"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვიხილეთ - სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს, სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, არასწორ ინფორმაციას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
"ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვეყენებდი. რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.
ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ. თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს, რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: "მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშნველობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო". ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- აღნიშნავს კალაძე.
მერე შე კაი ადამიანო თუკი იცი რას ნიშნავს გაჭირვება ტრანსპორტი რატომ გაგვიძვირე, შენ რომ არ ეძახი გაჭირვებას იმას რომ სახლიდან გასვლა 1 ლარი ჯდება და სახლში მოსვლა ისევ 1 ლარი, ანუ 2 ლარი ერთი დღე შენ გგონია არ არის ძვირი?....
შენ მილიონები გაქვს და რა გენაღვლება შენთვის 2 ლარი რა არის, არაფერი, ჩვენ გვკითხე ხალხს 2 ლარი რამხელა ფულია!.............
რა გიჭირდა ეგეც საკითხავია, მამიკო ისეთ ფულებს ატრიალებდა, მთელმა სამტრედიამ იცის... უბრალოდ რომ გაიკითხავენ გაიგებს ყველა... არც პურის რიგში ყიფილხარ, არც წტალი გიტარებია კორპუსში და არც თავს იკლავდი სწავლით... ეგ ტყუილები მოუყევი შენს ბანდას... მოვა დრო და ყველაფერს დაფქვავ, ისე მარტივად, ვერც წარმოგიდგენია...