პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოკლული მზექალა იყო. ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედო, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა" - ხევსური ჟანა დარკის ამბავი
"მოკლული მზექალა იყო. ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედო, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა" - ხევსური ჟანა დარკის ამბავი

ხევ­სუ­რი ქა­ლის ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც, თა­ვი­სი სი­მა­მა­ცით, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლიც კი გა­უკ­ვირ­ვე­ბია, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ე­დო და ჩვენ­მა სა­ხე­ლო­ვან­მა მწერ­ლებ­მა, მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი შე­დევ­რიც შექ­მნეს. ეს გმი­რი ქალი, სო­ფელ ბაქვჩი­ლოს მკვიდ­რი, მზე­ქა­ლა ლი­ქო­კე­ლია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, ფრან­გულ გა­ზეთ "მა­ტენ­ში", ლუის ფო­რესმა წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მას კავ­კა­სი­ე­ლი ჟანა დარ­კი უწო­და.

1921 წლის, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, მა­ღალმთი­ა­ნი ხევ­სუ­რე­თი რჩე­ბო­და, ერ­თგვარ კუნ­ძუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბამ არ აღი­ა­რა საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბოლ­შე­ვი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბა, ამი­ტო­მაც ხევ­სუ­რებ­მა შე­ას­რუ­ლეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი 1922 წლის, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის გან­წი­რულ აჯან­ყე­ბა­ში. ხევ­სუ­რე­თის გმი­რუ­ლი აჯან­ყე­ბის დროს, მის თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი თვი­თონ ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა შემ­დეგ­ში თა­ვის მე­გო­ბარს - შალ­ვა ამი­რე­ჯიბს უამ­ბო, რო­მელ­მაც მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნარ­კვე­ვი მი­უ­ძღვნა, რომ­ლი­და­ნაც ფრაგ­მენტს გთა­ვა­ზობთ:

"ეს იყო ხევ­სუ­რე­თის აჯან­ყე­ბის დროს, 1922 წელს, სექ­ტემ­ბერ­ში.

ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­მა ხევ­სურ­მა იცო­და, რომ ია­რა­ღით უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. ამა­ზე მეტი არც დრო გვქონ­და. რუ­სის ჯა­რე­ბი, რი­ცხვით ექ­ვსი ათა­სი, ფეხ­და­ფეხ მომ­დევ­დნენ და ჩემი კა­ცე­ბი­სა­გან წუ­თი­დან წუთ­ზე ვე­ლო­დი მათი ხევ­სუ­რეთ­ში შე­მოს­ვლის ამ­ბავს.

გა­ი­ა­რა ღა­მე­მაც და დი­ლა­ზედ რუ­სებ­მა შე­მო­ტე­ვა და­ი­წყეს...

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

ჩემ­თან მხო­ლოდ სამი კაცი იყო. ეს იყო მთე­ლი ჩემი შტა­ბი. მაგ­რამ ეს სიმ­ცი­რე არ იყო ჩემი გა­სა­ჭი­რი. ნა­ბად­ში გახ­ვე­უ­ლი მი­წა­ზე ვეგ­დე და ცი­ე­ბა სულ­სა მღა­ფავ­და. და­მე­წყო ღა­მით და დი­ლა­ზედ სი­ცხეც მომ­ცა. უც­ბათ ერ­თმა ხევ­სურ­მა ცხე­ნი ზედ ნა­ბად­ზედ მო­მაგ­დო.

- რო­მე­ლია ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ? - და­ი­ძა­ხა მან.

კა­ცებ­მა ჩემ­ზედ მი­უ­თი­თეს. მან დამ­ხე­და და წა­მო­ი­ძა­ხა :

- რა დროს წო­ლაა, ვა­ჟაუ, არ გა­გი­გია, ხევ­სუ­რეთს მტე­რი მო­ად­გა?

მე შევ­ხე­დე. ჩემ წინ სულ ახალ­გაზ­რდა, უწ­ვე­რულ­ვა­შო ხევ­სუ­რი იდგა. მხარ­ზედ პატ­რონ­ტა­ში ჰქონ­და გა­დაგ­დე­ბუ­ლი, ხელ­ში თოფი ეჭი­რა და უბე­ლო ცხენ­ზე იჯდა. მე ისევ თვა­ლის და­ხუჭ­ვა მინ­დო­და, იმ იმე­დით, რომ პა­სუხს ჩე­მე­ბი გას­ცემ­დნენ, რომ მო­სულს პატ­რონ­ტა­შის ქვეშ ქა­ლის მკერ­დი და­ვუ­ნა­ხე.

