მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა... ეს არის რიტუალური ცეკვები" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრას
"ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა... ეს არის რიტუალური ცეკვები" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრას

ეს არის გარ­კვე­უ­ლი იმი­ტა­ცი­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რი­ტუ­ა­ლუ­რი ცეკ­ვე­ბია. ამ ოპო­ზი­ცი­ამ ჭკუა სა­ერ­თოდ ვერ ის­წავ­ლა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის შეხ­ვედ­რას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­ე­ლა­პა­რა­კოს, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მაა.

„და­სავ­ლე­თის მხრი­დან არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა­ზე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი მშვე­ნივ­რად ხე­და­ვენ, რომ ნდო­ბა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის პრობ­ლე­მე­ბის მთე­ლი წყე­ბა.

რე­ა­ლუ­რად ეს არის შემ­თხვე­ვა, როცა ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნეს­თან, მე­ო­თხე სტა­დი­ას­თან გვაქვს საქ­მე, სა­დაც უბ­რა­ლო თე­რა­პი­ით აქ ვე­რა­ფე­რი ვერ გა­და­წყდე­ბა. ბულ­დო­ზე­რით უნდა გა­და­ვუ­ა­როთ ამ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს ფლო­ბენ სა­სა­მარ­თლო­ში და რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ არა მარ­ტო სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას, არა­მედ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­საც, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნა­ში იყ­ვნენ შემ­ჩნე­უ­ლი. კო­ლექ­ტი­ურ მუ­რუ­სი­ძე­ზე ვსა­უბ­რობ. რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე იქ არი­ან, ჩვენ ახლა ამის შემ­დეგ სულ ან­გე­ლო­ზე­ბი რომ შე­ვიყ­ვა­ნოთ სა­სა­მარ­თლო­ში, ამით რა­მეს ეშ­ვე­ლე­ბა? ავ­გი­ას თავ­ლა­ში ვინც არ უნდა შე­იყ­ვა­ნო, სულ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზიც, აქოთ­დე­ბა ისიც ცოტა ხან­ში იმი­ტომ, რომ ყარს იქა­უ­რო­ბა.

ერ­თა­დერ­თი რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა. რე­პუ­ტა­ცი­ულ სა­ცერ­ში უნდა გა­ტარ­დეს ყვე­ლა. მათ შო­რის მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
0

ვერავინ ჭკუა ვერ ისწავლა ...... გვასწავლე რა .... 🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉🎉

რომან გოცირიძე
17

ეს რა უნამუსი კაცია!!!

ავტორი:

"ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა... ეს არის რიტუალური ცეკვები" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრას

"ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა... ეს არის რიტუალური ცეკვები" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრას

ეს არის გარკვეული იმიტაციები, შეიძლება ითქვას, რიტუალური ცეკვებია. ამ ოპოზიციამ ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლა, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერი დეპუტატების შეხვედრას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.

გია ხუხაშვილის თქმით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ოპოზიცია ხელისუფლებას მოელაპარაკოს, სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა.

„დასავლეთის მხრიდან არის ფუნდამენტური მოთხოვნა სასამართლო რეფორმაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არის ძალიან დაბალი და აქედან გამომდინარე არის პრობლემების მთელი წყება.

რეალურად ეს არის შემთხვევა, როცა ავთვისებიან სიმსივნესთან, მეოთხე სტადიასთან გვაქვს საქმე, სადაც უბრალო თერაპიით აქ ვერაფერი ვერ გადაწყდება. ბულდოზერით უნდა გადავუაროთ ამ სასამართლო სისტემას.

ადამიანები, რომლებიც საკონტროლო პაკეტს ფლობენ სასამართლოში და რომლებიც აკონტროლებენ არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ იუსტიციის საბჭოსაც, ეს ადამიანები თავის დროზე პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანაში იყვნენ შემჩნეული. კოლექტიურ მურუსიძეზე ვსაუბრობ. როდესაც ეს ადამიანები უკვე იქ არიან, ჩვენ ახლა ამის შემდეგ სულ ანგელოზები რომ შევიყვანოთ სასამართლოში, ამით რამეს ეშველება? ავგიას თავლაში ვინც არ უნდა შეიყვანო, სულ ფრთიანი ანგელოზიც, აქოთდება ისიც ცოტა ხანში იმიტომ, რომ ყარს იქაურობა.

ერთადერთი რაზეც შეიძლება მოლაპარაკება ეს არის ფუნდამენტური რეფორმა. რეპუტაციულ საცერში უნდა გატარდეს ყველა. მათ შორის მოქმედი მოსამართლეებიც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.