პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას
უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას

უკ­რა­ი­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ რუსი მომ­ღერ­ლის, ნი­კო­ლაი ბას­კო­ვის და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო. უკ­რა­ი­ნუ­ლი მედია აღ­ნიშ­ნულს უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტზე დაყ­რდნო­ბით წერს.

  • რო­გორც პრო­კუ­რო­რი წერს, ბას­კოვს ბრა­ლად ედე­ბა "ომის პრო­პა­გან­და და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გა­მარ­თლე­ბა."

"უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო, გა­მო­ძი­ე­ბის და პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვე­ნი და­კა­ვე­ბის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა“, - წერს ვე­ნე­დიქ­ტო­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ ბას­კოვს იმ ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ა­კა­ვე­ბენ, რომ­ლის სა­ზღვრებ­საც გა­დაკ­ვეთს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბამ­დე, ბას­კოვ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის მხარს უჭერ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რის შეჭ­რის შე­სა­ხებ.

  • ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვას გან­ცხა­დე­ბას ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ომის კად­რე­ბი და ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლო ჩანს, ბას­კო­ვი წერს:

"მე­დი­ა­ში წა­ვი­კი­თხე, რომ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ეჭ­ვმი­ტა­ნილს მე­ძა­ხის. მინ­და, რომ ამ ბრალ­დე­ბას ვუ­პა­სუ­ხო. ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა, იმე­დია მალე გნა­ხავ. მაგ­რამ არა გა­მო­ძი­ე­ბი­სას და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, არა­მედ ტრი­ბუ­ნალ­ზე სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო და თქვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის გამო. და, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე ფა­შიზ­მის მხარ­და­ჭე­რის გამო. აბა, გი­ლო­ცავთ დღე­სას­წა­ულს. არა მხო­ლოდ 8 მარტს, არა­მედ 18 მარტს! ვინც იცის, მან იცის! და აღ­ნიშ­ნავს #ჩვენ არ ვტო­ვებთ სა­კუ­თარს ქვე­ყა­ნას..." - წერს ბას­კო­ვი.

ცნო­ბის­თვის, ბას­კო­ვამ­დე უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი მუ­სი­კოს ოლეგ გაზ­მა­ნოვ­სა და რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვს. მათ კი­ე­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის ხელ­შე­წყო­ბა­ში სდებს ბრალს.

გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭერ ჟურ­ნა­ლისტს, თინა კან­დე­ლაკს, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხელს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
20

უკრაინავ დამნაშავე საკუთარ თავში და ხელისუფლებაში ეძებე...სხვას ნუ ადანაშაულებ გაბოროტებულებო

გიორგი
6

ქალბატონების ლანძღვა განა რა კაცობაა? დაანებეთ თავი ქალბატონ ნიკოლოზ ბასკოვზე აუგად ლაპარაკსა და მის ლანძღვას!

ავტორი:

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა: რას წერს უკრაინის გენერალური პროკურორი და  როგორ პასუხობს მომღერალი ბრალდებას

უკრაინულმა სასამართლომ რუსი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა და პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურა დაიწყო. უკრაინული მედია აღნიშნულს უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს.

  • როგორც პროკურორი წერს, ბასკოვს ბრალად ედება "ომის პროპაგანდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება."

"უკრაინის სასამართლო, გამოძიების და პროკურატურის პოზიციის შესწავლის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ შესაძლებელია თქვენი დაკავების მოთხოვნის დაკმაყოფილება“, - წერს ვენედიქტოვა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

პროკურორი აცხადებს, რომ ბასკოვს იმ ქვეყნის სამართალდამცავები დააკავებენ, რომლის საზღვრებსაც გადაკვეთს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პროკურორის განცხადებამდე, ბასკოვმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის შესახებ.

  • ირინა ვენედიქტოვას განცხადებას ნიკოლაი ბასკოვი გამოეხმაურა. მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ომის კადრები და ნაცისტური სიმბოლო ჩანს, ბასკოვი წერს:

"მედიაში წავიკითხე, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი ეჭვმიტანილს მეძახის. მინდა, რომ ამ ბრალდებას ვუპასუხო. ირინა ვენედიქტოვა, იმედია მალე გნახავ. მაგრამ არა გამოძიებისას და სასამართლო პროცესზე, არამედ ტრიბუნალზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო და თქვენს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის ექსპერიმენტების მხარდაჭერის გამო. და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე ფაშიზმის მხარდაჭერის გამო. აბა, გილოცავთ დღესასწაულს. არა მხოლოდ 8 მარტს, არამედ 18 მარტს! ვინც იცის, მან იცის! და აღნიშნავს #ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს ქვეყანას..." - წერს ბასკოვი.

ცნობისთვის, ბასკოვამდე უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი მუსიკოს ოლეგ გაზმანოვსა და რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს. მათ კიევი უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

გარდა ამისა, უკრაინის საგამოძიებო უწყება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და უახლოეს მომავალში მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას გეგმავს.