- ავა­და ვარ , - წა­ვი­ლა­პა­რა­კე მე.

- განა სიკ­ვდი­ლი ავად­მყოფს არ შე­უძ­ლია? ორ­წყალ­ში ომია ! - მი­პა­სუ­ხა მან.

- ვინა ხარ , დი­სავ ? - ვკი­თხე, როცა და­ვა­ტყვე, რომ ჩემი სტუ­მა­რი ჩვე­უ­ლებ­რივ ქალს არ ჰგავ­და.

- მზე - ქალს მე­ძა­ხი­ან, არა­შუ­ლის ქალი ! ნე­ტაი, თუ შენც ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ხარ ?

- გახ­ლა­ვარ. რას მიბ­რძა­ნებ ?

- ბრძა­ნე­ბა შენი იყოს, მე ორ­წყალ­ზე მინ­და მი­გა­ცი­ლო. ხევ­სურ­ნი გე­ლო­დე­ბი­ან. ომია! - სთქვა და თვა­ლებ­ში ჩა­მაშ­ტერ­და.

...მივ­ხვდი, რომ წა­უს­ვლე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბო­და.

შევ­სხე­დით და წა­ვე­დით. წინ მზე­ქა­ლა მიგ­ვი­ძღო­და.

ტყვია ზუ­ზუ­ნებ­და, მაგ­რამ ამას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და. უთუ­ოდ იკი­თხავთ, ვინ გა­მოგ­ზავ­ნა? არა­ვინ ! რო­გორ მო­მაგ­ნო, არც ის ვიცი !

მხო­ლოდ აქ გა­ვარ­ჩიე კარ­გად მისი სახე. იქ­ნე­ბო­და თვრა­მე­ტი წლი­სა. სახე ჰქონ­და კუშ­ტი და ეშ­ხი­ა­ნი, ისე­თი, რო­გორ­საც გვი­ხა­ტა­ვენ ყაზ­ბე­გი და ვაჟა-ფშა­ვე­ლა თა­ვის მთი­უ­ლურ მო­თხრო­ბებ­ში.

ჩვე­ნე­ბის საფ­რებს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, მზე­ქა­ლა უცებ დაგ­ვცილ­და, და­ი­ძა­ხა ჩემი სა­ხე­ლი მთე­ლი ხე­ო­ბის გა­სა­გო­ნად და მტრის­კენ თოფი დას­ცა­ლა.

ბრძო­ლამ რამ­დე­ნი­მე დღეს გას­ტა­ნა. რუ­სე­ბი გვი­ტევ­დნენ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე­ქა­ლამ რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მიქ­რო­ლა წინ. ჩემ­თან ერთხე­ლაც არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ხან ჩვე­ნი სან­გრე­ბის წინა რი­გებ­ში იჯდა და მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად ის­რო­და, ხან კარ­გა ხნით სა­დღაც გაქ­რე­ბო­და და მოჰ­ყავ­და ახა­ლი ხალ­ხი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის იყო სრო­ლა­ში­აც და შე­მო­ირ­ბი­ნა თით­ქმის მთე­ლი ხევ­სუ­რე­თი.

ამ დღი­დან აღარც მზე­ქა­ლა მი­ნა­ხავს.

