სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ... ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული“ - ნიკა ქავთარაძე
"პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ... ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული“ - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავ­თა­რა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში 2022 წელი არც ისე კარ­გად და­ი­წყო. იუ­მო­რისტს ჯერ კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და, შემ­დეგ კი "ფორ­მუ­ლა­ზე“ იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა, რომ­ლის ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი თა­ვად გახ­ლდათ, და­ი­ხუ­რა. ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ნიკა ქავ­თა­რა­ძე ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ როლს ას­რუ­ლებს. ქავ­თა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ არ გა­უ­მარ­თლა და იმის­თვის რომ თავი ირ­ჩი­ნოს, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა...

"ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს უჭირთ და უჭირ­დათ იშოვ­ნონ სამ­სა­ხუ­რი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით. ამი­ტო­მაც უმ­რავ­ლე­სო­ბას უწევს სხვა საქ­მის ან საქ­მე­ე­ბის სწავ­ლა და იმით შე­მო­სავ­ლის შოვ­ნა.

ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლოა ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც გი­წევს 2-3-4 სხვა­დას­ხვა საქ­მის კე­თე­ბა, რომ რამე შე­მო­სა­ვა­ლი გქონ­დეს. პი­რა­დად მე ისე­თი პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ, რომ­ლი­თაც ხალ­ხი მიც­ნობს. ისე ეკო­ნო­მის­ტი ვარ.

ჩემი კო­ლე­გე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან მდიდ­რე­ბი. მე და ჩემ ქარ­თველ "კო­ლე­გებს“ არ გაგ­ვი­მარ­თლა ამ მხრივ.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად არის კრი­ზი­სე­ბი, პირ­ვე­ლი რა­საც ამ კრი­ზი­სი­სას ერ­ხე­ვა, ჩვე­ნი სფე­როა - შო­უ­ბიზ­ნე­სის.

ვარ­სე­ბობთ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გა­ჭირ­ვე­ბა გვირ­ჩევ­ნია, ვიდ­რე ისე­თი რა­მის და ისეთ ვინ­მეს­თან ერ­თად კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ფსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის და მო­რა­ლის გამო ამ 25 წლი­დან ნა­ხე­ვა­რი გა­ჭირ­ვე­ბა­ში, უმუ­შევ­რო­ბა­ში და შიმ­შილ­ში მაქვს მე პი­რა­დად გა­ტა­რე­ბუ­ლი.

არც ახლა მილ­ხინს - დი­ლით სხვა სამ­სა­ხურ­ში ვარ, დღი­სით სხვა­ში და ღა­მით სხვა­ში.

მეც მინ­და, რომ ერთი საქ­მის კე­თე­ბა იყოს საკ­მა­რი­სი.

რად­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მა­გა­ლი­თად ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­ში, თურ­ქთე­ში, ან ინ­დო­ეთ­ში ადა­მი­ა­ნი იყოს ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბი, ან სა­კუ­თა­რი შოუს ავ­ტო­რი და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნე­ად უწევ­დეს სხვა რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა.

მაგ­რამ ეს ხომ სა­ქარ­თვე­ლოა.

ხოდა, შე­ეშ­ვით მო­რა­ლის კი­თხვას - ამას რო­გორ აკე­თებ, იმას რა­ტომ აკე­თებ.

სხვა გზა არაა! და თუ მარ­თლა გა­წუ­ხებთ ვინ­მეს საქ­მის ში­ნა­არ­სი, ეძე­ბეთ პრობ­ლე­მის სა­ფუძ­ვე­ლი, არსი.

ეძე­ბეთ მი­ზე­ზი - რა­ტო­მაა ეს ქვე­ყა­ნა ღა­რი­ბი. იყ­ვი­რეთ ამ პრობ­ლე­მა­ზე და შეც­ვა­ლეთ გა­რე­მო. მა­ნამ­დე კი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს არ ვკი­დი­ვართ კი­სერ­ზე, რომ­ლე­ბიც ვა­საქ­მებთ და ვარ­ჩენთ სხვებს - შეგ­ვეშ­ვით. უბ­რა­ლოდ, მო­რალს მა­ინც ნუ გვი­კი­თხავთ. ამო­ვი­და ყელ­ში ამ­დე­ნი ზე­და­პი­რუ­ლი, გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი და თავ­ხე­დუ­რი ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა... - წერს ქავ­თა­რა­ძე.

