პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭელიძე თითქმის მიბჯენით, ზურგში ესვრის კვარაცხელიას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰოლივუდური ფილმის სცენარია" - პროკურორი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე
"ჭელიძე თითქმის მიბჯენით, ზურგში ესვრის კვარაცხელიას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰოლივუდური ფილმის სცენარია" - პროკურორი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე

"კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ცუდს იტყო­და, მას­ზე ყვე­ლა რო­გორც ნო­ვა­ტორ­ზე, რო­გორც სი­ახ­ლე­ე­ბის გე­ნე­რა­ტორ­ზე სა­უბ­რობს. მარ­თლა მაქვს კი­თხვა - რა­ტომ? ამ კი­თხვა­ზე გამ­ცენ პა­სუ­ხი იმ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც მისი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს" - ეს სი­ტყვე­ბი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე, მათ შო­რის, რო­გორ ჩა­უ­საფ­რდნენ მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორ მოკ­ლეს ის და რო­გორ მი­ი­მალ­ნენ. პრო­კუ­რო­რის თქმით, მკვლე­ლო­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რა­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი და რაც მან ნახა, ჰო­ლი­ვუ­დის სცე­ნარს ჰგავს.

"15 სექ­ტემ­ბერს, დღის სა­ა­თებ­ში, ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლია იმ­ყო­ფე­ბო­და პი­რად საქ­მე­ზე, კუ­რი­ერს ელო­დე­ბო­და, გა­მო­წე­რი­ლი ნივ­თი უნდა გა­მო­ერ­თმია.

ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე დღემ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, მათ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა - ტყვი­ე­ბი და მო­ემ­ზად­ნენ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის. "ჰი­უნ­დაი ელანტრა" იქი­რა­ვეს და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან დას­დევ­დნენ კვა­რა­ცხე­ლი­ას კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილს და შე­სა­ფე­რის მო­მენტს ელო­დე­ბოდ­ნენ. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, კა­ვი­ლა­ძე იჯდა სა­ჭეს­თან, გვერ­დით ეჯდა ალე­კო ჭე­ლი­ძე, ნა­ხეს კვა­რა­ცხე­ლი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლი, გაჰ­ყვნენ მას უკან და მას შემ­დეგ, რაც ის ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე შე­ვი­და და ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ა­პარ­კინ­გა, კუ­რი­ერ­თან მი­ვი­და და გა­მო­წე­რი­ლი ნივ­თი გა­მო­არ­თვა. გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძემ მან­ქა­ნა კვარ­ცხე­ლი­ას მან­ქა­ნი­დან 15-20 მეტრში გა­ა­ჩე­რა, სა­ი­და­ნაც ჭე­ლი­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გად­მო­ვი­და. ჭე­ლი­ძე კვა­რა­ცხე­ლი­ას ავ­ტო­მო­ბილ­თან და­ე­ლო­და, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და უკან. ნივ­თის აღე­ბის შემ­დეგ, კვა­რა­ცხე­ლია პი­რის­პირ ხვდე­ბა აკო ჭე­ლი­ძეს, ის ზურ­გით შეტ­რი­ალ­და ჭე­ლი­ძის­კენ, ბრალ­დე­ბუ­ლი იღებს ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს და თით­ქმის მიბ­ჯე­ნით, იწყებს მის­თვის ზურ­გში სრო­ლას, ვაზ­ნე­ბი არ ელე­ვა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მო­არ­ტყა, კვა­რა­ცხე­ლი­ამ ვე­რა­ფე­რი ქნა, მან­ქა­ნა­შიც ვერ ჩაჯ­და, ძა­ლაც არ ეყო და მან­ქა­ნის უკან გა­იქ­ცა. კვა­რა­ცხე­ლი­აც და ჭე­ლი­ძეც ტო­ლე­ბი არი­ან, არ ვიცი რა უნ­დო­დათ. კვა­რა­ცხე­ლია უკან ცდი­ლობს გაქ­ცე­ვას, ჭე­ლი­ძე უკან მის­დევს, არ ანე­ბებს თავს, კი­დევ ერთი სრო­ლა, კი­დევ მე­ო­რე სრო­ლა, მა­ინც არ და­ა­ნე­ბა თავი, წაქ­ცე­ულს ეს­ვრის, და­ი­ღა­ლა თვი­თო­ნაც და მჭი­დიც და­ცა­ლა. კვა­რა­ცხე­ლია სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და, ჭე­ლი­ძე გა­იქ­ცა და კა­ვი­ლა­ძის ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­და და ორი­ვე გარ­ბის.

ორი­ვე აგ­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე და­ტო­ვე­ბულ მან­ქა­ნა­ში გა­დას­ხდნენ, მერე ტაქ­სებ­ში, ყო­ველ­დღე იც­ვლიდ­ნენ ად­გილ­სამ­ყო­ფელს და ბო­ლოს და­ვა­კა­ვეთ.