რუ­სე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ . და­ეწ­ვათ სოფ­ლე­ბი, გა­ე­რე­კათ სა­ქო­ნე­ლი, და­ე­ცარ­ცვათ სახ­ლე­ბი და და­ეხვრი­ტათ ხალ­ხი. დახ­ვრე­ტილ­თა შო­რის ხუთი ქა­ლიც ერია. უნდა გვე­ფიქ­რა, რომ ამ ხუთ­ში მზე­ქა­ლაც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მზე­ქა­ლას ამ­ბა­ვი სულ სხვა­ნა­ი­რად მი­ამ­ბეს: და­ხე­ვის დროს ხევ­სუ­რე­ბი მთებ­ში წა­ვიდ­ნენ და პირ­ვე­ლი სო­ფე­ლი, რო­მელ­ში­აც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სე­ბი შე­ვიდ­ნენ, მზე­ქა­ლას სო­ფე­ლი იყო. ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბულ­ნი აჯან­ყე­ბულთ გაჰ­ყვნენ. ცა­რი­ელ სო­ფელს რუ­სებ­მა ზარ­ბა­ზა­ნი და­უ­ში­ნეს. სრო­ლა რომ შე­წყდა, სო­ფელს რუსი სალ­და­თე­ბი მო­ედვ­ნენ და და­ი­წყეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცარ­ცვა. ჯა­რის­კაც­თა ერთი ჯგუ­ფი მზე­ქა­ლას სახ­ლი­სა­კე­ნაც გა­ე­მარ­თა . სახ­ლი­დან ორი ტყვია გა­მო­ვარ­და და ორი ჯა­რის­კა­ცი მოჰ­კლა, რუ­სებ­მა სრო­ლით­ვე უპა­სუ­ხეს. ბოლი რომ გა­ნიბ­ნა და რუ­სე­ბი სახ­ლში შე­ვიდ­ნენ, მი­წა­ზედ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის უსუ­ლო გვა­მი ნა­ხეს. მოკ­ლუ­ლი მზე­ქა­ლა იყო! როცა სო­ფე­ლი ხალ­ხი­სა­გან და­ი­ცა­ლა, ის მა­ინც თა­ვის სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ფიცი და­ე­დო, თა­ვის კე­რა­ზედ რუსი არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. მზე­ქა­ლამ სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა და რუ­სე­ბი მხო­ლოდ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შე­ვიდ­ნენ მის სახ­ლში".

სამ­წუ­ხა­როდ, მზე­ქა­ლა ლი­ქო­კე­ლის გმი­რო­ბის ამ­ბა­ვი ნაკ­ლე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი, ამას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბიც აქვს. კო­მუ­ნის­ტე­ბის ეპო­ქა­ში ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა იყო: - აი, რას ყვე­ბა ვანო ლი­ქო­კე­ლი, თა­ვის წიგნ­ში, "ხევ­სუ­რე­ბი და ქა­ქუ­ცა":

"მთელ ომში მოკ­ლულ იქნა მხო­ლოდ 1 ქალი , სოფ. ბაქვჩი­ლო­ში, მზე­ქა­ლა ლი­ქო­კე­ლი. მისი მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია და გა­უხ­მა­უ­რებ­ლო­ბა კი გა­სა­გე­ბია. კა­ცის კვლა - ხევ­სუ­რუ­ლი ეთი­კის მი­ხედ­ვით, არ არის დი­ა­ცის საქ­მე. ეს მას სა­ხე­ლად კი არა, ცოდ­ვად ჩა­ეთ­ვლე­ბო­და. მე­ო­რე მხრივ, ამით ჩრდი­ლი და სირ­ცხვი­ლი ეყ­რე­ბათ იქა­ურ ვაჟ­კა­ცებს, რად გა­ი­ხა­დეს თავი დი­აც­თა სა­პატ­რო­ნოდ. ასე უნდა აიხ­სნას ფაქ­ტი ამ სა­გან­ზე სი­ჩუ­მი­სა; თუმ­ცა კი გვე­უბ­ნე­ბა ხევ­სუ­რუ­ლი ლექ­სი: " შინ არ ას, ხახ­მა­ტე­ლე­ბი, მარ­ტო ომობ­დეს ქა­ლია..."

ხევ­სუ­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ, ეს ის­ტო­რია მხო­ლოდ ერთ-ერ­თია. აი, რას გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი, 91 წლის მა­რი­ამ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი:

