პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე
"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე

მომ­ღე­რა­ლი აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 წლის წინ დაბ­რუნ­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სურ­და მოს­კოვ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მოხ­და, რო­გორც ელო­და.

"თბი­ლი­სე­ლებ­თან" ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი ფი­ნან­სურ კრი­ზის­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 2021 წელი ფი­ნან­სუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც ბი­ნის გა­ყიდ­ვი­სა და რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ბი­ნას ვყი­დი იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მო­მი­წია ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა ზუს­ტად ამ სახ­ლის შე­სა­ძე­ნად. ხუ­თწ­ლი­ა­ნი იპო­თე­კა, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის და­მუხ­რუ­ჭე­ბის გამო, ოცწ­ლი­ა­ნად იქცა და ეს ძა­ლი­ან დიდი გარ­ღვე­ვაა. პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და, მაგ­რამ მი­ზე­ზი მარ­ტო ეს არ არის, გა­მო­ვი­და, რომ მე აქ არა­ვის დავ­ჭირ­დი. არა­და, არა­ვის­თვის მი­თხო­ვია შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვი­საც ვთხო­ვე, დამ­ხმა­რე­ბო­და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა თუ რა­დი­ო­ში, იმის­თვის, რომ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და და პა­რა­ლე­ლუ­რად სიმ­ღე­რა და კორ­პო­რა­ტი­უ­ლე­ბის წაყ­ვა­ნა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, შე­ეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ შე­დე­გად, არა­ფე­რი. ვერ­ცერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ვერ მო­ნა­ხა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი.

პრაქ­ტი­კა არ მაკ­ლია, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ის ეტა­პია, როცა ყვე­ლა, რო­გო­რიც არ უნდა იყოს, ყვი­რის, რომ მა­გა­რია და მე, ეტყო­ბა, და­მა­ვი­წყდა იმის თქმა, რამ­დე­ნი რამ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს სახ­ლი გავ­ყი­დო, სა­ბან­კო ის­ტო­რია დავ­ხუ­რო და ისევ მოს­კოვ­ში გა­და­ვი­დე. იქ მე­ლო­დე­ბა ხალ­ხი, რო­მე­ლიც აფა­სებს ჩემს, ეგ­რეთ წო­დე­ბულ, შე­მოქ­მე­დე­ბას და იცი­ან, ჩემი სა­ხით ვის­თან აქვთ საქ­მე. ფულ­საც იხ­დი­ან და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბიც არი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც აქ მინ­დო­და, იქ მაქვს. ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში, ისე­თი მე­ნე­ჯე­რე­ბი მო­ვიდ­ნენ, სამ­წუ­ხა­როდ, რომ ვიც­ნობ. მე­გო­ნა, რომ მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ნაც­ნო­ბო­ბა მა­კავ­ში­რებს, ხელს შე­მი­წყობ­დნენ, არა იმი­ტომ, რომ ნაც­ნო­ბე­ბი არი­ან, იმი­ტომ, რომ იცი­ან ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, იცი­ან რა მი­კე­თე­ბია და რა შე­მიძ­ლია" - ამ­ბობს აჩი ფურ­ცე­ლა­ძე.

ფი­ნან­სურ­თან ერ­თად 2021 წელი კრი­ზი­სუ­ლი იყო მისი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვი­სას. აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ცოლს გა­შორ­და. ელე­ნე დუმ­ბა­ძე აჩის მე­სა­მე ცოლი იყო. რო­გორც ამ­ბობს, ერ­თმა­ნეთს ვერ შე­ე­წყნენ და და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღეს.

"კი. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­კოც­ნე­ლი პირი სა­ფურ­თხებ­ლად არ გაგ­ვე­ხა­და. არ გა­მოგ­ვი­ვი­და, რთუ­ლი პე­რი­ო­დიც და­ემ­თხვა, ცოტა ხა­სი­ა­თის ამ­ბა­ვი­ცაა. სულ კარ­გად რომ არის ყვე­ლა­ფე­რი, მა­ში­ნაც ხდე­ბა ასე, მაგ­რამ როცა რთუ­ლი მო­მენ­ტია, მერე უფრო ჭირს რა­ღა­ცე­ბის გა­და­ლახ­ვა. პირ­ვე­ლი ორი წელი მარ­ტი­ვად მი­დის, მე­სა­მე წლი­დან იწყე­ბა დაღ­ვი­ნე­ბა, ერ­თმა­ნე­თის­თვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის „კუ­თხე­ე­ბის“ მომრგვა­ლე­ბა. ამ პრო­ცეს­ში მივ­ხვდით, რომ აქამ­დე გან­ვლილ წლებს ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ, თან, პა­ტა­რა არ­ცერ­თი არ ვართ.

ჩვე­ნი ფორ­მუ­ლე­ბის შე­ზა­ვე­ბა ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­ჭირ­და და როცა მივ­ხვდით, რომ არ გა­მოგ­ვდი­ო­და, და­ვი­შა­ლეთ. ცუდ რა­მეს ვამ­ბობ, მაგ­რამ თუ ოჯა­ხი მა­ინც უნდა და­ი­შა­ლოს, ღმერ­თმა ქნას, ისე და­ი­შა­ლოს, რო­გორც ჩვე­ნი – ყო­ველ­გვა­რი სკან­და­ლის გა­რე­შე. დრო რომ გა­ვი­და, არ­ცერ­თს არ გვქო­ნია კი­დევ ცდის სურ­ვი­ლი, არ გვი­ნა­ნია ჩვენ მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ" - ამ­ბობს აჩი.

