მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტობა მემკვიდრეობით - ვის "მოუგრეხს კისერს“ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა?
პრეზიდენტობა მემკვიდრეობით - ვის "მოუგრეხს კისერს“ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა?

თურ­ქმე­ნეთს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს. ქვეყ­ნის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი­დან მის შვილ­ზე, სერ­დარ­ზე გა­და­ვი­და. მარ­თა­ლია, საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩვე­ნე­ბი ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მას ფორ­მა­ლუ­რი სახე ჰქონ­და.

თურ­ქმე­ნე­თის უკვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დოვ­მა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ა­ა­ნონ­სა, რომ გა­დად­გო­მას აპი­რებ­და და გეგ­მავ­და, "გზა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­ეთ­მო."

არ­ჩევ­ნე­ბი 12 მარტს გა­ი­მარ­თა და 40 წლის სერ­დარ­მა არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 73% "მი­ი­ღო."

ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც მამა უკვე დიდი ხა­ნია მემ­კვიდ­რედ ამ­ზა­დებ­და, ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად საკ­მა­რი­სია მის კა­რი­ე­რას გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი:

2014 წლამ­დე სერ­და­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც თურ­ქმე­ნე­თის უზარ­მა­ზა­რი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. პო­ლი­ტი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2016 წელს გა­მოჩ­ნდა, როცა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და. 2018 წლი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, 1 წლის შემ­დეგ კი, მშობ­ლი­უ­რი პრო­ვინ­ცი­ის - აჰა­ლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­და (პრო­ვინ­ცი­ა­ში რე­ჟი­მი 1,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ახა­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს). გა­სულ წელს, ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­აც და­ი­კა­ვა. სერ­და­რი ასე­ვე მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რის პოსტზე და 2021 წელს, უმაღ­ლე­სი კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეც გახ­და.

სერ­და­რი გა­სულ სექ­ტემ­ბერს გახ­და 40 წლის, რაც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და­საშ­ვე­ბი ასა­კია.

მა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სერ­და­რი "მშვიდ" ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენს და მის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან ცო­ტაა ცნო­ბი­ლი. ის თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს სა­ჯა­როდ და სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სა­საც, სულ წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ტექსტს კი­თხუ­ლობს.

ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სერ­დარს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც უხეშ და ცუდი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ადა­მი­ანს. ვე­ნა­ში და­ფუძ­ნე­ბულ Chronicles of Turkmenistan-ს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, "მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა ქვე­შევ­რდო­მებ­თან სა­უბ­რი­სას იყო - "კი­სერს მო­გიგ­რეხ".

ისი­ნი წე­რენ, რომ "ის უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და სა­ძა­გე­ლია, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს", მისი ამ­გვა­რი ხა­სი­ა­თი კი ბევ­რს აშ­ფო­თებს, რად­გან უფ­რო­სი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვის­გან უთ­ვა­ლავ "კო­მი­კურ ტრი­უ­კებს" არი­ან ნაჩ­ვე­ვი და ფიქ­რო­ბენ, რომ უმ­ცრო­სი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვის მარ­თვის სტი­ლი შე­საძ­ლოა, უფრო ბრუ­ტა­ლუ­რი იყოს.

გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვი

მა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც ხში­რად ჩნდე­ბა ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, სერ­და­რი არა­ნა­ირ ინ­ტე­რესს არ ამ­ჟღავ­ნებს მათ მი­მართ და მე­ტიც, შე­საძ­ლოა, ეში­ნო­დეს კი­დეც მათი ტა­რე­ბის: როცა მამა-შვი­ლი ბერ­დი­მუ­ჰა­მე­დო­ვე­ბი ივ­ნის­ში სა­ცხე­ნოს­ნო კომ­პლექსს ეწ­ვივ­ნენ, სერ­და­რი უნა­გირ­ზე უხერ­ხუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და მის ცხენს, ლა­გა­მით, მა­მა­მი­სი უძღვე­ბო­და.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის თურ­ქმე­ნუ­ლი და რუ­სუ­ლის გარ­და, ინ­გლი­სუ­რა­დაც კარ­გად სა­უბ­რობს, თუმ­ცა 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გლაზ­გო­ში გა­მარ­თუ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, და­წე­რი­ლი სი­ტყვის წა­კი­თხვი­სას, სუ­ლაც არ ჩან­და, რომ თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და რო­მე­ლი­მე უცხო ენას.

გურ­ბან­გუ­ლი, სერ­და­რი და მისი ოჯა­ხი

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქმე­ნე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბას, მას მე­უღ­ლე და 4 შვი­ლი ჰყავს.

წყა­რო: eurasianet.org

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lasha
13

ქართველებსაც გვყვავს, "ერის მამა"- ხიხობაში ჭორვილსკი!!!

