პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან
რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ამო­ცა­ნებს ნიშ­ნავს, რომ­ლებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბი და ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. თუ ამ პრო­ცესს ფეხი ვერ ავუ­წყეთ, თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბაზ­რის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

იფიქ­რო გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, გა­დაჭ­რა პრობ­ლე­მე­ბი ისე, რო­გორც ამას არა­ვინ აკე­თებს და მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი - ამის სა­შუ­ა­ლე­ბას Design Thinking გაძ­ლევთ, რომ­ლის სას­წავ­ლო კურ­სე­ბიც ბოლო პე­რი­ოდ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ტერ­მი­ნი Design Thinking იმ­დე­ნად ახა­ლია, რომ მისი ზუს­ტი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი და გან­მარ­ტე­ბა ჯერ ბო­ლომ­დე არ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა. თუ პირ­და­პირ გა­დავ­თარ­გმნით, გა­მო­ვა უბ­რა­ლოდ დი­ზა­ინ ფიქ­რი.

ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეფექ­ტი­ა­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, იქ­ნე­ბა ეს მარ­კე­ტინ­გი, რეკ­ლა­მა, სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო სფე­რო თუ სხვა. შე­სა­ბა­მი­სად, „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ შექ­მნი­ლი Design Thinking-ის სა­ავ­ტო­რო კურ­სი, რო­მელ­საც სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო JWT Metro-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, ეკა ყი­ფი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ერ­თნა­ი­რად სა­სარ­გებ­ლო და სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს Design Thinking-ს, რო­გორ შე­ვის­წავ­ლოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში - ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა ეკა ყი­ფი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის 15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კამ­პა­ნია და პორ­ტფო­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 პრო­ექ­ტი აქვს.

რო­გო­რია Design Thinking-ის თქვე­ნი გან­მარ­ტე­ბა და რო­გორ ვი­ყე­ნებთ აღ­ნიშ­ნულ დარ­გს პრაქ­ტი­კა­ში?

Design Thinking - ეს არის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სა და იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის მე­თო­დო­ლო­გია. შე­სა­ბა­მი­სად, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მარ­კე­ტინ­გში ხარ და­საქ­მე­ბუ­ლი, კერ­ძო თუ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, რად­გან ის ერ­თნა­ი­რად გა­მო­ად­გე­ბა ყვე­ლას, ვი­საც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მა­ინც სჭირ­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა ან იდე­ე­ბის, პრო­დუქ­ტე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის მო­ფიქ­რე­ბა.

ხან­და­ხან მისი გან­მარ­ტე­ბა და­მაბ­ნე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და „ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ შექ­მნი­ლი Design Thinking-ის კურ­სი მხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის ჰგო­ნი­ათ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ის ყვე­ლას­თვი­საა.

გან­სხვა­ვე­ბით სხვა დარ­გე­ბის­გან, Design Thinking-ი ცდი­ლობს, რომ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რამ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს, სა­სარ­გებ­ლო იყოს და ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ წარ­მოქ­მნას. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ ვიკ­ვლევთ მომ­ხმა­რე­ბელს, ემ­პა­თი­ურ დო­ნე­ზე ვი­ზი­ა­რებთ მის ცხოვ­რე­ბას და შემ­დეგ ვა­ყა­ლი­ბებთ იდე­ებს.

რა ძალა და როლი აქვს Design Thinking-ს ბიზ­ნე­სის და სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში?

ძი­რი­თა­დად ტვი­ნი ასეა მო­მარ­თუ­ლი: როცა პრობ­ლე­მა შეხ­ვდე­ბა ან როცა რა­ი­მე სა­კი­თხი აქვს გა­და­საჭ­რე­ლი, იღებს მზა სქე­მებს და მოქ­მე­დებს ისე, რო­გორც მიჩ­ვე­უ­ლია. იმის გამო, რომ სამ­ყა­რო სწრა­ფად და მკვეთ­რად იც­ვლე­ბა და პრობ­ლე­მე­ბიც უფრო კომ­პლექ­სუ­რია ხოლ­მე, მათ გა­და­საჭ­რე­ლად ახა­ლი იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, რად­გან დღე­ვან­დე­ლო­ბა არაფ­რით ჰგავს ძველ დროს.

