პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება" - ლადო პაპავა
"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება" - ლადო პაპავა

პრო­ფე­სორ ლადო პა­პა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ბან­კე­ბი­დან თან­ხის გა­ტა­ნა უკვე აი­სა­ხა ლა­რის კურ­სზე და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­უ­ლად უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა გარ­კვე­უ­ლი სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­ი­ზღუ­დოს.

ამის შე­სა­ხებ პა­პა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტენ­სი­ურ შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

"რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კო­მა­ტე­ბი­დან თან­ხებს ცლი­ან, ბან­კე­ბი­დან გა­აქვთ ფული - ეს უკვე აი­სა­ხა ლა­რის კურ­სზე. ლარი უფა­სურ­დე­ბა და ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან ხდე­ბა. ვფიქ­რობ, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­უ­ლად უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რათა შე­ი­ზღუ­დოს ასე­თი სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბი. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ვი­ზამ“ და "მას­ტერ­კარ­დმა“ უკვე მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ, რაც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უ­ზღუ­დავს ამ ბა­რა­თე­ბის სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს მო­ქა­ლა­ქე­ებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათი დიდი ნა­წი­ლი გა­ურ­ბის იმ დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში ომის წარ­მო­ე­ბის დროს. მეს­მის, მათი მცდე­ლო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მია და ად­ვი­ლად შე­მო­დი­ან, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მათ შო­რის არა­ერ­თი პრო­ვო­კა­ტო­რი იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა - დი­ვერ­სან­ტიც კი, რო­მე­ლიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი იყოს საფრ­თხის შემ­ცვე­ლი. მოს­კოვს კი­დევ ერთხელ არ უნდა მივ­ცეთ იმის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან იქ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არის ლა­რის კურ­სი ყვე­ლა­ზე უფრო გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ლადო პა­პა­ვა ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი რუბ­ლის მო­ცი­ლე­ბა და დო­ლა­რის შეს­ყიდ­ვაა.

"ეს ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ერთხელ უკვე გა­დახ­და თავს, 1998 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­ში დე­ფოლ­ტი მოხ­და და ამ დე­ფოლ­ტის შე­დე­გად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი რუბ­ლი გა­ე­დი­ნე­ბო­და რუ­სე­თი­დან და რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი ნაკ­ლე­ბად კონ­ტროლ­დე­ბო­და, კონ­ტრა­ბან­დის საკ­მა­ოდ დიდი შე­მო­დი­ნე­ბა იყო. ჩა­მოჰ­ქონ­დათ ტო­ნო­ბით რუ­სუ­ლი ვა­ლუ­ტა. სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა, რად­გან გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ფუ­ლით ცდი­ლობ­დნენ დო­ლა­რე­ბის შეს­ყიდ­ვას და დო­ლა­რი გა­ე­დი­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
2

იდიოტიზმია!

დათო
2

ერთი ის ბანკი მანახა რომელიც რუბლებზე დოლარს ყიდის საქართველოში

ავტორი:

"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება" - ლადო პაპავა

"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება" - ლადო პაპავა

პროფესორ ლადო პაპავას განცხადებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა გარკვეული სავალუტო ოპერაციები შეიზღუდოს.

ამის შესახებ პაპავამ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ინტენსიურ შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

"რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები. ეს აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ "ვიზამ“ და "მასტერკარდმა“ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გასვლის შესახებ, რაც რუსეთის მოქალაქეებს შეუზღუდავს ამ ბარათების სხვა ქვეყნებში გამოყენების საშუალებას. რაც შეეხება რუსეთს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი გაურბის იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის წარმოების დროს. მესმის, მათი მცდელობა, რომ საქართველოში უვიზო რეჟიმია და ადვილად შემოდიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ შორის არაერთი პროვოკატორი იქნება, შესაძლოა - დივერსანტიც კი, რომელიც არ არის გამორიცხული იყოს საფრთხის შემცველი. მოსკოვს კიდევ ერთხელ არ უნდა მივცეთ იმის თქმის საფუძველი, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დაცვა სჭირდება. ამიტომ უნდა გააქტიურდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაშიც, რაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან იქნება გასაკეთებელი“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

კითხვაზე, რატომ არის ლარის კურსი ყველაზე უფრო გაუფასურებული რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით, ლადო პაპავა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი სწორედ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში რუსული რუბლის მოცილება და დოლარის შესყიდვაა.

"ეს ისტორია საქართველოს ერთხელ უკვე გადახდა თავს, 1998 წელს, როდესაც რუსეთში დეფოლტი მოხდა და ამ დეფოლტის შედეგად გაუფასურებული რუბლი გაედინებოდა რუსეთიდან და რადგანაც საქართველოს საზღვარი ნაკლებად კონტროლდებოდა, კონტრაბანდის საკმაოდ დიდი შემოდინება იყო. ჩამოჰქონდათ ტონობით რუსული ვალუტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან გაუფასურებული რუსული ფულით ცდილობდნენ დოლარების შესყიდვას და დოლარი გაედინებოდა", - განაცხადა ლადო პაპავამ.