პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე? - პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე 2014 წელს მოკლა
რა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე? - პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე 2014 წელს მოკლა

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში წა­გე­ბუ­ლი კი­დევ ერთი საქ­მე - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფო 2014 წელს, ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი 19 წლის სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის საქ­მე­ზე გა­ამ­ტყუ­ნა. დად­გინ­და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა), და მე-14 (დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა) მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

2015 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს სა­ჩივ­რით მი­მარ­თეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" და "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის".

რო­გორც "PHR" - ის იუ­რის­ტი ანა აბა­ში­ძე გვე­უბ­ნე­ბა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"2015 წლი­დან გა­ნი­ხი­ლავ­და სტრას­ბურ­გის სა­მარ­თლო ამ საქ­მეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ უთხრა სა­ხელ­მწი­ფოს: თქვენ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ გა­და­გერ­ჩი­ნათ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე, მა­შინ რო­დე­საც, მას აშ­კა­რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა. სა­ლო­მეს ემუქ­რე­ბოდ­ნენ თა­ვი­სი გენ­დე­რის გამო. სა­ხელ­მწი­ფო, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა, სრუ­ლად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ შეგ­ნე­ბუ­ლად არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის გა­და­სარ­ჩე­ნად. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ა­კის­რა სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პენ­სა­ცია გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის სა­სარ­გებ­ლოდ, თუმ­ცა თან­ხის ოდე­ნო­ბას ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ", - უთხრა AMBEBI.GE -ს ანა აბა­ში­ძემ.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი 2014 წლის 25 ივ­ლისს, ქა­ლაქ ზეს­ტა­ფონ­ში - ე.წ ირი­ნეს ბაღ­ში მოხ­და. იმ დრო­ის­თვის მოქ­მედ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა სერ­გო სა­ცე­რა­ძემ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საშ­ტა­ტო ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით ხალ­ხის თვალ­წინ მოკ­ლა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძე მკვლე­ლო­ბის დღეს შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სწო­რედ გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მი­მარ­თა მან პო­ლი­ცი­ას სა­ჩივ­რით ყო­ფი­ლი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ.

დამ­ნა­შა­ვე მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს და სსკ-ის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) გა­ა­სა­მარ­თლეს. 19 წლის მე­უღ­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის­თვის სა­ცე­რა­ძეს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 11-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

გარ­დაც­ვლი­ლის დედა, ფატი ჭე­ლიშ­ვილი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის გამო და მი­აჩ­ნდა, რომ ყო­ფი­ლი სიძე სა­სა­მარ­თლოს კი­დევ უფრო მკაც­რად უნდა გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნა.

"გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან არ მოხ­და იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ ჩემი შვი­ლი მოკ­ლუ­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის ხე­ლით, პო­ლი­ცი­ის ია­რა­ღით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღით. გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" მიწ­ვე­უ­ლი იყო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც შვი­ლი რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ მო­უკ­ლა და მა­საც 11-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა და ჩემი შვი­ლის მკვლელ­საც, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ლი იყო და აქეთ იყო ვალ­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა სი­ცო­ცხლე და­ეც­ვა. ასეთ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სერ­გი სა­ცე­რა­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა ისიც კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ 6 სექ­ტემ­ბრამ­დე ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო და 6 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ რა მოხ­დაო? 2 სექ­ტემ­ბერს ჩემს შვილს ორ­მო­ცი გა­და­ვუ­ხა­დე და შემ­დეგ გა­ვე­ცა­ნი ყვე­ლა­ფერს. ეჭვი მაქვს, რომ მათ 6 სექ­ტემ­ბრამ­დე ყვე­ლა­ფე­რი ისე ჰქონ­დათ და­წყო­ბი­ლი, რო­გორც თა­ვად აინ­ტე­რე­სებ­დათ. სა­უ­ბა­რი იყო აფექ­ტზე და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთი ექ­სპერ­ტის დას­კვნა­ზე. სა­სა­მარ­თლოს არ უმსჯე­ლია და საქ­მე არ გა­ნუ­ხი­ლავს იმ კუ­თხით, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლემ – პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა", - აცხა­დებ­და AMBEBI.GE -სთან სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძის დედა.

სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძე სერ­გი სა­ცე­რა­ძეს­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. მათ 3 წლის შვი­ლი დარ­ჩათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართა
0

სისხლის სამართლის კოდექსი გადასახედია!!!

ვი–რუსი
1

ეგ ფულადი ჯარიმა გადაიხადონ ჩინოვნიკებმა,ხალხმა რატო უნდა გადაიხადოს?

ავტორი:

რა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე? - პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე 2014 წელს მოკლა

რა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე? - პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე 2014 წელს მოკლა

სტრასბურგის სასამართლოში წაგებული კიდევ ერთი საქმე - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო 2014 წელს, ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის საქმეზე გაამტყუნა. დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

2015 წელს საერთაშორისო სასამართლოს საჩივრით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

როგორც "PHR" - ის იურისტი ანა აბაშიძე გვეუბნება, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს გარდაცვლილის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

"2015 წლიდან განიხილავდა სტრასბურგის სამართლო ამ საქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ევროპულმა სასამართლომ უთხრა სახელმწიფოს: თქვენ ვერ მოახერხეთ გადაგერჩინათ თქვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაშინ როდესაც, მას აშკარა საფრთხე ემუქრებოდა და ამის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. სალომეს ემუქრებოდნენ თავისი გენდერის გამო. სახელმწიფო, ძალოვანი უწყება, სრულად იყო ინფორმირებული, მიუხედავად ამისა, მათ შეგნებულად არაფერი გააკეთეს სალომე ჯორბენაძის გადასარჩენად. სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა სახელმწიფოს კომპენსაცია გარდაცვლილის ოჯახის სასარგებლოდ, თუმცა თანხის ოდენობას ოჯახის გადაწყვეტილებით არ ვასაჯაროებთ", - უთხრა AMBEBI.GE -ს ანა აბაშიძემ.

შემზარავი დანაშაული 2014 წლის 25 ივლისს, ქალაქ ზესტაფონში - ე.წ ირინეს ბაღში მოხდა. იმ დროისთვის მოქმედმა პოლიციელმა სერგო საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხალხის თვალწინ მოკლა ყოფილი მეუღლე სალომე ჯორბენაძე.

აღსანიშნავია, რომ სალომე ჯორბენაძე მკვლელობის დღეს შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებოდა. სწორედ გარდაცვალების დღეს მიმართა მან პოლიციას საჩივრით ყოფილი ქმრის წინააღმდეგ.

დამნაშავე მალევე დააკავეს და სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გაასამართლეს. 19 წლის მეუღლის სასტიკი მკვლელობისთვის საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გარდაცვლილის დედა, ფატი ჭელიშვილი, უკმაყოფილებას გამოთქვამდა აღნიშნული სასჯელის გამო და მიაჩნდა, რომ ყოფილი სიძე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრად უნდა გაესამართლებინა.

"გამოძიების მხრიდან არ მოხდა იმ გარემოების გათვალისწინება, რომ ჩემი შვილი მოკლულია პოლიციელის ხელით, პოლიციის იარაღით, სახელმწიფოს კუთვნილი იარაღით. გადაცემა "პროფილში" მიწვეული იყო ქალბატონი, რომელსაც შვილი რიგითმა მოქალაქემ მოუკლა და მასაც 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ჩემი შვილის მკვლელსაც, რომელიც პოლიცილი იყო და აქეთ იყო ვალდებული მოქალაქეთა სიცოცხლე დაეცვა. ასეთ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია. სასამართლო პროცესზე სერგი საცერაძის ადვოკატებმა ისიც კი განაცხადეს, რომ 6 სექტემბრამდე ყველაფერი წესრიგში იყო და 6 სექტემბრის შემდეგ რა მოხდაო? 2 სექტემბერს ჩემს შვილს ორმოცი გადავუხადე და შემდეგ გავეცანი ყველაფერს. ეჭვი მაქვს, რომ მათ 6 სექტემბრამდე ყველაფერი ისე ჰქონდათ დაწყობილი, როგორც თავად აინტერესებდათ. საუბარი იყო აფექტზე და ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ექსპერტის დასკვნაზე. სასამართლოს არ უმსჯელია და საქმე არ განუხილავს იმ კუთხით, რომ მკვლელობა ჩაიდინა სახელმწიფო მოხელემ – პოლიციის თანამშრომელმა", - აცხადებდა AMBEBI.GE -სთან სალომე ჯორბენაძის დედა.

სალომე ჯორბენაძე სერგი საცერაძესთან გაშორებული იყო. მათ 3 წლის შვილი დარჩათ.