ქედს ვიხრი მის წინაშე

77777
4

rac am xalxma gadaitana im dros:((((((da saxelmcifo im dros gverdshi arv daudga :((((( sadac shevidodnen iqidanac kridnene:(((((((( ehhhhhhhh

ავტორი:

"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით

"ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა... და რას ხედავენ, ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა" - ექიმი ბელა მეტრეველი აფხაზეთის ომის სულისშემძვრელი და უცნობი ისტორიებით

ომის ქარ-ცეცხლი საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გამოვლილი. საკუთარ ტყავზე არაერთმა გამოსცადა ომის კოშმარი. იმას, რასაც ახლა მოგიყვებით, აღელვებისა და ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ. საუბარია ექიმზე, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში ბომბების ქვეშ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა...

იქ გაკეთებულ ბოლო ოპერაციაზეც, რომელიც ქირურგებმა - გია შერვაშიძემ, გურამ ტორჩინავამ და მალხაზ მირცხულავამ ჩაატარეს, ჩვენი რესპონდენტი, ანესთეზიოლოგი ბელა მეტრეველი კოლეგა თემურ ბარკალაიასთან ერთად, მათ გვერდით იდგა. ქალბატონი ბელა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებიდან დღეს ცოცხალი არც ერთი აღარ არის...

ბელა მეტრეველი სამედიცინო სამსახურის თადარიგის ოფიცერია, გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ერთ-ერთი კლინიკის დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი. მას უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ამ დღეებში სულ დეტალებში გაუცოცხლდა აფხაზეთის ომის დროს გადატანილი მძიმე დღეები...

- ის, რაც აფხაზეთის ომში მოხდა, ბოლომდე ჩვენს მეგობარ აფხაზებსაც არ ჰქონდათ დაშვებული და წარმოდგენილი. რომ შესაძლებელი იყო, ერთმანეთისთვის ავტომატი ასე მიგვეშვირა. ექიმები რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის კონვეიერთან, თითოეული ჯარისკაცის გადასარჩენად მყარად ვიდექით. მიუხედავად ეროვნებისა, ყველა დაჭრილს ვეხმარებოდით. მოჰყავდათ ქართველიც, აფხაზიც, რუსიც, სომეხიც, ბერძენიც. გვარს არავის ვეკითხებოდით და არც იმას, ფრონტის რომელ მხარეს იყო დაჭრილი...

ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით, ვიბრძოდით მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

- უკრაინაში დღეს იგივე ხდება... რუსეთი ბომბავს საავადმყოფოებს, ესვრის დაუცველ ადამიანებს...

- დეჟავიუ დამემართა... გულის ყველა თაროზე შემოდებული პატარ-პატარა ამბავი, რომელსაც ადრე ჩანაწერებადაც ვაგროვებდი, გამიახლდა. ის ჭრილობები ნელ-ნელა იხსნება და თავს მახსენებს. აფხაზეთის ომის დროს მიზანმიმართულად იბომბებოდა ჩვენი სამშობიარო სახლიც, იბომბებოდა ორივე ჰოსპიტალი, პირველიც და მეორეც. მე მეორეში ვმუშაობდი.

იყო ასეთი შემთხვევა - უმძიმესი პაციენტი მეწვა ნარკოზის ქვეშ, რომელიც საინტუბაციო მილიანად აფეთქების ხმამ მომიგლიჯა, სადღაც კუთხეში გადააგდო. მერე ფორთხვით მივედით, ვიპოვეთ, ყველაფერი თავზე ეყარა. ღმერთის წყალობით მილი მოხსნილი არ იყო. მივაგორეთ სანარკოზო აპარატი და იქვე, იატაკზევე გავაგრძელეთ მისი რეანიმირება. საოცარი სიტუაცია იყო... როგორც კონვეიერზე, ისე მოჰყავდათ დაჭრილიც და მკვდარიც.

