პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო" - მარიუპოლის მცხოვრების სულისშემძვრელი ბლოგი
"სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო" - მარიუპოლის მცხოვრების სულისშემძვრელი ბლოგი

უკ­რა­ი­ნულ საიტ pravda.com.ua-ზე ქვეყ­ნდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლის ნა­დია სუ­ხო­რუ­კო­ვას ბლო­გი, რო­მელ­შიც იმ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბას აღ­წერს, რაც ახლა მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­შია. ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც ხალ­ხი უკვე კვი­რე­ბია სარ­დაფ­ში ცხოვ­რობს, ქა­ლა­ქი, სა­დაც ოკუ­პან­ტებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლიც კი და­ბომ­ბეს...

ნა­დია სუ­ხო­რო­კო­ვა:

"გა­რეთ გავ­დი­ვარ და­ბომბვებს შო­რის პე­რი­ოდ­ში. ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა მჭირ­დე­ბა. ის გა­მუდ­მე­ბით ტი­რის, კან­კა­ლებს და ჩემს ფე­ხებს უკან იმა­ლე­ბა. სულ მინ­და ვი­ძი­ნო. ჩემი ეზო, რო­მე­ლიც გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბით, მშვი­დი და მკვდა­რია. ირ­გვლივ მი­მო­ხედ­ვის აღარ მე­ში­ნია.

მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მე­ხუ­თე სახ­ლის შე­სას­ვლე­ლი იწ­ვის. ცე­ცხლმა გა­დაყ­ლა­პა ხუთი სარ­თუ­ლი და ნელ-ნელა ღე­ჭავს მე­ექ­ვსეს.

შავი და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი ფან­ჯრე­ბი დგას მი­ნის გა­რე­შე. ფრი­ა­ლებს ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ფარ­დე­ბი. მშვი­დად და გან­წი­რუ­ლი ვუ­ყუ­რებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მალე მოვ­კვდე­ბი. დღე­ე­ბის საქ­მეა.

ამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა მუდ­მი­ვად ელო­დე­ბა სიკ­ვდილს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს ასე არ ხდე­ბო­დეს.

სამი დღის წინ ჩემი უფ­რო­სი ძმის­შვი­ლის მე­გო­ბა­რი მო­ვი­და ჩვენ­თან და გვი­თხრა, რომ სა­ხან­ძროს და­არ­ტყეს და მაშ­ვე­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ერთ ქალს ბომბმა ხელი, ფეხი და თავი მოჰ­კვე­თა. ვოც­ნე­ბობ, რომ ჩემი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ად­გილ­ზე დარ­ჩეს, თუნ­დაც სა­ჰა­ე­რო და­ბომბვის შემ­დეგ.

არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს ცხედ­რებს მა­ინც არ დაკ­რძა­ლა­ვენ. ასე გვი­პა­სუ­ხა პო­ლი­ცი­ამ, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­ვა­ჩე­რეთ, ვკი­თხეთ, რა გვექ­ნა ჩვე­ნი მე­გობ­რის გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის­თვის, გვირ­ჩია, რომ აი­ვან­ზე გაგ­ვე­ტა­ნა...

ნე­ტავ რამ­დენ აი­ვან­ზეა ცხე­და­რი?

ჩვე­ნი სახ­ლი მი­რას გამ­ზირ­ზე ერ­თა­დერ­თია პირ­და­პი­რი დარ­ტყმე­ბის გა­რე­შე. მას ორ­ჯერ მოხ­ვდა ჭურ­ვი, ზო­გი­ერთ ბი­ნა­ში ფან­ჯრი­დან შე­მო­ვარ­და. მაგ­რამ თით­ქმის არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა... სხვა სახ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, იღ­ბლი­ა­ნი ჩანს.

მთე­ლი ეზო და­ფა­რუ­ლია ფერ­ფლის, მი­ნის, პლასტმა­სის და ლი­თო­ნის ნა­ტე­ხე­ბის რამ­დე­ნი­მე ფე­ნით.

