ნოვაკ ჯოკოვიჩი დეპორტირებული იქნა ავსტრალიიდან მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი წააგო.
ჯოკოვიჩმა თქვა, რომ ის "უკიდურესად იმედგაცრუებულია".
ის მელბურნის აეროპორტიდან გაფრინდა.
შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ჩოგბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღია ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
შეგახსენებთ, სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი. დაემსგავნენ ნელნელა ეგრეთწოდებული დემოკრატიის მოთამაშე ქვეყნები , რუსეთს
ორივე მხარე არასწორად მოიქცა. ჯოკოვიჩი რომ მიფრინავდა ხმამაღლა აცხადებდა რა საბუთით მიდიოდა, ეტყობა უნდოდა ხაზი გაესვა რომ აუცრელია. ახალგაზრდა, ჯანმრთელი კაცი, ნავარჯიშები, რა ჯანმრთელობოს მიზეზი უნდა გქონდეს იმისთანა რომ აცრა ვერ აიტანო? გაჩუმება, წყნარად, მშვიდად მიხედე საქმეს და უნდა ეწევი პროპაგანდას.
ავსტრალია კიდევ სამარცხვინოები - ჯანმრთელ ადამიანს თიშავენ ტურნირიდან! ანუ ჯამრთელების დისკრიმინაციას ეწევიან. ის რომ ჯანმრთელი ხარ არ არის საკმარისი, მაინცდამაინც აცრილი უნდა იყო?
სულ გადაგვარდა ადამიანთა მოდგმა რა