პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახსოვთ, იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე
"გახსოვთ, იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის ალი­ან­სი არ­სე­ბობს და ამა­ზე კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მთლი­ა­ნად მოხ­სნი­ლია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­ა­ლი­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მა­შინ და­ა­დას­ტუ­რეს, როცა კო­ა­ლი­ცია 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ა­ფორ­მეს.

"არის დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამ ალი­ან­სის კავ­ში­რებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იშ­ვა ჯერ კი­დევ ბევ­რად ადრე, ვიდ­რე გა­ხა­რია ჩვე­ნი გუნ­დი­დან გა­ვი­დო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი და ნი­უ­ან­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვაც­ნო­ბებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ამ ალი­ან­სით იქნა ნა­კარ­ნა­ხე­ვი და ა.შ. გახ­სოვთ, რომ იყო ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი პან­კის­ში... შე­იძ­ლე­ბა ამის უკა­ნაც იყოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ კვა­ლი და ამა­ზეც გა­ვაც­ნობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ზუს­ტად ერთი წელი გა­მო­ვი­ა­რეთ, 18 თე­ბერ­ვალს ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე იყო. გახ­სოვთ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვა­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბით, როცა გუნ­დმა აჩ­ვე­ნა ერ­თი­ა­ნო­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა და­ვა­სა­ხე­ლეთ. 18 თე­ბერ­ვალს გან­ვა­ცხა­დეთ, რომ რო­გორც კი მთავ­რო­ბა დამ­ტკიც­დე­ბო­და, აღ­სრულ­დე­ბო­და კა­ნო­ნი. გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბით ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სე­ბი­დან კი­დევ უფრო ძლი­ე­რი გა­მოს­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას მე­რო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რე­ბი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის­თვის არ იბ­რძვი­ან. მან წი­ნას­წარ იცო­და, რომ თბი­ლის­ში ორ­ნიშ­ნა შე­დეგ­საც კი ვერ მი­ი­ღებ­და. მი­ზა­ნი იყო ნი­კა­ნორ მე­ლი­ას რო­გორ­მე მე­ო­რე ტურ­ში გა­დაყ­ვა­ნა, თუმ­ცა, მან მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა, ის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩა­მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა 43%-იან ნიშ­ნულს არ­ჩევ­ნებ­ში. ვერ მი­აღ­წია მთა­ვარ მი­ზანს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სე­ბი­დან ძლი­ე­რე­ბი გა­მო­ვე­დით,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღონდაცა რაააააააა
1

ვისი ბიჭია ეს გოგო??? შემთხვევით პყჩისტი გიორგი კობახიძის ხომ არა?

კობახიძეს
0

მთელი 9 წელი თქვენ იძახდით საუკეთესო მენეჯერიაო და ეხლა თუ ამდენი დანაშაული აქვს ესეიგი ხელს აფარებდით და თქვენც თანამონაწილე ხართ კანონის მიხედვით, ასეთი რა ცოდვა გვაქვს ქართველებს , თქვენ რომ გიტანთ

ავტორი:

"გახსოვთ, იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

"გახსოვთ, იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება იყოს საკითხები, რომლებიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი" - ირაკლი კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის ალიანსი არსებობს და ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციის არსებობაზე ინფორმაცია თავად მაშინ დაადასტურეს, როცა კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში გააფორმეს.

"არის დეტალები, რომელიც ამ ალიანსის კავშირებს უკავშირდება, რომლებიც წარმოიშვა ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ვიდრე გახარია ჩვენი გუნდიდან გავიდოდა. ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საინტერესო. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული საკითხები, რომელიც ამ ალიანსით იქნა ნაკარნახევი და ა.შ. გახსოვთ, რომ იყო ძალიან საეჭვოდ ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში... შეიძლება ამის უკანაც იყოს "ნაცმოძრაობის“ კვალი და ამაზეც გავაცნობთ ინფორმაციას საზოგადოებას. ზუსტად ერთი წელი გამოვიარეთ, 18 თებერვალს ძალიან რთული დღე იყო. გახსოვთ, გიორგი გახარიას გადადგომა და "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიხარული, რომელიც ძალიან მალე შეიცვალა განსხვავებული ემოციებით, როცა გუნდმა აჩვენა ერთიანობა და პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დავასახელეთ. 18 თებერვალს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდებოდა, აღსრულდებოდა კანონი. გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ ამ ურთულესი პროცესებიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოსვლა. რაც შეეხება გახარიას მერობას, ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები ბრინჯაოს მედლისთვის არ იბრძვიან. მან წინასწარ იცოდა, რომ თბილისში ორნიშნა შედეგსაც კი ვერ მიიღებდა. მიზანი იყო ნიკანორ მელიას როგორმე მეორე ტურში გადაყვანა, თუმცა, მან მთავარი დავალება ვერ შეასრულა, ის, რომ "ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა 43%-იან ნიშნულს არჩევნებში. ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, შესაბამისად, ამ პროცესებიდან ძლიერები გამოვედით,“- განაცხადა კობახიძემ.