მა­რი­ამ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი

- წი­ნან­დელ გო­გო­ე­ბი, ძლი­ერ იყ­ვნეს ნამ­დვი­ლად. ხესა, ტყე­სა სჭრი­დეს და შეშა მაჰ­ქონ­და. თუ ძმა არ ჰყავ­და, მა­მას გვერ­დით ედ­გეს. ქალი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, მეც მა­მის გვერ­დძე გა­ვი­ზარ­დე, ძმე­ბი თბი­ლის­ში იყ­ვნენ, სწავ­ლობ­დნენ და მე ვა­კე­თებ­დი კა­ცის საქ­მეს. მა­მას ვეხ­მა­რე­ბო­დი თი­ვის ხვე­ტა­ში და ჩა­მო­ტა­ნა­შიც, ხვნა­ში ხა­რე­ბის წინ და­ყო­ლა­ში, კა­ლო­ო­ბა­ში. მა­მას მთა-ყუ­რე­ში დავ­ყვე­ბო­დი და სხვე­ბი ამ­ბობ­დნენ ხოლ­მე, - ლე­კო­მაო შვი­ლე­ბი მთავ­რო­ბას ჩა­ა­ბა­რაო და თაოდ საქ­მე­ში კვდე­ბაო. მთა­ში თით­ქმის არ იყო ისე­თი საქ­მე, რა­საც ქალი ვერ გა­ა­კე­თებ­და. მაგ­რამ ომო­ბას მე არ მოვსწრე­ბი­ვარ, მაგ­რამ გად­მო­ცე­მით კი გა­მი­გია, რომ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბო­და, თუ კაცი ად­გილ­ზე არ იქ­ნე­ბო­და, ქალი ია­რაღ­საც აი­ღებ­და. სხვა დროს კი აუ­ცი­ლებ­ლად გვერ­დში ედგნენ კა­ცებს და ტყვია-წა­მალს აწ­ვდიდ­ნენ. ერთი ის­ტო­რია გა­მახ­სენ­და, დე­დის ნა­ამ­ბო­ბი: შა­ტილს მტე­რი შე­სე­ვია, კაცი სა­თო­ფუ­რი­დან ის­რო­და და ქალი ტყვია-წა­მალს აწ­ვდი­და, უცებ ტყვია სარ­კმლი­დან შე­მო­ვარ­დნი­ლა და აკ­ვან­ში მწო­ლა­რე ბავ­შვს მოხ­ვედ­რია, ქალს ნა­ჭე­რი გა­და­უ­ფა­რე­ბია ბავ­შვის­თვის, რომ ქმარს არ და­ე­ნა­ხა, სა­ნამ იბ­რძო­და და არ გა­ტე­ხი­ლი­ყო. მხო­ლოდ ბრძო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უთხრა, რომ შვი­ლი მოგ­ვიკ­ლე­სო. ეს არის ჩემ­თვის გმი­რო­ბა, რამ­დე­ნი შეძ­ლო დე­დამ, რომ მოკ­ლუ­ლი შვი­ლი არ გა­ამ­ხი­ლა და გულ­ში ჩა­იკ­ლა ტკი­ვი­ლი.

ჩემ დროს რაც ხდე­ბო­და იყო ის, რომ როცა კა­ცებს შუღ­ლი გა­უხ­დე­ბი­დათ და ხან­ჯლე­ბით მი­ვი­დოდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­ზე, ამ დროს გა­ბე­დულ ქა­ლებს შე­ეძ­ლოთ შუ­ა­ში ჩას­დგო­მოდ­ნენ ხან­ჯლი­ა­ნებს და კა­ცებს იმ­დე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­დათ ქა­ლე­ბის, რომ ად­გილ­ზე შეშ­დე­ბოდ­ნენ და ამ­თავ­რებ­დნენ ჩხუბს.

ქა­ლე­ბი გლო­ვის დრო­საც იჩენ­დნენ თა­ვის სიძ­ლი­ე­რეს. ისი­ნი არას­დროს არ იტი­რებ­დნენ ქმარს და შვილს, ეს იყო სირ­ცხვი­ლი. მხო­ლოდ ძმის ტი­რი­ლი შე­ეძ­ლო ქალს.

მე არ მოვსწრე­ბი­ვარ ქა­ლე­ბის სხვა­ნა­ირ გმი­რო­ბას, მაგ­რამ თუ ქალს დას­ჭირ­დე­ბო­და და კაცი არ იქ­ნე­ბო­და, ია­რაღს აი­ღებ­და და იო­მებ­და, იქ ყვე­ლამ იცო­და თო­ფის სრო­ლა. ვა­ჟებს ბავ­შვო­ბი­დან ავარ­ჯი­შებ­დნენ ხოლ­მე მა­მე­ბი. ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, 13 წლის ხა­ხა­ნა­ანთ კო­ბამ, მოკ­ლა ყა­ჩა­ღი. აი ასე­თე­ბი ვართ ხევ­სუ­რე­ბი, ბაბო, ძლი­ე­რი, გუ­ლი­ა­ნი, მა­მა­ცი და გა­უ­ტე­ხე­ლი ხალ­ხი.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
1