ერთხელ პოზიციიდან უმძიმესი დაჭრილები მოიყვანეს, ერთ-ერთს დიდი სისხლის კოლტი ჰქონდა სახეზე, რადგანაც ხახაში გამჭოლი, უმძიმესი ჭრილობა მიეღო. სისხლი სდიოდა. ჯიბიდან საბუთი ამოვუღე, რომ გამეგო, ვინ იყო, ისტორიაშიც ხომ უნდა ჩამეწერა. გვარად ლომიძე აღმოჩნდა, სოხუმელი, ჩამბას ქუჩიდან.

მითხრეს, ინტუბაციას ვერ მოახერხებო. მაინც ვცადოთ-მეთქი. პირველივე მცდელობისას ჩავდგი საინტუბაციო მილი, გავაკეთეთ ტამპონი და ბიჭი გადავარჩინეთ. ქალაქში თბილისელი ექიმები იყვნენ, მეორე დღეს ჩვენთან, უმძიმესი პაციენტების სანახავად მოვიდნენ. მათ შორის იყოს ბოხუა, სისხლძარღვთა ცნობილი ქირურგი.

მომიყვანეთ ის ანესთეზიოლოგი, ვინც ლომიძეს ინტუბაცია გაუკეთაო. ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა, ავიწურე, თუმცა მაშინვე ვუთხარი - მე ვარ-მეთქი. მე ექიმს ვკითხულობო (ეტყობა, არ მქონდა ექიმის გარეგნობა) ექიმი ვარ-მეთქი. თქვენ გააკეთეთ, კოლეგა? ხელი ჩამომართვა. გილოცავთ, ეს უმაღლესი პილოტაჟია, კიდევ ბევრჯერ შევხდებით ერთმანეთსო...

იმ დროს ჩვენი ჰოსპიტლის დაბომბვა დაიწყო. გადაწყდა, ნაოპერაციები პაციენტები პირველ საავადმყოფოში გადაგვეყვანა და მხოლოდ ახალი დაჭრილები მიგვეღო. ამიტომ, ლომიძეც პირველ ჰოსპიტალში გადავიყვანეთ. შემდეგ დღეს ისევ ვმუშაობდი, მორიგე ვიყავი და გავიგეთ, რომ ბომბები პირველ საავადმყოფოს დაუშინეს. მაშინ იცით, რომ კომუნიკაცია ჭირდა, მით უფრო, ომის დროს, მაგრამ როგორღაც პირველ ჰოსპიტალში დარეკვა მოვახერხე. რა ხდება თქვენკენ-მეთქი? დავიბომბეთ და ხალხი დაიღუპაო. მაშინვე ლომიძე ვიკითხე. ლომიძე დაიღუპაო...

ჩემი სიმწრით გადარჩენილი ბიჭი იმ დაბომბვას შეეწირა. ძალიან განვიცადე... უკვე დევნილობაში აქ, თბილისში გოგა თოლორდავამ გააკეთა დევნილთა ჰოსპიტალი, სადაც 5-6 ექიმი რომელიც იქ ბოლო დღეებში ერთად ვიყავით, ისევ შევიკრიბეთ. მთელი აფხაზეთის დევნილობა ჩვენთან მოემართებოდა და ვეხმარებოდით...

სადღაც 1994 წელს, კაბინეტში ძაძებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, რომელსაც ახალგაზრდა გოგო ახლდა. მე და რეზო სულუხია ვიყავით (სოხუმის სამშობიაროს მთავარი ექიმი). ქალბატონი დაჯდა და ვხედავ, რომ გაუბედურებული დედაა, გულზე სამი გარდაცვლილი ბიჭის სურათი უკიდია. რა გვარი ბრძანდებით-მეთქი? - ვკითხე. ლომიძეო... მე ვიყავი თქვენი შვილის ექიმი-მეთქი.

ატირდა და მითხრა, - ვიცი, ეს ისტორია, ჩემმა შვილებმა მიამბესო. თურმე მაშინ ძმები ახლდა მას და ისინი პატრონობდნენ. როგორ ვიფიქრებდი, რომ ასე შეგხვდებოდითო...

- ორი დღის წინ ტელევიზიით გიყურეთ, 18 წლის თომაზე ჰყვებოდით...

