პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო, მოვუწოდებთ ეს ინიციატივა უკან წაიღონ" - გაერო
"შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო, მოვუწოდებთ ეს ინიციატივა უკან წაიღონ" - გაერო

"ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ პარ­ლა­მენ­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბის წარ­დგე­ნის გამო. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის, რო­მელ­საც მთა­ვა­რი როლი აქვს წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვა­ში" - ამის შე­სა­ხებ გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მო­ვუ­წო­დებთ უკან წა­ი­ღონ ინი­ცი­ა­ტი­ვა და უზ­რუნ­ველ­ყონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი უქ­მდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს დღეს წა­რედ­გი­ნე­ბა. პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ნაც­ვლად, ორი უწყე­ბა - სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იქ­მნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­თა გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, მას პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის კონ­ტრო­ლის და ყვე­ლა ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრა­ლურ ბან­კში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცია ენი­ჭე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
1

ნაცებმა უკვე აფრინეს ქსივა გეეეეროში! პასუხიც მყისიერი იციან, კიარ გაერკვევიან ვითარებაში, ეგრევე ხვნეშა შფოთვა ეწყებათ, რაც ძალიან საეჭვოაა!!! "ნაც,გავარიტ, ბოგ გავარიტ"-ია მათთვის? თუ რაშია საქმე???

რატი
1

ყველანაირად უვარგისი ორგანიზაცია. თუ ასეთი მზრუნველები ხართ, რუსეთს მოუწოდეთ (თან ხშირხშირად), სულ მცირე, შეწყვიტოს დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების შევიწროება.

ავტორი:

"შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო, მოვუწოდებთ ეს ინიციატივა უკან წაიღონ" - გაერო

"შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო, მოვუწოდებთ ეს ინიციატივა უკან წაიღონ" - გაერო

"ღრმად შეშფოთებული ვართ პარლამენტისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ წინადადების წარდგენის გამო. დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რომელსაც მთავარი როლი აქვს წამების პრევენციასა და კონფიდენციალურობის დაცვაში" - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ უკან წაიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.