წყა­რო: თბი­ლი­სე­ლე­ბი

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წუა
0

გულს ნუ გაიტეხ აჩუკი! ამ ქვეყანაში როდის იყო, რომ ვინმე ჭირდებოდათ ან ჭირდებათ?

ძუა
2

ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ,,,,, ხვდები ხომ?

ავტორი:

"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე

"მე აქ არავის დავჭირდი... გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე" - აჩი ფურცელაძე ფინანსურ კრიზისსა და დანგრეულ ოჯახზე

მომღერალი აჩი ფურცელაძე, რომელიც გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა, საქართველოში 4 წლის წინ დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, სურდა მოსკოვში მიღებული გამოცდილება სამშობლოში გამოეყენებინა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ელოდა.

"თბილისელებთან" ვრცელ ინტერვიუში მომღერალი ფინანსურ კრიზისზე საუბრობს. მისი თქმით, 2021 წელი ფინანსურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რის გამოც ბინის გაყიდვისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბინას ვყიდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად მომიწია ბანკთან ურთიერთობა ზუსტად ამ სახლის შესაძენად. ხუთწლიანი იპოთეკა, ჩემი საქმიანობის დამუხრუჭების გამო, ოცწლიანად იქცა და ეს ძალიან დიდი გარღვევაა. პანდემიამ ყველაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მიზეზი მარტო ეს არ არის, გამოვიდა, რომ მე აქ არავის დავჭირდი. არადა, არავისთვის მითხოვია შეუძლებელი, ვისაც ვთხოვე, დამხმარებოდა მუშაობის დაწყებაში ტელევიზიასა თუ რადიოში, იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი მქონოდა და პარალელურად სიმღერა და კორპორატიულების წაყვანა გამეგრძელებინა, შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ შედეგად, არაფერი. ვერცერთმა ტელევიზიამ ვერ მონახა შესაბამისი რესურსი.

პრაქტიკა არ მაკლია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ის ეტაპია, როცა ყველა, როგორიც არ უნდა იყოს, ყვირის, რომ მაგარია და მე, ეტყობა, დამავიწყდა იმის თქმა, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული წლების განმავლობაში. მივიღე გადაწყვეტილება, ეს სახლი გავყიდო, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში გადავიდე. იქ მელოდება ხალხი, რომელიც აფასებს ჩემს, ეგრეთ წოდებულ, შემოქმედებას და იციან, ჩემი სახით ვისთან აქვთ საქმე. ფულსაც იხდიან და ძალიან კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ის, რაც აქ მინდოდა, იქ მაქვს. ქართულ მედიასივრცეში, ისეთი მენეჯერები მოვიდნენ, სამწუხაროდ, რომ ვიცნობ. მეგონა, რომ მეგობრები, რომლებთანაც ნაცნობობა მაკავშირებს, ხელს შემიწყობდნენ, არა იმიტომ, რომ ნაცნობები არიან, იმიტომ, რომ იციან ჩემი შესაძლებლობების შესახებ, იციან რა მიკეთებია და რა შემიძლია" - ამბობს აჩი ფურცელაძე.

ფინანსურთან ერთად 2021 წელი კრიზისული იყო მისი ოჯახური ცხოვრებისთვისას. აჩი ფურცელაძე ცოლს გაშორდა. ელენე დუმბაძე აჩის მესამე ცოლი იყო. როგორც ამბობს, ერთმანეთს ვერ შეეწყნენ და დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

"კი. 2021 წლის სექტემბერში გადავწყვიტეთ, საკოცნელი პირი საფურთხებლად არ გაგვეხადა. არ გამოგვივიდა, რთული პერიოდიც დაემთხვა, ცოტა ხასიათის ამბავიცაა. სულ კარგად რომ არის ყველაფერი, მაშინაც ხდება ასე, მაგრამ როცა რთული მომენტია, მერე უფრო ჭირს რაღაცების გადალახვა. პირველი ორი წელი მარტივად მიდის, მესამე წლიდან იწყება დაღვინება, ერთმანეთისთვისა და ურთიერთობებისთვის „კუთხეების“ მომრგვალება. ამ პროცესში მივხვდით, რომ აქამდე განვლილ წლებს ვერაფერს ვუზამთ, თან, პატარა არცერთი არ ვართ.

ჩვენი ფორმულების შეზავება ოჯახის შესახებ გაჭირდა და როცა მივხვდით, რომ არ გამოგვდიოდა, დავიშალეთ. ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ თუ ოჯახი მაინც უნდა დაიშალოს, ღმერთმა ქნას, ისე დაიშალოს, როგორც ჩვენი – ყოველგვარი სკანდალის გარეშე. დრო რომ გავიდა, არცერთს არ გვქონია კიდევ ცდის სურვილი, არ გვინანია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი დაშორების შესახებ" - ამბობს აჩი.

წყარო: თბილისელები