პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი
"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი

"ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­დი­ან, სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძუ­ლი რე­გი­ონ­ში" - ასე უპა­სუ­ხა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ შე­კი­თხვას, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის რა­ი­მე ტი­პის შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ზე ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა­ზე.

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ურ­ბი­ან რე­ჟიმს და ცდი­ლო­ბენ თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში აკე­თონ საქ­მე, "ჩვენ ეროვ­ნე­ბის ან სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­უ­ხე­და­ვად უნდა მივ­ცეთ სწო­რი, ლე­გა­ლუ­რი და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა".

"უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის კუ­თხით ჩვე­ნი მხრი­დან არის ძა­ლი­ან მკა­ფიო პო­ზი­ცია. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვინც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­დი­ან, სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუნ­ძუ­ლი რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ბევ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო­დან. მათ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­სუ­ფალ რე­ა­ლო­ბა­ში შეძ­ლონ საქ­მის კე­თე­ბა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის გახ­სნი­ლია, ეს იყო ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, ასე­თი გახ­სნი­ლი, ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მე­ბი გვაქვს ქვე­ყა­ნას. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ჟიმს გა­მო­ურ­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში აკე­თონ საქ­მე, ჩვენ ეროვ­ნე­ბის ან სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, იქ­ნე­ბა ეს რე­ლი­გია თუ სხვა, უნდა მივ­ცეთ სწო­რი, ლე­გა­ლუ­რი და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი საქ­მის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო ძა­ლი­ან ფხიზ­ლად უყუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­ვდნენ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და მათი ბიზ­ნე­სე­ბი იყოს მიკ­ვლე­ვა­დი.

"ჩვე­ნი ყვე­ლა მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო ძა­ლი­ან ფხიზ­ლად უყუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოხ­ვდნენ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მათი ბიზ­ნე­სე­ბი იყოს მიკ­ვლე­ვა­დი. ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ ხდე­ბა სწო­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კონ­ტექ­სტში. პრო­ცე­სი წარვმარ­თეთ ისე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი არ და­ზი­ან­დნენ, მე­ო­რეს მხრივ ვი­ყა­ვით პირ­ნა­თე­ლი ყვე­ლა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იყო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოვ­ლენ პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ "სუფ­თა რე­კორ­დი“, ამას აკონ­ტრო­ლებს შსს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ მხო­ლოდ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ შე­მო­ვიდ­ნენ. გვეს­მის, სი­ტუ­ა­ცია მგრძნო­ბი­ა­რეა, ამი­ტომ ჩვე­ნი მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა არის გაზ­რდი­ლი და გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიეზა
0

ეს დეგენერატი მინისტრი..კაცი რომელმაც თქვა დედალი და მამალი ძროხებიო..იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი..ეხკა ეკონომიკის მამა გახდა..გარდა მოღალატეობისა..უამრავი სახიფათო რამ იმალება მის ამ სიტყვებში...ლარის გაუფასიურება და ფასების ზრდა ამათი მოძმე და თურმე რეჟიმს გამოქცეული რუსების დამსახურებაა..და დარწმუნ3ბული ვარ ციფრებსაც მალავენ რეალურად რამდენი რუსია საქართველოში...

ბატონო ლევან!
0

რუსული რეჟიმი თავის მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში რომ იცავს, თუ გსმენიათ?

ავტორი:

"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი

"თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, უნდა მივცეთ ლეგალური საქმის კეთების საშუალება" - ლევან დავითაშვილი

"ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში" - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვა, მათ შორის ბიზნესის წარმოებაზე ან უძრავი ქონების ყიდვაზე.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, თუ ადამიანები გაურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, "ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება".

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო პოზიცია. ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან. მათ შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილია, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულების მანძილზე, ასეთი გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას. თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა, უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი.

"ჩვენი ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, მეორეს მხრივ ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიღებული იყო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ "სუფთა რეკორდი“, ამას აკონტროლებს შსს, რომ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ. გვესმის, სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება არის გაზრდილი და გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"