ბაჩანა შენგელია, რომელიც დედის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგის, ია კერძაიას გარდაცვალებამდე მიყვანაში ბრალს ექსპრემიერ გიორგი გახარიას სდებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
იგი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაპარტიელის, გიგა ფარულავას არჩევას ეხმაურება.
როგორც შენგელია წერს, აღნიშნული უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილებაა.
"უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის. არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია" - წერს შენგელია "ფეისბუქში".
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა გახდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".
კენჭისყრაში "ქართულ ოცნებას" მონაწილეობა არ მიუღია.

დაასვენეთ ის საცოდავი გარდაცვლილი საფლავში სხვა რამით ისპეკულიანტეთ
რა ქნა გახარიამ? ამ ბაჩანათი დაწყებული, ამდენი მეცოცხე ერთიდაიგივეს გაიძახის; კონკრეტულად როგორ მოკლა? ესროლა? მოწამლა? თუ სკოლის ანტისანიტარია, რის გამოც კერძაია გაათავისუფლეს, ხელოვნურად გახარიამ მოაწყო?
შვილს უნდა ვუთხრა, რომ დედის გარდაცვალებით სპეკულირება უკიდურესი უზნეობაა