- ერთ დღეს 18 წლის თბილისელი ბიჭი, თომა შემოიყვანეს. არტერია ჰქონდა დაზიანებული. ქირურგი გია შერვაშიძე იყო, მალხაზ მირცხულავა ეხმარებოდა და მე და თემურ ბარკალაია რეანიმაცია-ანესთეზიოლოგები ვიყავით. ქალაქში რადგან სიჩუმე იყო, დაბომბვა არ იყო მოსალოდნელი, ამიტომ, 6-საათიანი ოპერაცია დავიწყეთ. მისთვის ფეხის შენარჩუნება გვინდოდა. ოპერაცია მთავრდებოდა და სასწრაფოდ ევაკუაცია გამოცხადდა. ერთმანეთს გადავხედეთ, - რომელი მივატოვებდით? გავაგრძელეთ. ერთადერთი გია შერვაშიძემ ექთნებს უბრძანა - ევაკუაცია სასწრაფოდ დაიწყეთ, ჩასხედით მანქანებში, დავასრულებთ და ჩვენც ჩამოვალთო...

ოპერაცია საათი და 20 წუთი კიდევ მიდიოდა. რომ დამთავრდა, მე და თემურ ბარკალაიამ სანარკოზო აპარატიანად და დიდი ჟანგბადის ბალონით გავაგორეთ თომა და ქვემოთ ჩავედით. აგუძერის პატარა ნავსადგურზე, ზღვაში დიდი ბეტონის ფილები იყო შეჭრილი, სადაც ხალხი უკრაინის გემს ელოდებოდა, რომელსაც მოსახლეობა უნდა გადმოეყვანა. მოკლედ, თომაც იქ დავაწვინეთ. ველოდებოდით გემს. გემი ნაპირს ვერ მოადგა, აფხაზებმა არ მოუშვეს, ესროდნენ. გაბრუნდა, და მოშორებით დადგა...

ღამდებოდა, აგრილდა სანაპიროზე, "ბასანოშკებით," ხალათებით ვიყავით. დაჭრილები წუხდნენ, სტკიოდათ, შიოდათ... იმ დროს ჩემმა მეუღლემ, რომელიც საზენიტო დივიზიონში მსახურობდა, მიპოვა. რომ შეხედა, გადასახვევი მასალა აღარ გვქონდა და არც საჭმელი, წამოდი, აქვე, შტაბია, საკვებს და გადასახვევ მასალას გამოგატანო. საზენიტო დივიზიონი აგუძერაში იდგა. გავყევი, დაჭრილებთან ჩვენი ექიმები დარჩნენ. შტაბში ყველაფერი ჩანთაში ჩამიწყვეს და წამოვიღე.

გზაში ალყაში აღმოვჩნდი, მაგრამ ბედად გადავრჩი, ვერ დამინახეს და ისევ შტაბს მივადექი. იმ პერიოდში უკვე შემოსულები იყვნენ და აგუძერა დაკავებული ჰქონდათ. იმ გემის კაპიტანმა საოცრება ჩაიდინა, სიცოცხლის ფასად გარისკა და ნავსადგურზე შემოვიდა, ხალხი აიყვანა და წაიყვანა, მაგრამ იქ ვერ მოვხვდი. მათ თომაც წაიყვანეს...

მთელი გზა ნორმალურად იყო. მერე თემური მიყვებოდა, ჟანგბადი დამთავრდა. ფოთმაც ვერ მიიღო გემი, რადგანაც იქაც ბევრი ხალხი მიაწყდა. აფხაზეთიდან წასულ ნაკადებს ვერ აუდიოდნენ. წამალიც გამოლეული იყო და იძულებული ვიყავი, გამეღვიძებინაო. კარგად იყო, მაგრამ გემი რეიდზე გააჩერეს, შევყოვნდით და მაშინ დაიღუპაო... ეს ამბავი ცოტა ხნის წინ იმ გადაცემაში რომ მოვყევი, მის ოჯახს მოუსმენია. თომას დედა დამიკავშირდა. ვიცოდით, რომ გემით ჩამოასვენეს, მაგრამ არ ვიცოდი, რომელ დღეს გადამეხადა 40, დაღუპვის თარიღი ვერ დავადგინეთო...