43 წლის ვარ და აღარ მომ­წონს, როცა თი­ნე­ი­ჯე­რი­ვით მა­რი­გე­ბენ ჭკუ­ას ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ფე­რი შე­უქ­მნი­ათ ამ ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოთ, ამ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის, ამ ქვეყ­ნის ერთი მო­ქა­ლა­ქის უკე­თე­სო­ბის­თვის.

და ზო­გა­დად, შე­ვეშ­ვათ ერ­თმა­ნე­თის უაზ­რო და ბოღ­მით სავ­სე ლან­ძღვას.

დროს ამა­ში ვხარ­ჯავთ და ვკლავთ.

ვი­ფიქ­როთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, პრობ­ლე­მე­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­ზე და არა ამ პრობ­ლე­მებ­ში ერ­თმა­ნე­თის რო­გორ­მე ჩათ­რე­ვა­ზე.

არ ვიცი, რამ­დე­ნად გა­სა­გე­ბად წე­რია, მაგ­რამ ვი­საც არ უნდა, იმას 2x2-იც არ ეს­მის

თა­ვი­სუფ­ლად, მე­გობ­რე­ბო, თა­ვი­სუფ­ლად!

დღეს ორ­შა­ბა­თია, ასე რომ კვი­რის ბო­ლომ­დე ბევ­რის მოს­წრე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წარ­მა­ტე­ბულ კვი­რას გი­სურ­ვებთ - ყვე­ლა კარგ საქ­მე­ში..." - წერს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

ნიკუშ? კაი კაცი ხარ. თუ არაფერი გაგიკეთებია, კილო მაინც ხომ გამოიცვალე. ეს უკვე დიდი საქმეა.

ობიექტური კაცი
1

 ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ადამიანის ნიჭიერების შეფასება მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ნაცების ატანა არა მაქვს, ამ სერიალში ჩემთვის აღმოჩენა იყო ნიკა ქავთარაძე!.. მართალი გითხრათ, მანამდე არც ერთხელ არაფერში მოწონებია, მაგრამ აქ აშკარად გამოავლინა ტალანტი და ჩემი აზრით, პროფესინალ მსახიობებს ტოლს არ უდებს!.. (იგივე შემიძლია ვთქვა ილო ბეროშვილზე! - ბრიყვული პოლიტიკური განცხადებების კეთებას თუ შეეშვება, ბევრად აჯობებს მისი - როგორც მსახიობის - მომავლისთვის. ხოლო მსახიობად რომ არის დაბადებული, ეს უკვე დაამტკიცა).

ავტორი:

"პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ... ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული“ - ნიკა ქავთარაძე

"პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ... ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს გატარებული“ - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძის ცხოვრებაში 2022 წელი არც ისე კარგად დაიწყო. იუმორისტს ჯერ კოვიდი დაუდასტურდა, შემდეგ კი "ფორმულაზე“ იუმორისტული გადაცემა, რომლის ავტორი და წამყვანი თავად გახლდათ, დაიხურა. ასევე შეჩერებულია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები, რომელშიც ნიკა ქავთარაძე ერთ-ერთ გამორჩეულ როლს ასრულებს. ქავთარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ არ გაუმართლა და იმისთვის რომ თავი ირჩინოს, ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა...

"ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვნონ სამსახური საკუთარი პროფესიით. ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა.

ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს. პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ.

ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები. მე და ჩემ ქართველ "კოლეგებს“ არ გაგვიმართლა ამ მხრივ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა - შოუბიზნესის.

ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს ფსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული.

არც ახლა მილხინს - დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში.

მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი.

რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქთეში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენეად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება.

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.

ხოდა, შეეშვით მორალის კითხვას - ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ.

სხვა გზა არაა! და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი.

ეძებეთ მიზეზი - რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი. იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო. მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს - შეგვეშვით. უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ. ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება... - წერს ქავთარაძე.

43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოთ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის.

და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას.

დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ.

ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2x2-იც არ ესმის

თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად!

დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი.

წარმატებულ კვირას გისურვებთ - ყველა კარგ საქმეში..." - წერს ნიკა ქავთარაძე.