კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამოცემა "ბლუმბერგის" მიერ შეცდომით გამოქვეყნებული სათაური: „რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“ მიანიშნებს, რამდენად სახიფათოა "დასავლეთის მიერ გამოწვეული" დაძაბულობა.
"ეს ვითარება ცხადყოფს თუ რამდენად სახიფათოა ასეთი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია აგრესიული განცხადებებით, რაც ყოველდღიურად გვესმის ვაშინგტონიდან, ევროპის დედაქალაქებიდან და ლონდონიდან, რადგან სწორედ ეს განცხადებები, ჩვენს საზღვრებთან ჯარების განლაგება და უკრაინის იარაღით მომარაგებისკენ მიმართული ყოველდღიური ქმედებები იწვევს დაძაბულობას და ნებისმიერი ნაპერწკალი საშიშია ამ დაძაბულობის ფონზე“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისათვის, გამოცემა "ბლუმბერგმა“ შეცდომით გამოაქვეყნა სათაური: "რუსეთი უკრაინაში შეიჭრა", მოგვიანებით კი სათაური წაშალა და განმარტა, რომ ჩვეულებრივ სათაურები წინასწარ მზადდება მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევებისთვის და აღნიშნული შინაარსის სათაური დაუდევრობის შედეგად გამოქვეყნდა, რის მიზეზსაც იკვლევენ.
ე.ი. როგორი გულის ფანცქალით ელოდებიან ომის დაწყებას!. გამზადებული აქვთ სათაური - "რუსეთი შეიჭრა!" - თითი კლავიშზე უდევთ და ვეღარ ითმენენ ომის დაწყებამდე: ვაითუ, ვინმემ დაასწროთ ამ სენსაციური ნიუსის გაშვება ეთერში!. და მოუთმენლობისაგან აჭერენ თითს "სასხლეტზე"... შედეგად ასეთი სამარცხვინო დეზინფორმაცია!.. (მერე წაშლა აღარ შველის მაგას!).
რუსეთის დამცველებო, თქვენი შ უ ბ ა დავხიე, რა...
ჩვენ რამდენიდაგვიხოცეს, იმას არ ითვლით?
სხვისი ტკივილი არ გტკივათ, ხომ?