სწორედ გუშინ (ინტერვიუ ჩაწერილია 27 მარტს - ავტ.) ვუთხარი, რომ თომა გემმა 27-ში გამოიყვანა და 28-ში გამთენიისას დაიღუპა-მეთქი... დედასთან ემოციური საუბარი მქონდა...

ბრიტანელი ფოტოგრაფისნ მაიკ გოლდვოტერის ფოტო

- საბოლოოდ როგორ დატოვეთ აფხაზეთი?

- როგორღაც შემსვეს ჯავშანტრანსპორტიორში, სადაც ბავშვები, ქალები იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ტოვებდა სოხუმს. მივადექით მდინარე კოდორს, მაგრამ ავტომატებით წინ გადაგვიდგნენ, - დანაღმულია, ვერ გადახვალთო. ჩვენს ჯავშანტრანსპორტიორს ქალაქიდან მოსახლეობის გრძელი კოლონა მოჰყვებოდა. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ მერხეულის ასახვევში ავსულიყავით, რომ თავი შეგვეფარებინა. ჭუბერის გზაზე გავლას ვინ ფიქრობდა. რომ მოვბრუნდით, მტერმა დაგვინახა და იფიქრეს, შეტევაზე მივდიოდით. ბომბები დაგვიშინეს.

ვუყურებდით აქეთ-იქით როგორ ფეთქდებოდა სახლები... ავასწარით მერხეულის ასასვლელში. კოლონა გამოგვყვა. ზოგიერთს მოხვდა ტყვიები, აფეთქდნენ. მათ წინააღმდეგობას საზენიტო დივიზიონი უწევდა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღო ჩვენი გამოყვანა.

- რამდენი დღე მოდიოდით?

- 14 დღე მოვდიოდი. ფეხები მომეყინა. გზად ვიღაც გარდაცვლილი ბიჭის ფარაჯა მომაცვეს და მისი "პარტიანკები“ მეცვა. ზოგჯერ ტანკში ვიჯექი და ისე მოვდიოდი, ზოგჯერ - ფეხით. სოფელში სანამ ვიყავით, მოსახლეობა საკვებს გვაწვდიდა. მერე ალპური ზონა რომ დაიწყო, ის ნამდვილი კატორღა აღმოჩნდა. თოვა და მუჭის ოდენა სეტყვაც წამოვიდა, არაფერი დაგვაკლდა...

იმ პერიოდში უკრაინულმა ვერტმფრენებმა შემოფრენა დაიწყეს. ვიწრო ბილიკები იყო, მარჯვენა მხარეს უფსკრულები. ზემოდან გვიახლოვდებოდნენ, საჭმელს გვაყრიდნენ. ვიღაც იჭერდა, ვიღაც - ვერა და სადღაც ცვიოდა, მაგრამ იმედი იყო, რომ ვინც დაიჭერდა, ლუკმას სხვასაც გაუყოფდა. მათ იქ ასეთი 300 შემოფრენა განახორციელეს. სადაც შესაძლებელი იყო, იმ ვერტმფრენებს მცირეწლოვანი ბავშვებიც გადაჰყავდათ. ორი ჩვენს თვალწინ აფეთქდა, რადგან გადაწონა მოხდა. გზაში სვანები გვაფრთხილებდნენ, - არ ჩამოსხდეთ, ღამე იარეთ. გაიყინებით და არც ერთ კუნძზე არ დასხდეთ, ისინი გადაჭრილი ხეები კი არა, გაყინული ადამიანებიაო...