Design Thinking-ი კი სწო­რედ იმას გვას­წავ­ლის, რო­გორ ვი­ფიქ­როთ და გა­დავ­ჭრათ დღე­ვან­დე­ლო­ბის და მო­მავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. ბიზ­ნეს სექ­ტორს სურს, რომ მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, სა­ჯა­რო სექ­ტორ­საც უნდა, რომ ხალ­ხის­თვის, ცხო­ვე­ლე­ბის­თვის, გა­რე­მოს­თვის, ეკო­ლო­გი­ის­თვის სარ­გე­ბე­ლი მო­ი­ტა­ნოს და ამი­სათ­ვის მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ფიქ­რი სჭირ­დე­ბათ. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჭი­როა სურ­ვი­ლი, რომ სა­შუ­ა­ლო გა­და­წყვე­ტე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე, ასე­ვე, კომ­პე­ტენ­ცია, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ჩვენს თავ­ში სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვა და შორს გა­ხედ­ვა, ემ­პა­თია. ვფიქ­რობ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა უფრო უნა­რე­ბია, ვიდ­რე ცოდ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა გან­ვი­ვი­თა­როთ აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბი?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მი­ვუდ­გეთ და გა­და­ვა­ფა­სოთ ისი­ნი, პრობ­ლე­მებს სხვა კუ­თხე მო­ვუ­ძებ­ნოთ და ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­გოთ. როცა ყო­ველ­დღი­უ­რად ამ მე­თო­დო­ლო­გი­ას ნერ­გავ, შემ­დეგ ამ პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ერ­თი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა­სა­ვით გიგ­როვ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, შენს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, ეს მე­თო­დო­ლო­გია უკვე და­ნერ­გი­ლი იყოს და უბ­რა­ლოდ გჭირ­დე­ბო­დეს, რომ შენ თვი­თონ გა­ნა­ვი­თა­რო.

რაც შე­ე­ხე­ბა „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის“ შექ­მნილ კურსს, რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა კურ­სე­ბის­გან და რას მი­ი­ღებს მსურ­ვე­ლი?

კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად არ გჭირ­დე­ბა არა­ფე­რი, არც კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სია ან რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, გარ­და სურ­ვი­ლი­სა.

Design Thinking-ის კურ­სის შედ­გე­ნი­სას ვფიქ­რობ­დით, რა ხან­გრძლი­ვო­ბის ყო­ფი­ლი­ყო და შემ­დეგ მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუკი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე დღე, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, სწო­რედ ამი­ტომ შევ­ქმე­ნით 3 დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი პროგ­რა­მა. ის, რაც შე­იძ­ლე­ბა სხვა შემ­თხვე­ვა­ში 3-4 თვე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ჩა­ვა­ტი­ეთ სამ დღე­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­მა Design Thinking-ის კურსს სულ ეს დრო უნდა და­უთ­მოს. რაც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლემ უმოკ­ლეს დრო­ში პრობ­ლე­მე­ბის სხვაგ­ვა­რი გა­და­წყვე­ტე­ბის მო­ფიქ­რე­ბა და­ი­წყოს. რა თქმა უნდა, ამას გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და უნა­რე­ბის დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, რის­თვი­საც სამი დღე საკ­მა­რი­სი არ არის, თუმ­ცა, ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღოთ და შემ­დეგ მიჰ­ყვეთ მას.

კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლეს ეცო­დი­ნე­ბა, რას ნიშ­ნავს Design Thinking-ი, რას მო­ი­ცავს ის, რა უნა­რე­ბი უნდა გა­ნი­ვი­თა­რო ამის­თვის, რო­გორ უნდა იფიქ­რო და მი­ი­ღო ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

კურ­სის ფარ­გლებ­ში გვექ­ნე­ბა იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის პრო­ცე­სი, და­კომ­პლექტდე­ბა ჯგუ­ფე­ბი, შემ­დეგ გა­ი­ტეს­ტე­ბა იდე­ე­ბი, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია. სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე შეძ­ლებს, და­ნერ­გოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და ასე­ვე, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იგი საგ­რძნობ­ლად მოკ­ლე დრო­ში და­ი­წყებს უკე­თე­სი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბი­სა თუ პრობ­ლე­მე­ბის სხვაგ­ვა­რად გა­და­წყვე­ტას.

რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში Design Thinking-ი და რო­გორ ინერ­გე­ბა ის?

ჩვენ Design Thinking-ს ვი­ყე­ნებ­დით მა­ნამ­დეც, სა­ნამ გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ ის, რო­გორც დარ­გი არ­სე­ბობს, რად­გან ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­თან გვქონ­და საქ­მე. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა იგი. პრო­ცე­სი წინ მი­ი­წევს იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაც გვიგ­როვ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ვი­ყოთ ღია და არ ჩა­ვი­კე­ტოთ სა­კუ­თარ წარ­მოდ­გე­ნებ­ში, რათა შევ­ძლოთ სა­კი­თხის სხვაგ­ვა­რი და­ნახ­ვა.

