პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვანე პასპორტი" გასაუქმებელია, რადგან რეალურად არაფრის მაქნისია" - რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი
"მწვანე პასპორტი" გასაუქმებელია, რადგან რეალურად არაფრის მაქნისია" - რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის შოთა ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. მწვა­ნე პა­სორ­ტი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია. რო­გორც მან „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ე.წ. მწვა­ნე პა­სორ­ტი რე­ა­ლუ­რად "არაფ­რის მაქ­ნი­სია".

"სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის გა­ჩე­რე­ბა და დღეს არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რა­ი­მე როლს რომ თა­მა­შობ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უფრო უნდა გამ­კაცრ­დეს, მაგ­რამ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც დღეს­დღე­ო­ბით ფურ­ცელ­ზეა და­წე­რი­ლი და ასე­ვე ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც „მწვა­ნე პას­პორტთან“ და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, ფიქ­ცი­აა. ეს არის ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც არაფ­რის მაქ­ნი­სია, გარ­და უკუქ­მე­დე­ბი­სა.

ამით ეკო­ნო­მი­კა ჩერ­დე­ბა, კვდე­ბა ბიზ­ნე­სი, იხუ­რე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კარ­გა­ვენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ჩვე­ნი სფე­რო­დან ძა­ლი­ან დიდი გა­დი­ნე­ბაა იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა, რო­მელ­ბიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ და მხო­ლოდ ცუდი შე­დე­გე­ბი გვაქვს.

დღეს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის და პა­ა­ტა იმ­ნა­ძის სა­ხით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ ფიქ­ცია არი­ან. ისი­ნი არა­ფერს აკე­თე­ბენ. მე­ო­რე კლა­სელ­საც შე­უძ­ლია დღეს ისე მარ­თოს ეპი­დე­მია, რო­გორც ესე­ნი მარ­თა­ვენ. დღეს მარ­თვის ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს და არ­სე­ბობს მხო­ლოდ შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ვით­ვლით სტა­ტის­ტი­კით. მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კის­ტე­ბი არი­ან გამ­ყრე­ლი­ძე და იმ­ნა­ძე. მარ­თვის მხრივ ერ­თა­დერ­თი რეს­ტორ­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა აქვთ, რო­მე­ლიც არაფ­რის შემ­ჩე­რე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მი­ე­სალ­მე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიდ­გო­მას, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის ფონ­ზე ქვე­ყა­ნა არ ჩა­კე­ტა.

"ქვე­ყა­ნა არ ჩა­კე­ტა, ქვე­ყა­ნა ამო­ვი­და იქი­დან სა­დაც ვი­ყა­ვით და ეკო­ნო­მი­კა ამუ­შავ­და. დღეს ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტიც თუ მო­იხ­სნე­ბა რე­ა­ლუ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა", -აცხა­დებს ბურ­ჯა­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
0

გეთანხმებით

მარიამი
0

მწვანე პასპორტები მხოლოდ ადამიანების გაკონტროლებისთვის გამოიგონეს და იმიტომ ვერ ელევიან ხელისუფლებები, თორემ ჩვენი ჯანმრთელობის დარდი კი არა აქვთ!

ავტორი:

"მწვანე პასპორტი" გასაუქმებელია, რადგან რეალურად არაფრის მაქნისია" - რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

"მწვანე პასპორტი" გასაუქმებელია, რადგან რეალურად არაფრის მაქნისია" - რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასორტი გასაუქმებელია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ე.წ. მწვანე პასორტი რეალურად "არაფრის მაქნისია".

"სარესტორნო ბიზნესის გაჩერება და დღეს არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შეზღუდვები, რაც დღესდღეობით ფურცელზეა დაწერილი და ასევე ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა.

ამით ეკონომიკა ჩერდება, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, თანამშრომლები კარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალებისა, რომელბიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს.

დღეს, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის სახით, ეს ადამიანები მხოლოდ ფიქცია არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია დღეს ისე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით სტატისტიკით. მხოლოდ სტატისტიკისტები არიან გამყრელიძე და იმნაძე. მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას, რომელმაც პანდემიის ფონზე ქვეყანა არ ჩაკეტა.

"ქვეყანა არ ჩაკეტა, ქვეყანა ამოვიდა იქიდან სადაც ვიყავით და ეკონომიკა ამუშავდა. დღეს ე.წ. მწვანე პასპორტიც თუ მოიხსნება რეალურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენის შესაძლებლობა იქნება", -აცხადებს ბურჯანაძე.