პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება" - ადვოკატი
"მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება" - ადვოკატი

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღემ­დე არ ეძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა ყო­ველ­დღი­უ­რად არ­ღვევს" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან გა­ნა­ცხა­და.

მშვე­ნი­ე­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის გამო, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში ვი­ზი­ტამ­დე "პი­სი­არ" ტეს­ტის გა­კე­თე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებს, ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღეს ვერ შეხ­ვდა.

"ჩვენ­თვის არ იყო აქამ­დე ცნო­ბი­ლი, დღეს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ამოქ­მედ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­ზი­ტო­რე­ბი მხო­ლოდ "პი­სი­არ" ტეს­ტით და­იშ­ვე­ბი­ან და აღარ არის საკ­მა­რი­სი სწრა­ფი ტეს­ტი, რო­მელ­საც აქამ­დე ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტის წინ ვი­კე­თებ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ვე­ღარ მო­ეს­წრე­ბა "პი­სი­არ" ტეს­ტის გა­კე­თე­ბა და შეს­ვლა. დღეს გვინ­დო­და გვე­სა­უბ­რა ბა­ტონ მი­ხე­ილ­თან იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც ის დგას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ად­ვო­კა­ტებს, ჩემი კო­ლე­გე­ბის ნა­წილს "პი­სი­არ" ტეს­ტიც აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, არ ეძ­ლე­ვათ მას­თან პი­რის­პირ, მი­ყუ­რა­დე­ბის გა­რე­შე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც რე­ა­ლურ დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­შობს დაც­ვის უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა არის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მო. მშვე­ნი­ე­რა­ძე ფიქ­რობს, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, სა­სა­მარ­თლო­ში სა­არ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს.

მან ასე­ვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზეც ისა­უბ­რა.

"როცა ვლა­პა­რა­კობთ ჯან­დაც­ვის უფ­ლე­ბებ­ზე, უნდა ვთქვათ, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს აკის­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წე­რი­ლო­ბი­თი უარი გვი­თხრას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რომ­ლის გა­სა­ჩივ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვექ­ნე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში, თუმ­ცა ის ამა­საც არ აკე­თებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ, ად­ვო­კა­ტე­ბი, გან­ვი­ხი­ლავთ, რომ სა­სა­მარ­თლოს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მივ­მარ­თოთ“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი!
0

მოლაშვილს, თეთრაძეს და სხვა მრავალ პატიმარს ექიმი და მნახველი არ ჭირდებოდათ? მათთან თვეების განმავლობაში ფეხს არავის აკარებიებდნენ. თუ შეზღუდული აქვს სააკაშვილს ექიმების, ადვოკატების ნახვა და ა.შ. სატელეფონო საუბრები არ აქვს, მაშინ ამდენი მისი მიმართვები როგორ ვრცელდება? დაიღალა ხალხი აღარ უნდათ მისი ამდენი სიცრუის და უნამუსო გამოთქმების მოსმენა, გასაგებია? დაგვასვენეთ. ერთხელაც გაგიჟდება მის მიერ მოკლული და უდაშაულოთ ციხეებში ჩაყრილი ახალგაზრდების ახლობლები და განაჩენს ჩვენ თვითონ გამოვუტანთ. გ ა ი გ ე თ ბ ო ლ ო ს დ ა ბ ო ლ ო ს......

ვაააა
0

ეგ ნიკოლოზი ექიმია თუ ვექილი? დაბერდა და ალბათ მიხო ჯაბნის, გულწრფელად მეცოდება. თუმცა.......სამაგიეროს სთხოვს პატივისცემისთვის.

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება, რაც არის კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემა ყოველდღიურად არღვევს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა.

მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის გამო, რომელიც ციხეში ვიზიტამდე "პისიარ" ტესტის გაკეთებას ავალდებულებს, ის მიხეილ სააკაშვილს დღეს ვერ შეხვდა.

"ჩვენთვის არ იყო აქამდე ცნობილი, დღეს ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ვიზიტორები მხოლოდ "პისიარ" ტესტით დაიშვებიან და აღარ არის საკმარისი სწრაფი ტესტი, რომელსაც აქამდე ყოველი ვიზიტის წინ ვიკეთებდით. შესაბამისად, დღეს ვეღარ მოესწრება "პისიარ" ტესტის გაკეთება და შესვლა. დღეს გვინდოდა გვესაუბრა ბატონ მიხეილთან იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ის დგას. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებს, ჩემი კოლეგების ნაწილს "პისიარ" ტესტიც აქვთ გაკეთებული, არ ეძლევათ მასთან პირისპირ, მიყურადების გარეშე კომუნიკაციის საშუალება, რაც რეალურ დაბრკოლებას წარმოშობს დაცვის უფლების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მშვენიერაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, სასამართლოში საარჩელი შეიტანოს.

მან ასევე ყოფილი პრეზიდენტისთვის ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების შეზღუდვაზეც ისაუბრა.

"როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვის უფლებებზე, უნდა ვთქვათ, რომ კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს აკისრებს ვალდებულებას წერილობითი უარი გვითხრას ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, რომლის გასაჩივრების საშუალებაც გვექნებოდა სასამართლოში, თუმცა ის ამასაც არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ადვოკატები, განვიხილავთ, რომ სასამართლოს უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მივმართოთ“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"