ვცდი­ლობ არ შევ­ხე­დო იმ რკი­ნის სა­ში­ნე­ლე­ბას, რო­მე­ლიც მო­ე­დან­ზე გდია... ვფიქ­რობ, რომ ეს არის რა­კე­ტა, ან შე­საძ­ლოა ნაღ­მი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მა­ღი­ზი­ა­ნებს. მე­სა­მე სარ­თუ­ლის ფან­ჯა­რა­ში ვი­ღა­ცის სა­ხეს ვხე­დავ და ვკან­კა­ლებ. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ში­ნია თურ­მე.

ჩემი ძაღ­ლი ყე­ფას იწყებს და მეს­მის, რომ ახლა ისევ ის­ვრი­ან.

დღი­სით ქუ­ჩა­ში ვდგა­ვარ, სა­საფ­ლა­ოს ირ­გვლივ კი სი­ჩუ­მეა. არც მან­ქა­ნე­ბია, არც ხმე­ბი, არც ბავ­შვე­ბი, არც ბე­ბი­ე­ბი სკა­მებ­ზე. ქა­რიც კი მოკ­ვდა. აქ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია. არ მინ­და, მათი და­ნახ­ვა. მე­ში­ნია, ნაც­ნობს ვნა­ხავ.

ჩემს ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა ახლა სარ­და­ფებ­ში მი­დის. ვცდი­ლობ ვი­ტი­რო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია. ვწუხ­ვარ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს, მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს.

სარ­დაფ­ში ვბრუნ­დე­ბი... უკვე ორი კვი­რა გა­ვი­და და აღარ მჯე­რა, რომ ოდეს­ღაც სხვა ცხოვ­რე­ბა იყო.

მა­რი­უ­პოლ­ში ხალ­ხი აგ­რძე­ლებს სარ­და­ფებ­ში ყოფ­ნას. დღი­თი დღე მათ­თვის უფრო რთუ­ლი ხდე­ბა გა­დარ­ჩე­ნა. წყა­ლი, საკ­ვე­ბი, სი­ნათ­ლე არ აქვთ, მუდ­მი­ვი და­ბომბვის გამო გა­რეთ გას­ვლაც კი არ შე­უძ­ლი­ათ.

მა­რი­უ­პო­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა უნდა იცხოვ­რონ. და­ეხ­მა­რეთ მათ. უთხა­რი ამის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს... ყვე­ლამ იცო­დეს, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ხოც­ვა გრძელ­დე­ბა..." წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
1

უფალმა დაიფაროს ეს ქალაქი!((

КАМАРЕЛЛИ
4

...ღმერთო შენ უშველე და გადაარჩინე ეს ადამიანები!

ავტორი:

"სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო" - მარიუპოლის მცხოვრების სულისშემძვრელი ბლოგი

"სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო" - მარიუპოლის მცხოვრების სულისშემძვრელი ბლოგი

უკრაინულ საიტ pravda.com.ua-ზე ქვეყნდება ადგილობრივი მაცხოვრებლის ნადია სუხორუკოვას ბლოგი, რომელშიც იმ უმძიმეს ვითარებას აღწერს, რაც ახლა მის მშობლიურ ქალაქ მარიუპოლშია. ეს არის ქალაქი, სადაც ხალხი უკვე კვირებია სარდაფში ცხოვრობს, ქალაქი, სადაც ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ სამშობიარო სახლიც კი დაბომბეს...

ნადია სუხოროკოვა:

"გარეთ გავდივარ დაბომბვებს შორის პერიოდში. ძაღლის გასეირნება მჭირდება. ის გამუდმებით ტირის, კანკალებს და ჩემს ფეხებს უკან იმალება. სულ მინდა ვიძინო. ჩემი ეზო, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსართულიანი კორპუსებით, მშვიდი და მკვდარია. ირგვლივ მიმოხედვის აღარ მეშინია.

მოპირდაპირე მხარეს მეხუთე სახლის შესასვლელი იწვის. ცეცხლმა გადაყლაპა ხუთი სართული და ნელ-ნელა ღეჭავს მეექვსეს.

შავი დანახშირებული ფანჯრები დგას მინის გარეშე. ფრიალებს ცეცხლწაკიდებული ფარდები. მშვიდად და განწირული ვუყურებ. დარწმუნებული ვარ მალე მოვკვდები. დღეების საქმეა.

ამ ქალაქში ყველა მუდმივად ელოდება სიკვდილს. ვისურვებდი, რომ ეს ასე არ ხდებოდეს.

სამი დღის წინ ჩემი უფროსი ძმისშვილის მეგობარი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სახანძროს დაარტყეს და მაშველები დაიღუპნენ. ერთ ქალს ბომბმა ხელი, ფეხი და თავი მოჰკვეთა. ვოცნებობ, რომ ჩემი სხეულის ნაწილები ადგილზე დარჩეს, თუნდაც საჰაერო დაბომბვის შემდეგ.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, მეორე მხრივ, საომარი მოქმედებების დროს ცხედრებს მაინც არ დაკრძალავენ. ასე გვიპასუხა პოლიციამ, როდესაც ქუჩაში გავაჩერეთ, ვკითხეთ, რა გვექნა ჩვენი მეგობრის გარდაცვლილი ბებიისთვის, გვირჩია, რომ აივანზე გაგვეტანა...

ნეტავ რამდენ აივანზეა ცხედარი?

ჩვენი სახლი მირას გამზირზე ერთადერთია პირდაპირი დარტყმების გარეშე. მას ორჯერ მოხვდა ჭურვი, ზოგიერთ ბინაში ფანჯრიდან შემოვარდა. მაგრამ თითქმის არავინ დაშავებულა... სხვა სახლებთან შედარებით, იღბლიანი ჩანს.

მთელი ეზო დაფარულია ფერფლის, მინის, პლასტმასის და ლითონის ნატეხების რამდენიმე ფენით.

ვცდილობ არ შევხედო იმ რკინის საშინელებას, რომელიც მოედანზე გდია... ვფიქრობ, რომ ეს არის რაკეტა, ან შესაძლოა ნაღმი. არ მაინტერესებს, მაღიზიანებს. მესამე სართულის ფანჯარაში ვიღაცის სახეს ვხედავ და ვკანკალებ. ცოცხალი ადამიანების მეშინია თურმე.

ჩემი ძაღლი ყეფას იწყებს და მესმის, რომ ახლა ისევ ისვრიან.

დღისით ქუჩაში ვდგავარ, სასაფლაოს ირგვლივ კი სიჩუმეა. არც მანქანებია, არც ხმები, არც ბავშვები, არც ბებიები სკამებზე. ქარიც კი მოკვდა. აქ კიდევ რამდენიმე ადამიანია. არ მინდა, მათი დანახვა. მეშინია, ნაცნობს ვნახავ.

ჩემს ქალაქში ცხოვრება ახლა სარდაფებში მიდის. ვცდილობ ვიტირო, მაგრამ არ შემიძლია. ვწუხვარ ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს, მეზობლებს, მეგობრებს.

სარდაფში ვბრუნდები... უკვე ორი კვირა გავიდა და აღარ მჯერა, რომ ოდესღაც სხვა ცხოვრება იყო.

მარიუპოლში ხალხი აგრძელებს სარდაფებში ყოფნას. დღითი დღე მათთვის უფრო რთული ხდება გადარჩენა. წყალი, საკვები, სინათლე არ აქვთ, მუდმივი დაბომბვის გამო გარეთ გასვლაც კი არ შეუძლიათ.

მარიუპოლის მცხოვრებლებმა უნდა იცხოვრონ. დაეხმარეთ მათ. უთხარი ამის შესახებ მსოფლიოს... ყველამ იცოდეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა გრძელდება..." წყარო

იხილეთ ასევე: