პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინც ჩარლზს სამართალდამცველებთან პრობლემები აქვს - რა სკანდალში გაეხვა ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი
პრინც ჩარლზს სამართალდამცველებთან პრობლემები აქვს - რა სკანდალში გაეხვა ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი

ბრი­ტა­ნე­თის პრინც ჩარლზს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ლონ­დო­ნის პო­ლი­ცია პრინ­ცის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მეს იძი­ებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ქა­ლა­ქეს შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­პა­ტიო წო­დე­ბა და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ამ­ჟა­მად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არა­ფე­რია.

პრინ­ცის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ჩარლზს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და და სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი მისი გვერ­დის ავ­ლით მოხ­და.

გა­მო­ცე­მა Sunday Times-მა ჩა­ა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ჩარლ­ზის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მა­იკლ ფოს­ტეი სა­უ­დელ ბიზ­ნეს­მენს, მაჰ­ფუზ მა­რეი მუ­ბა­რაქ ბინ მაჰ­ფუ­ზის და­ეხ­მა­რა, რომ ბრი­ტა­ნე­თის სა­პა­ტიო ორ­დე­ნი მი­ე­ღო, ეს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს არა­დიდ­გვა­რო­ვან მო­ქა­ლა­ქეს.

ჯილ­დო­ე­ბი დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ მე­ო­რის მიერ ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­ე­ცე­მა ბრი­ტა­ნე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­ვე­ბი აქვთ" და "იკის­რეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რონ და თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ დიდი ბრი­ტა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის ვებ­სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყა­რო: CNN

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
2

გადმოდი ძმაო საქართველოში. აქ იცხოვრე და თითს ვერავინ დაგაკარებს. შენისთანას კი არა, ორკაპიკიანებსაც, ხმას ვერავინ სცემს.

goga
10

ბიძინამ რამდენი გადაიხადა ნეტავ საფრანგეთის საპატიო ლეგიონის წოდებაში?

ავტორი:

პრინც ჩარლზს სამართალდამცველებთან პრობლემები აქვს - რა სკანდალში გაეხვა ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი

პრინც ჩარლზს სამართალდამცველებთან პრობლემები აქვს - რა სკანდალში გაეხვა ამჯერად ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი

ბრიტანეთის პრინც ჩარლზს სამართალდამცველებთან პრობლემები აქვს. ლონდონის პოლიცია პრინცის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს.

არსებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ საუდის არაბეთის მოქალაქეს შემოწირულობის სანაცვლოდ, საპატიო წოდება და ბრიტანეთის მოქალაქეობა შესთავაზა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით დამტკიცებული არაფერია.

პრინცის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩარლზს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და სავარაუდო დანაშაული მისი გვერდის ავლით მოხდა.

გამოცემა Sunday Times-მა ჩაატარა გამოძიება და ირწმუნება, რომ ჩარლზის საქველმოქმედო ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ფოსტეი საუდელ ბიზნესმენს, მაჰფუზ მარეი მუბარაქ ბინ მაჰფუზის დაეხმარა, რომ ბრიტანეთის საპატიო ორდენი მიეღო, ეს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოა, რომელიც შეიძლება მიენიჭოს არადიდგვაროვან მოქალაქეს.

ჯილდოები დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ყოველწლიურად გადაეცემა ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც "საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევები აქვთ" და "იკისრეს ვალდებულება ემსახურონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ დიდი ბრიტანეთის წარმატებაში", - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წყარო: CNN

მოამზადა ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"