მთის ხალხს საერთოდ უკან დახევა არ ჩვევია ! მითუმეტეს თუ გრძნობენ რომ მართლები არიან!!! დიდება გმირებს ვინც თაობებს მაგალითი მისცა ვაჟკაცობის და თავისი ქვეყნის წინაშე ყველაზე ძვირფასი თავისი სიცოცხლე გაიმეტა!!! ამ გოგოს ისტორიამ სულით ხორცამდე შემძრა! გული მატკინა მისმა სიკვდილმა და ასე ახალგაზრდა რომ შეაკვდა მტერს !!! მაგრამ ვისაც სამშობლო უყვარს ეს ამბავი ერთ ერთი ბევრთაგანი უნდა იყოს მაგალითი ქვეყნის სიყვარულის და მასზე ზრუნვის!!! 

ამრიგად
0

სულით მებრძოლი ქალბატონი ნამდვილი ხევსური მთის ადამიანი ვაჯკაცურად დაირუპა და ამ ამბავს ვინც აგდებით მოიხსენიებს ის არის სუფთა ნაძირალა და გამოტვინებული!!!

ავტორი:

"მოკლული მზექალა იყო. ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედო, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა" - ხევსური ჟანა დარკის ამბავი

"მოკლული მზექალა იყო. ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედო, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა" - ხევსური ჟანა დარკის ამბავი

ხევსური ქალის ამბავი, რომელსაც, თავისი სიმამაცით, ქაქუცა ჩოლოყაშვილიც კი გაუკვირვებია, მთელ საქართველოს მოედო და ჩვენმა სახელოვანმა მწერლებმა, მის შესახებ არაერთი შედევრიც შექმნეს. ეს გმირი ქალი, სოფელ ბაქვჩილოს მკვიდრი, მზექალა ლიქოკელია, რომლის შესახებაც, ფრანგულ გაზეთ "მატენში", ლუის ფორესმა წერილი გამოაქვეყნა და მას კავკასიელი ჟანა დარკი უწოდა.

1921 წლის, რუსული ოკუპაციის შემდეგ, მაღალმთიანი ხევსურეთი რჩებოდა, ერთგვარ კუნძულად, საქართველოს რუკაზე, სადაც მოსახლეობამ არ აღიარა საბჭოთა ხელისუფლება და ბოლშევიკური წყობილება, ამიტომაც ხევსურებმა შეასრულეს ერთ-ერთი მთავარი როლი 1922 წლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის განწირულ აჯანყებაში. ხევსურეთის გმირული აჯანყების დროს, მის თავს გადახდენილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი თვითონ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შემდეგში თავის მეგობარს - შალვა ამირეჯიბს უამბო, რომელმაც მას შესანიშნავი ნარკვევი მიუძღვნა, რომლიდანაც ფრაგმენტს გთავაზობთ:

"ეს იყო ხევსურეთის აჯანყების დროს, 1922 წელს, სექტემბერში.

ერთი ღამის განმავლობაში ყოველმა ხევსურმა იცოდა, რომ იარაღით უნდა გამოსულიყო. ამაზე მეტი არც დრო გვქონდა. რუსის ჯარები, რიცხვით ექვსი ათასი, ფეხდაფეხ მომდევდნენ და ჩემი კაცებისაგან წუთიდან წუთზე ველოდი მათი ხევსურეთში შემოსვლის ამბავს.

გაიარა ღამემაც და დილაზედ რუსებმა შემოტევა დაიწყეს...

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ჩემთან მხოლოდ სამი კაცი იყო. ეს იყო მთელი ჩემი შტაბი. მაგრამ ეს სიმცირე არ იყო ჩემი გასაჭირი. ნაბადში გახვეული მიწაზე ვეგდე და ციება სულსა მღაფავდა. დამეწყო ღამით და დილაზედ სიცხეც მომცა. უცბათ ერთმა ხევსურმა ცხენი ზედ ნაბადზედ მომაგდო.

- რომელია ჩოლოყაშვილი ? - დაიძახა მან.

კაცებმა ჩემზედ მიუთითეს. მან დამხედა და წამოიძახა :

- რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?

მე შევხედე. ჩემ წინ სულ ახალგაზრდა, უწვერულვაშო ხევსური იდგა. მხარზედ პატრონტაში ჰქონდა გადაგდებული, ხელში თოფი ეჭირა და უბელო ცხენზე იჯდა. მე ისევ თვალის დახუჭვა მინდოდა, იმ იმედით, რომ პასუხს ჩემები გასცემდნენ, რომ მოსულს პატრონტაშის ქვეშ ქალის მკერდი დავუნახე.