ეკა ყი­ფი­ა­ნის სა­ავ­ტო­რო კურ­სზე გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა უკვე და­ი­წყო და ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს:

Design Thinking-ის კურ­სი 4,5,6 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­დე­ბა. კურ­სის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ვებ-გვერ­დზე: https://alte.edu.ge/storage/files/8-design-thinking-1.pdf

R

ავტორი:

რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

რა არის Design Thinking და რა როლი აქვს მას პროფესიულ წარმატებაში? - ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

ყოველი სამუშაო დღე ახალ გამოწვევებსა და ამოცანებს ნიშნავს, რომლებსაც განსხვავებული უნარები და ცოდნა სჭირდება. თუ ამ პროცესს ფეხი ვერ ავუწყეთ, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება გაგვიჭირდება.

იფიქრო განსხვავებულად, გადაჭრა პრობლემები ისე, როგორც ამას არავინ აკეთებს და მიიღო საუკეთესო შედეგი - ამის საშუალებას Design Thinking გაძლევთ, რომლის სასწავლო კურსებიც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტერმინი Design Thinking იმდენად ახალია, რომ მისი ზუსტი ქართული შესატყვისი და განმარტება ჯერ ბოლომდე არ დამკვიდრებულა. თუ პირდაპირ გადავთარგმნით, გამოვა უბრალოდ დიზაინ ფიქრი.

ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერ საქმიანობაში ეფექტიანად არის შესაძლებელი, იქნება ეს მარკეტინგი, რეკლამა, საბანკო და საფინანსო სფერო თუ სხვა. შესაბამისად, „ალტე უნივერსიტეტში“ შექმნილი Design Thinking-ის საავტორო კურსი, რომელსაც სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფიანი ხელმძღვანელობს, ერთნაირად სასარგებლო და საინტერესოა ყველა პროფესიის ადამიანისთვის.

უფრო კონკრეტულად, რა უპირატესობები აქვს Design Thinking-ს, როგორ შევისწავლოთ და გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ საქმიანობაში - ამის შესახებ გვესაუბრა ეკა ყიფიანი, რომელსაც სარეკლამო სფეროში საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება, არაერთი წარმატებული კამპანია და პორტფოლიოში დაახლოებით 300 პროექტი აქვს.

როგორია Design Thinking-ის თქვენი განმარტება და როგორ ვიყენებთ აღნიშნულ დარგს პრაქტიკაში?

Design Thinking - ეს არის პრობლემების გადაჭრისა და იდეების გენერირების მეთოდოლოგია. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, მარკეტინგში ხარ დასაქმებული, კერძო თუ საჯარო სექტორში, რადგან ის ერთნაირად გამოადგება ყველას, ვისაც მინიმალურ დონეზე მაინც სჭირდება პრობლემების გადაწყვეტა ან იდეების, პროდუქტებისა და სერვისების მოფიქრება.

ხანდახან მისი განმარტება დამაბნეველი შეიძლება იყოს და „ალტე უნივერსიტეტში“ შექმნილი Design Thinking-ის კურსი მხოლოდ დიზაინერებისთვის ჰგონიათ, თუმცა რეალურად ის ყველასთვისაა.

განსხვავებით სხვა დარგებისგან, Design Thinking-ი ცდილობს, რომ პრობლემების გადაჭრამ შედეგი მოიტანოს, სასარგებლო იყოს და ახალი პრობლემები არ წარმოქმნას. შესაბამისად, ჯერ ვიკვლევთ მომხმარებელს, ემპათიურ დონეზე ვიზიარებთ მის ცხოვრებას და შემდეგ ვაყალიბებთ იდეებს.

რა ძალა და როლი აქვს Design Thinking-ს ბიზნესის და სხვა სფეროების წარმატებაში?

ძირითადად ტვინი ასეა მომართული: როცა პრობლემა შეხვდება ან როცა რაიმე საკითხი აქვს გადასაჭრელი, იღებს მზა სქემებს და მოქმედებს ისე, როგორც მიჩვეულია. იმის გამო, რომ სამყარო სწრაფად და მკვეთრად იცვლება და პრობლემებიც უფრო კომპლექსურია ხოლმე, მათ გადასაჭრელად ახალი იდეების მოფიქრება გვჭირდება, რადგან დღევანდელობა არაფრით ჰგავს ძველ დროს.

Design Thinking-ი კი სწორედ იმას გვასწავლის, როგორ ვიფიქროთ და გადავჭრათ დღევანდელობის და მომავლის პრობლემები. ბიზნეს სექტორს სურს, რომ მომავალში წარმატებული იყოს, საჯარო სექტორსაც უნდა, რომ ხალხისთვის, ცხოველებისთვის, გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის სარგებელი მოიტანოს და ამისათვის მათ განსხვავებულად, შემოქმედებითად ფიქრი სჭირდებათ. თავდაპირველად საჭიროა სურვილი, რომ საშუალო გადაწყვეტებით არ დაკმაყოფილდე, ასევე, კომპეტენცია, გუნდური მუშაობა, ყველაზე ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენს თავში სტანდარტების დარღვევა და შორს გახედვა, ემპათია. ვფიქრობ, შემოქმედებითი აზროვნება უფრო უნარებია, ვიდრე ცოდნა.

საინტერესოა, როგორ უნდა განვივითაროთ აღნიშნული უნარები?

მნიშვნელოვანია, გარკვეულ საკითხებს განსხვავებულად მივუდგეთ და გადავაფასოთ ისინი, პრობლემებს სხვა კუთხე მოვუძებნოთ და ადამიანებს გავუგოთ. როცა ყოველდღიურად ამ მეთოდოლოგიას ნერგავ, შემდეგ ამ პროცესის შემადგენელი კომპონენტები ერთიანი გამოცდილებასავით გიგროვდება. შეიძლება, შენს სამუშაო ადგილზე, ეს მეთოდოლოგია უკვე დანერგილი იყოს და უბრალოდ გჭირდებოდეს, რომ შენ თვითონ განავითარო.

რაც შეეხება „ალტე უნივერსიტეტისთვის“ შექმნილ კურსს, რით განსხვავდება ის სხვა კურსებისგან და რას მიიღებს მსურველი?

კურსში მონაწილეობის მისაღებად არ გჭირდება არაფერი, არც კონკრეტული პროფესია ან რაიმე სპეციალური განათლება, გარდა სურვილისა.

Design Thinking-ის კურსის შედგენისას ვფიქრობდით, რა ხანგრძლივობის ყოფილიყო და შემდეგ მივიჩნიეთ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი თითოეული მონაწილე რამდენიმე დღე, დილიდან საღამომდე, სრულად კონცენტრირებული იქნებოდა ერთ მიმართულებაზე, სწორედ ამიტომ შევქმენით 3 დღიანი ინტენსიური პროგრამა. ის, რაც შეიძლება სხვა შემთხვევაში 3-4 თვე გაგრძელებულიყო, ჩავატიეთ სამ დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა Design Thinking-ის კურსს სულ ეს დრო უნდა დაუთმოს. რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მონაწილემ უმოკლეს დროში პრობლემების სხვაგვარი გადაწყვეტების მოფიქრება დაიწყოს. რა თქმა უნდა, ამას გამოცდილების დაგროვება და უნარების დახვეწა სჭირდება, რისთვისაც სამი დღე საკმარისი არ არის, თუმცა, ინტენსიური კურსი საშუალებას მოგცემთ, ძირითადი მიმართულება მიიღოთ და შემდეგ მიჰყვეთ მას.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეს ეცოდინება, რას ნიშნავს Design Thinking-ი, რას მოიცავს ის, რა უნარები უნდა განივითარო ამისთვის, როგორ უნდა იფიქრო და მიიღო ეფექტური გადაწყვეტილება.

კურსის ფარგლებში გვექნება იდეების გენერირების პროცესი, დაკომპლექტდება ჯგუფები, შემდეგ გაიტესტება იდეები, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს, დანერგოს შემოქმედებითი აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი საგრძნობლად მოკლე დროში დაიწყებს უკეთესი იდეების გენერირებასა და სამსახურებრივი ამოცანებისა თუ პრობლემების სხვაგვარად გადაწყვეტას.

როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში Design Thinking-ი და როგორ ინერგება ის?

ჩვენ Design Thinking-ს ვიყენებდით მანამდეც, სანამ გვეცოდინებოდა, რომ ის, როგორც დარგი არსებობს, რადგან ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მაინც შემოქმედებით პროცესთან გვქონდა საქმე. თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითარდება იგი. პროცესი წინ მიიწევს იმისდა მიხედვით, თუ რამდენი გამოცდილებაც გვიგროვდება. მთავარია, ვიყოთ ღია და არ ჩავიკეტოთ საკუთარ წარმოდგენებში, რათა შევძლოთ საკითხის სხვაგვარი დანახვა.

ეკა ყიფიანის საავტორო კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

Design Thinking-ის კურსი 4,5,6 თებერვალს ჩატარდება. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ალტე უნივერსიტეტის“ ვებ-გვერდზე: https://alte.edu.ge/storage/files/8-design-thinking-1.pdf

R