ნიო ბიო
28

ბედნიერია ყველა ერი რომელსაც ასეთი ხალხის ერთგული ლიდერი ყავს. ხალხი უნდა გამოვიდეთ და მოვითხოვოთ რო ჩვენთანაც ასეთი მემკვიდრეობითი ხელისუფალი იყოს. უკვე გვაჟრიალებს სიამოვნებისგან, წარმოვიდგინოთ რო ჩვენი შემდეგი მმართველი ბატონი კახის, ირაკლის, მეორე ირაკლის, ქალბატონი თიას ან ბატონი ბიძინას შვილი იქნება. 

ავტორი:

პრეზიდენტობა მემკვიდრეობით - ვის "მოუგრეხს კისერს“ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა?

პრეზიდენტობა მემკვიდრეობით - ვის "მოუგრეხს კისერს“ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა?

თურქმენეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის მართვის სადავეები გურბანგული ბერდიმუჰამედოვიდან მის შვილზე, სერდარზე გადავიდა. მართალია, საპრეზიდენტო არჩვენები ჩატარდა, თუმცა მას ფორმალური სახე ჰქონდა.

თურქმენეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, რომ გადადგომას აპირებდა და გეგმავდა, "გზა ახალგაზრდებისთვის დაეთმო."

არჩევნები 12 მარტს გაიმართა და 40 წლის სერდარმა არჩევნებში ხმების 73% "მიიღო."

ეს მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა, რადგანაც მამა უკვე დიდი ხანია მემკვიდრედ ამზადებდა, ამის დასადასტურებლად საკმარისია მის კარიერას გადავავლოთ თვალი:

2014 წლამდე სერდარი სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობდა, რომელიც თურქმენეთის უზარმაზარი ენერგორესურსების მართვაზეა პასუხისმგებელი. პოლიტიკაში ოფიციალურად 2016 წელს გამოჩნდა, როცა პარლამენტის წევრი გახდა. 2018 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 1 წლის შემდეგ კი, მშობლიური პროვინციის - აჰალის გუბერნატორი გახდა (პროვინციაში რეჟიმი 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ქალაქის მშენებლობას გეგმავს). გასულ წელს, ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოზიციაც დაიკავა. სერდარი ასევე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წევრის პოსტზე და 2021 წელს, უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარეც გახდა.

სერდარი გასულ სექტემბერს გახდა 40 წლის, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია.

მამისგან განსხვავებით, სერდარი "მშვიდ" ფიგურას წარმოადგენს და მის შესახებ, ძალიან ცოტაა ცნობილი. ის თითქმის არასდროს საუბრობს საჯაროდ და სიტყვით გამოსვლისასაც, სულ წინასწარ მომზადებულ ტექსტს კითხულობს.

ქვეყნიდან გაძევებული მოქალაქეები სერდარს მოიხსენიებენ როგორც უხეშ და ცუდი ხასიათის მქონე ადამიანს. ვენაში დაფუძნებულ Chronicles of Turkmenistan-ს თუ დავუჯერებთ, "მისი საყვარელი ფრაზა ქვეშევრდომებთან საუბრისას იყო - "კისერს მოგიგრეხ".

ისინი წერენ, რომ "ის უფრო თავდაჯერებული და საძაგელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", მისი ამგვარი ხასიათი კი ბევრს აშფოთებს, რადგან უფროსი ბერდიმუჰამედოვისგან უთვალავ "კომიკურ ტრიუკებს" არიან ნაჩვევი და ფიქრობენ, რომ უმცროსი ბერდიმუჰამედოვის მართვის სტილი შესაძლოა, უფრო ბრუტალური იყოს.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

მამისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად ჩნდება ცხენზე ამხედრებული, სერდარი არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს მათ მიმართ და მეტიც, შესაძლოა, ეშინოდეს კიდეც მათი ტარების: როცა მამა-შვილი ბერდიმუჰამედოვები ივნისში საცხენოსნო კომპლექსს ეწვივნენ, სერდარი უნაგირზე უხერხულად გამოიყურებოდა და მის ცხენს, ლაგამით, მამამისი უძღვებოდა.

როგორც ამბობენ, ის თურქმენული და რუსულის გარდა, ინგლისურადაც კარგად საუბრობს, თუმცა 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გამართული კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, დაწერილი სიტყვის წაკითხვისას, სულაც არ ჩანდა, რომ თავისუფლად ფლობდა რომელიმე უცხო ენას.

გურბანგული, სერდარი და მისი ოჯახი

რაც შეეხება თურქმენეთის მომავალი პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, მას მეუღლე და 4 შვილი ჰყავს.

წყარო: eurasianet.org

მოამზადა ანა სიბოშვილმა