- ავადა ვარ , - წავილაპარაკე მე.

- განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლია? ორწყალში ომია ! - მიპასუხა მან.

- ვინა ხარ , დისავ ? - ვკითხე, როცა დავატყვე, რომ ჩემი სტუმარი ჩვეულებრივ ქალს არ ჰგავდა.

- მზე - ქალს მეძახიან, არაშულის ქალი ! ნეტაი, თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ ?

- გახლავარ. რას მიბრძანებ ?

- ბრძანება შენი იყოს, მე ორწყალზე მინდა მიგაცილო. ხევსურნი გელოდებიან. ომია! - სთქვა და თვალებში ჩამაშტერდა.

...მივხვდი, რომ წაუსვლელობა არ იქნებოდა.

შევსხედით და წავედით. წინ მზექალა მიგვიძღოდა.

ტყვია ზუზუნებდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. უთუოდ იკითხავთ, ვინ გამოგზავნა? არავინ ! როგორ მომაგნო, არც ის ვიცი !

მხოლოდ აქ გავარჩიე კარგად მისი სახე. იქნებოდა თვრამეტი წლისა. სახე ჰქონდა კუშტი და ეშხიანი, ისეთი, როგორსაც გვიხატავენ ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა თავის მთიულურ მოთხრობებში.

ჩვენების საფრებს რომ მივუახლოვდით, მზექალა უცებ დაგვცილდა, დაიძახა ჩემი სახელი მთელი ხეობის გასაგონად და მტრისკენ თოფი დასცალა.

ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. რუსები გვიტევდნენ. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩამიქროლა წინ. ჩემთან ერთხელაც არ შეჩერებულა. ხან ჩვენი სანგრების წინა რიგებში იჯდა და მამაკაცებთან ერთად ისროდა, ხან კარგა ხნით სადღაც გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი. ამ ხნის განმავლობაში ის იყო სროლაშიაც და შემოირბინა თითქმის მთელი ხევსურეთი.

ამ დღიდან აღარც მზექალა მინახავს.

რუსები წასულიყვნენ . დაეწვათ სოფლები, გაერეკათ საქონელი, დაეცარცვათ სახლები და დაეხვრიტათ ხალხი. დახვრეტილთა შორის ხუთი ქალიც ერია. უნდა გვეფიქრა, რომ ამ ხუთში მზექალაც იქნებოდა, მაგრამ მზექალას ამბავი სულ სხვანაირად მიამბეს: დახევის დროს ხევსურები მთებში წავიდნენ და პირველი სოფელი, რომელშიაც გამარჯვებული რუსები შევიდნენ, მზექალას სოფელი იყო. ქალები, ბავშვები და მოხუცებულნი აჯანყებულთ გაჰყვნენ. ცარიელ სოფელს რუსებმა ზარბაზანი დაუშინეს. სროლა რომ შეწყდა, სოფელს რუსი სალდათები მოედვნენ და დაიწყეს ჩვეულებრივი ცარცვა. ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მზექალას სახლისაკენაც გაემართა . სახლიდან ორი ტყვია გამოვარდა და ორი ჯარისკაცი მოჰკლა, რუსებმა სროლითვე უპასუხეს. ბოლი რომ განიბნა და რუსები სახლში შევიდნენ, მიწაზედ ახალგაზრდა ქალის უსულო გვამი ნახეს. მოკლული მზექალა იყო! როცა სოფელი ხალხისაგან დაიცალა, ის მაინც თავის სახლში დარჩენილიყო და ფიცი დაედო, თავის კერაზედ რუსი არ გაეტარებინა. მზექალამ სიტყვა შეასრულა და რუსები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევიდნენ მის სახლში".