მკვლე­ლო­ბა კა­მე­რე­ბის ქვეშ ხდე­ბა, დათ­ვლა შე­იძ­ლე­ბა სრო­ლე­ბის, რო­გორ გარ­ბის კვა­რა­ცხე­ლია მან­ქა­ნის უკან და რო­გორ ეს­ვრის მას ჭე­ლი­ძე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რია, ამ ყვე­ლა­ფერს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­მო­გიდ­გენთ და თქვენც ზუს­ტად ეს გან­ცდა დაგ­რჩე­ბათ, რა გან­ცდი­თაც ახლა გე­სა­უბ­რე­ბით. არც პა­ტა­რა ვარ და არც ცოტა მი­ნა­ხავს, მსგავ­სი არ მი­ნა­ხავს, სპე­ცე­ფექ­ტე­ბით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რომ იტყვი­ან. ამ კა­მე­რას თქვენ წი­ნა­შე რომ გა­მო­ვიკ­ვლევთ, მერე ვკი­თხოთ ბრალ­დე­ბუ­ლებს, ეს ქმე­დე­ბა რა­ტომ ჩა­ი­დი­ნეს. არამ­ხო­ლოდ კა­მე­რას, თვითმხილ­ვე­ლებს წარ­მო­გიდ­გენთ.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო სი­ცო­ცხლეს­თან, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მოხ­და.

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ არ ვი­ცო­დი, ადა­მი­ან­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ი­ღო ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ იქ არ დარ­ჩა, შექ­მნა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა, ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი ჰქონ­და, 3-მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ჭო­რი­კა­ნა არ გა­მოჩ­ნდა, ვინც კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ცუდს იტყო­და, პი­რი­ქით მას ყვე­ლა რო­გორც ნო­ვა­ტორ­ზე, რო­გორც სი­ახ­ლე­ე­ბის გე­ნე­რა­ტორ­ზე სა­უბ­რობს, მარ­თლა მაქვს კი­თხვა - რა­ტომ? ამ კი­თხვა­ზე გამ­ცენ პა­სუ­ხი იმ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნეს",- გა­ნა­ცხა­და შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

თუ მამამისს რამე დანაშაული ქონდა ჩადენილი მიდი და იმასთან გაარკვიე. ასეთ ახალგაზრდას როგორ კლავ? რა დაგიშავა? ასეთი გარეწრები როგორ იბადებიან მიკვირს რა. უბრალოდ ის გაამწარეს და ეს ბიჭი ცხოველივით უგულოდ და აუღელვებლად მოკლეს. მანიაკია ამის მკვლელი აბა რაარის? მანიაკი ან უნდა დახვრიტო ან სამუდამოდ ციხეში უნდა დაალპო. იცით რისი ბრალია ასეთი თავაშვებულება? სასჯელი რო არ სასჯელობს აი მაგის ბრალია. ადამიანის განზრახ მკვლელობაზე უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე და მერე ნახავთ თუ მოხდება ამდენი მკვლელობა. 

koronie
2

ჩამოახრჩო უნდა მასეთი წურბელები !

ავტორი:

"ჭელიძე თითქმის მიბჯენით, ზურგში ესვრის კვარაცხელიას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰოლივუდური ფილმის სცენარია" - პროკურორი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე

"ჭელიძე თითქმის მიბჯენით, ზურგში ესვრის კვარაცხელიას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი... ჰოლივუდური ფილმის სცენარია" - პროკურორი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე

"კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, მასზე ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს. მართლა მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს" - ეს სიტყვები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვისას შესავალი სიტყვის წარმოთქმისას გია შაიშმელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე, მათ შორის, როგორ ჩაუსაფრდნენ მას ბრალდებულები, როგორ მოკლეს ის და როგორ მიიმალნენ. პროკურორის თქმით, მკვლელობა ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი და რაც მან ნახა, ჰოლივუდის სცენარს ჰგავს.

"15 სექტემბერს, დღის საათებში, ნიკოლოზ კვარაცხელია იმყოფებოდა პირად საქმეზე, კურიერს ელოდებოდა, გამოწერილი ნივთი უნდა გამოერთმია.

ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობდნენ, მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს იარაღი, საბრძოლო მასალა - ტყვიები და მოემზადნენ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის. "ჰიუნდაი ელანტრა" იქირავეს და მთელი დღის განმავლობაში უკან დასდევდნენ კვარაცხელიას კუთვნილ ავტომობილს და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ. საღამოს საათებში, კავილაძე იჯდა საჭესთან, გვერდით ეჯდა ალეკო ჭელიძე, ნახეს კვარაცხელიას ავტომობილი, გაჰყვნენ მას უკან და მას შემდეგ, რაც ის ანჯაფარიძის ქუჩაზე შევიდა და ავტომობილი დააპარკინგა, კურიერთან მივიდა და გამოწერილი ნივთი გამოართვა. გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.

ორივე აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში გადასხდნენ, მერე ტაქსებში, ყოველდღე იცვლიდნენ ადგილსამყოფელს და ბოლოს დავაკავეთ.

მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძე, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ.

ნიკა კვარაცხელიას დაზიანებები იმდენად შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან, მისი გადარჩენა ვერ მოხდა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შესახებ არ ვიცოდი, ადამიანმა საზღვარგარეთ მიიღო ძალიან მაგარი განათლება, მაგრამ იქ არ დარჩა, შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი ონლაინ პლატფორმა, ძალიან ბევრი პროექტი ჰქონდა, 3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე, როგორც სიახლეების გენერატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა - რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"