აფხაზეთიდან დევნილები - მაიკ გოლდვოტერის ფოტო

მოკლედ, გზად შემოგვხვდა ვიღაც მამაკაცი, მუხლებზე დამხობილი და ჩვენს ჯავაშანტრასპორტიორს ვინც მართავდა, მას ეხვეწებოდა, - დედა გარდამეცვალა და ჩამაყვანინეთო. არადა, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო. მერე მძღოლი ბიჭებს მიუბრუნდა - ერთი შანსი მაქვს - ქამრები მოიხსენით, გადავაბამ და მიცვალებულს ტანკს ზემოდან მივაბამო. მოკლედ, დააბეს. გზაში მოულოდნელად ავყირავდით, ძლივს გადავრჩით. ის ქამრები აწყდა და მიცვალებული გადაისროლა. კაცი გავარდა, ყვიროდა - დედა, დედა... გადაჰყვნენ ბიჭები და რას ხედავენ - ქალმა ლაპარაკი დაიწყო. გაყინული ყოფილა და ტანკის მოტორთან ახლოს რომ იყო მიკრული, ეტყობა, გალღვა. დარტყმის ეფექტმა კი სასწაული მოახდინა. მოასულიერეს, დასვეს, მაგრამ გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ეტყობა, ფსიქიკაზე იმოქმედა...

აფხაზეთის მაცხოვრებლები სახლებს ტოვებენ. მაიკ გოლდვოტერის ფოტო

ერთი ამბავიც მინდა, მოგიყვეთ - 24-25 სექტემბერი იყო, ვმუშაობდი, ანესთეზიოლოგი მე ვიყავი, ქირურგები შერვაშიძე და მირცხულავა იყვნენ. შემოიყვანეს დაჭრილი, რომლისთვისაც ფეხის ამპუტაცია იყო ჩასატარებელი. ყველა მებრძოლს მედალიონი ეკიდა, სადაც სისხლის ჯგუფი ეწერა. პაციენტი მახსოვს, ამირან მურჯიკნელი გახლდათ. არადა, უმძიმესი მდგომარეობა იყო, 100 მლ ხსნარიც აღარ გვქონდა, რომ საოპერაციოდ პაციენტი დამეძინებინა. სისხლის მარაგიც არ იყო... რა მექნა, არ ვიცოდი, ვწრიალებდი, აქეთ-იქით ვაწყდებოდი...

ფოიეში სამი ბიჭი პოზიციებიდან დაქანცულები შემოვიდნენ და იატაკზე დაცვივდნენ. ვიფიქრე - ამათ როგორ ვუთხრა, რა ჯგუფის სისხლი გაქვთ-მეთქი?! არ შეიძლება, ძლივს სუნთქავდნენ...

იმ დროს ერთმა თავი ასწია - რა იყო, დაიკო, სისხლია საჭირო? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ბევრი ვერა და 100 მლ ავუღე, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანი რომ არ მიმეყენებინა. მერე ის ორიც ადგა და ცოტ-ცოტა ჩვენც აგვიღე, უნდა ვუშველოთო. არ ვიცი ქარელის თუ კახეთის რომელიღაც ბატალიონიდან იყვნენ. მოკლედ, ამირან მურჯიკნელი გადავარჩინეთ... ამას წინათ ამ სახელის და გვარის კაცს, რომელსაც ფეხზე პროთეზი ჰქონდა, ერთ-ერთ არხზე თვალი მოვკარი, ინტერვიუს აძლევდა. ეს რომ დავინახე, უეცრად შევძახე. ეს ადამიანი თურმე თბილისში ცხოვრობს და სამი შვილი ჰაყავს. მასთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.

დევნილები ზუგდიდის ხიდთან - მაიკ გოლდვოტერის ფოტო

- სულისშემძვრელი ამბებია... რა არის ომში ექიმისთვის მთავარი...

- მთავარია, ომში ექიმმა იპოვო საკუთარ თავში დიდი ძალა. ბრაზი, სიძულვილი, სასოწარკვეთა გადაზარდო და მომართო დაჭრილი ადამიანის გადასარჩენად ბრძოლაში, სიყვარულში. ყველა ექიმი ომის გმირია და იმედის სიმბოლოა. ომში განსაკუთრებული მოთხოვნა და სხვა კანონებია თადარიგის ოფიცრებისთვის, სამედიცინო ოფიცრებისთვის, მოქმედი ექიმებისთვის... ერთი მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო სამსახურმა აფხაზეთის ომში ორგანიზებულად იმუშავა, ნაკლები დანაკარგებით, სხვა სფეროებზე ვერაფერს ვიტყვი...

შენიშვნა: სტატიის მთავარ ფოტოკოლაჟზე გამოყენებულია ფოტოგრაფ მაიკ გოლდვოტერის ფოტოები