სამწუხაროდ, მზექალა ლიქოკელის გმირობის ამბავი ნაკლებადაა ცნობილი, ამას, რასაკვირველია, თავისი მიზეზებიც აქვს. კომუნისტების ეპოქაში ტაბუდადებული თემა იყო: - აი, რას ყვება ვანო ლიქოკელი, თავის წიგნში, "ხევსურები და ქაქუცა":

"მთელ ომში მოკლულ იქნა მხოლოდ 1 ქალი , სოფ. ბაქვჩილოში, მზექალა ლიქოკელი. მისი მოქმედების შესახებ ნაკლები ინფორმაცია და გაუხმაურებლობა კი გასაგებია. კაცის კვლა - ხევსურული ეთიკის მიხედვით, არ არის დიაცის საქმე. ეს მას სახელად კი არა, ცოდვად ჩაეთვლებოდა. მეორე მხრივ, ამით ჩრდილი და სირცხვილი ეყრებათ იქაურ ვაჟკაცებს, რად გაიხადეს თავი დიაცთა საპატრონოდ. ასე უნდა აიხსნას ფაქტი ამ საგანზე სიჩუმისა; თუმცა კი გვეუბნება ხევსურული ლექსი: " შინ არ ას, ხახმატელები, მარტო ომობდეს ქალია..."

ხევსური ქალების შესახებ, ეს ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია. აი, რას გვიყვება ადგილობრივი მკვიდრი, 91 წლის მარიამ ჭინჭარაული:

მარიამ ჭინჭარაული

- წინანდელ გოგოები, ძლიერ იყვნეს ნამდვილად. ხესა, ტყესა სჭრიდეს და შეშა მაჰქონდა. თუ ძმა არ ჰყავდა, მამას გვერდით ედგეს. ქალი ყველაფერს აკეთებდა, მეც მამის გვერდძე გავიზარდე, ძმები თბილისში იყვნენ, სწავლობდნენ და მე ვაკეთებდი კაცის საქმეს. მამას ვეხმარებოდი თივის ხვეტაში და ჩამოტანაშიც, ხვნაში ხარების წინ დაყოლაში, კალოობაში. მამას მთა-ყურეში დავყვებოდი და სხვები ამბობდნენ ხოლმე, - ლეკომაო შვილები მთავრობას ჩააბარაო და თაოდ საქმეში კვდებაო. მთაში თითქმის არ იყო ისეთი საქმე, რასაც ქალი ვერ გააკეთებდა. მაგრამ ომობას მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ გადმოცემით კი გამიგია, რომ თუ საჭირო გახდებოდა, თუ კაცი ადგილზე არ იქნებოდა, ქალი იარაღსაც აიღებდა. სხვა დროს კი აუცილებლად გვერდში ედგნენ კაცებს და ტყვია-წამალს აწვდიდნენ. ერთი ისტორია გამახსენდა, დედის ნაამბობი: შატილს მტერი შესევია, კაცი სათოფურიდან ისროდა და ქალი ტყვია-წამალს აწვდიდა, უცებ ტყვია სარკმლიდან შემოვარდნილა და აკვანში მწოლარე ბავშვს მოხვედრია, ქალს ნაჭერი გადაუფარებია ბავშვისთვის, რომ ქმარს არ დაენახა, სანამ იბრძოდა და არ გატეხილიყო. მხოლოდ ბრძოლის დამთავრების შემდეგ უთხრა, რომ შვილი მოგვიკლესო. ეს არის ჩემთვის გმირობა, რამდენი შეძლო დედამ, რომ მოკლული შვილი არ გაამხილა და გულში ჩაიკლა ტკივილი.

ჩემ დროს რაც ხდებოდა იყო ის, რომ როცა კაცებს შუღლი გაუხდებიდათ და ხანჯლებით მივიდოდნენ ერთმანეთზე, ამ დროს გაბედულ ქალებს შეეძლოთ შუაში ჩასდგომოდნენ ხანჯლიანებს და კაცებს იმდენი პატივისცემა ჰქონდათ ქალების, რომ ადგილზე შეშდებოდნენ და ამთავრებდნენ ჩხუბს.

ქალები გლოვის დროსაც იჩენდნენ თავის სიძლიერეს. ისინი არასდროს არ იტირებდნენ ქმარს და შვილს, ეს იყო სირცხვილი. მხოლოდ ძმის ტირილი შეეძლო ქალს.

მე არ მოვსწრებივარ ქალების სხვანაირ გმირობას, მაგრამ თუ ქალს დასჭირდებოდა და კაცი არ იქნებოდა, იარაღს აიღებდა და იომებდა, იქ ყველამ იცოდა თოფის სროლა. ვაჟებს ბავშვობიდან ავარჯიშებდნენ ხოლმე მამები. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, 13 წლის ხახანაანთ კობამ, მოკლა ყაჩაღი. აი ასეთები ვართ ხევსურები, ბაბო, ძლიერი, გულიანი, მამაცი და გაუტეხელი ხალხი.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი