პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე" - ჯემალ სეფიაშვილი
"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე" - ჯემალ სეფიაშვილი

კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ სურს, ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნან. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მისი სიმ­ღე­რე­ბი იბ­ლო­კე­ბო­და და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნაც დაგ­ვი­ან­და.

"იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც შოუ-ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს, ხე­ლო­ვანს არ ეკი­თხე­ბი­ან, ვარ­სკვლა­ვი გა­გიხ­სნა თუ არაო და არც ეში­ნი­ათ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბო­ბოქ­რო­ბა­ში ვარ­სკვლა­ვი კი არა, ჩემი სიმ­ღე­რა არ ის­მო­და არ­ცერთ რა­დი­ო­სად­გურ­ზე. დაგ­ვი­ან­და ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი და არ მინ­და, გე­ნაც­ვა­ლე, რამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი მაქვს იცი? - ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემი სიმ­ღე­რა უყ­ვარს და ღი­ღი­ნებს." - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

კომ­პო­ზი­ტორ­მა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის არა­ერთ ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ილა­პა­რა­კა რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც და სი­ნა­ნუ­ლით დას­ძი­ნა, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, იმ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან მას იქ გა­ცი­ლე­ბით მე­ტის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო.

"იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევრ კარგ ადა­მი­ან­თან მქონ­და შე­ხე­ბა და მთხოვ­დნენ, დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ ცი­სა­ნა ქმარს შორ­დე­ბო­და და ეს ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლი იყო. გავ­ყი­დეთ ბინა მოს­კო­ვის ცენ­ტრში, 60 000 დო­ლა­რად. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის ბინა, 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, მი­ლი­ონ ნა­ხევ­რად გა­ი­ყი­და. შე­ვე­დი ტა­ძარ­ში, და­ვან­თე სან­თლე­ბი და ღმერ­თს ვუ­თხა­რი: მად­ლო­ბა, რომ ჩემ­გან შე­სა­წი­რი მო­ი­თხო­ვე და მე შე­მოგ­წი­რე - მეთ­ქი. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ცი­სა­ნა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იქ?! " - თქვა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, ვინ არის პუ­ტი­ნი, კომ­პო­ზი­ტორ­მა უპა­სუ­ხა - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი!

- მხო­ლოდ ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით? - იკი­თხა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ,

- დიახ - მი­უ­გო ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

კომ­პო­ზი­ტორ­მა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც ილა­პა­რა­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე 3 წე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს­თვის ემ­ზა­დე­ბა.

"მე­სა­მე წე­ლია ვცდი­ლობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ვა­კე­თო და პან­დე­მი­ამ შე­მი­შა­ლა ხელი. ალ­ბათ, აპ­რი­ლის თვე­ში გა­დავ­წყვეტთ რო­დის შევ­ძლებთ." - თქვა ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანჟე
1

მასეთი აზრები,რომ გაწუხებდა. პუტინიპრეზიდენტი რომაა მხოლოდ და მისტირი რუსეთში ყოფნას. ჩემი სიმღერები იბლოკებოდაო ვარსკვლავი არ გამიხსნესო. ვარსკვლავობას დამსახურება უნდა და არა სამშობლოს ღალატი.

v
2

martalia es katsi manamde unda gaexsnat varskvlavi ase 10 11 tlis ro iko exla ragad unda... arada xsnidnen))))

ავტორი:

"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე" - ჯემალ სეფიაშვილი

"ჩემთვის ვარსკვლავის გახსნა დაგვიანდა და ახლა აღარ მჭირდება, გენაცვალე" - ჯემალ სეფიაშვილი

კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაცემაში "ნოესთან" განაცხადა, რომ მას არ სურს, ვარსკვლავი გაუხსნან. როგორც თავად აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მისი სიმღერები იბლოკებოდა და ვარსკვლავის გახსნაც დაგვიანდა.

"იმ ქვეყნებში, სადაც შოუ-ბიზნესი არსებობს, ხელოვანს არ ეკითხებიან, ვარსკვლავი გაგიხსნა თუ არაო და არც ეშინიათ ვარსკვლავის გახსნის. "ნაციონალური მოძრაობის" ბობოქრობაში ვარსკვლავი კი არა, ჩემი სიმღერა არ ისმოდა არცერთ რადიოსადგურზე. დაგვიანდა ჯემალ სეფიაშვილის ვარსკვლავი და არ მინდა, გენაცვალე, რამდენი ვარსკვლავი მაქვს იცი? - ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ღიღინებს." - აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.

კომპოზიტორმა საკუთარი ცხოვრების არაერთ ეპიზოდთან ერთად, ილაპარაკა რუსეთში მოღვაწეობის შესახებაც და სინანულით დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, იმ პერიოდში, საქართველოში არ დაბრუნებულიყო, ვინაიდან მას იქ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.

"იმ პერიოდში ძალიან ბევრ კარგ ადამიანთან მქონდა შეხება და მთხოვდნენ, დავრჩენილიყავი, მაგრამ მაშინ ცისანა ქმარს შორდებოდა და ეს ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. გავყიდეთ ბინა მოსკოვის ცენტრში, 60 000 დოლარად. რამდენიმე თვეში ის ბინა, 120 კვადრატული მეტრი, მილიონ ნახევრად გაიყიდა. შევედი ტაძარში, დავანთე სანთლები და ღმერთს ვუთხარი: მადლობა, რომ ჩემგან შესაწირი მოითხოვე და მე შემოგწირე - მეთქი. ხომ შეიძლებოდა ცისანა დაბრუნებულიყო საქართველოში და მე დავრჩენილიყავი იქ?! " - თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ვინ არის პუტინი, კომპოზიტორმა უპასუხა - რუსეთის პრეზიდენტი!

- მხოლოდ ამით შემოიფარგლებით? - იკითხა ნოე სულაბერიძემ,

- დიახ - მიუგო ჯემალ სეფიაშვილმა.

კომპოზიტორმა სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ უკვე 3 წელია შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება.

"მესამე წელია ვცდილობ, შემოქმედებითი საღამო გავაკეთო და პანდემიამ შემიშალა ხელი. ალბათ, აპრილის თვეში გადავწყვეტთ როდის შევძლებთ." - თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.