პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას" - ჯანდაცვის მინისტრი
"მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის­თვის მზად არის. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბის ზრდის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"გა­სუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა. სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რად 3 000 შემ­თხვე­ვამ­დე გვაქვს, სა­ი­და­ნაც 1000-მდე შემ­თხვე­ვა ახა­ლი შტა­მი "ომიკ­რო­ნია“. შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თად ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ "ომიკ­რო­ნის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი. გაზ­რდი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვაქვს გაზ­რდი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ შემ­ცი­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იქ­ნე­ბა გაზ­რდი­ლი "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვე­ბი, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და მზად არის გა­უმკლავ­დეს ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას“, - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ "ფა­ი­ზე­რი­სა“ და "მერ­კის“ წარ­მო­ე­ბის ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა.

"ად­გილ­ზე გვაქვს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რი­თაც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ასე­ვე შე­ვუკ­ვე­თეთ და რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­მა­ტე­ბით გვექ­ნე­ბა "ფა­ი­ზე­რის“ და "მერ­კის“ წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ დიდი ეფექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ასე­ვე, დღე­ი­დან ჯან­მო-ს ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­სის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი ჰოს­პიტ­ლე­ბის ად­გილ­ზე მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის, ასე­ვე რე­ა­ნი­მა­ცი­ის და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მშვი­დად და უსაფრ­თხოდ შე­ეძ­ლე­ბათ ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რად გაგ­რძე­ლე­ბა. მინ­და მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვი­სა და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დო“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

რა ახლოსაა ჯანდაცვასთან))

beso
0

ასეთით იწყებს საქმიანობას!? ვაი ჩვენს თავს, ტიკარაძე ორია!? გიხაროდეთ!>>>>>>ამ განცხადებას იმნაძე-გამყრელიძე, თუ ცერცვაძე-ჩხაიძეც გააკეთებდა, სულ ესაა!? 

ავტორი:

"მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას" - ჯანდაცვის მინისტრი

"მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას" - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა გამოწვევისთვის მზად არის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და "ომიკრონით“ ინფიცირების ზრდის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს ექნება ჰოსპიტალში განთავსების საშუალება.

"გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი "ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ "ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი "ომიკრონის“ შემთხვევები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ "ფაიზერისა“ და "მერკის“ წარმოების ახალი მედიკამენტები იქნება.

"ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობას ვახორციელებთ. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება "ფაიზერის“ და "მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა.

ასევე, დღეიდან ჯანმო-ს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის აქტიურად გაგრძელება. მინდა მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.