პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" - აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" - აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბულ­მა აკო ჭე­ლი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღი­ა­რა. რო­გორც ჭე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ მი­იჩ­ნევს, კერ­ძოდ, ის ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბას ჯგუ­ფურ ნა­წილ­ში არ ეთან­ხმე­ბა და აცხა­დებს, რომ მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი არ ჰყო­ლია.

"ეს და­ნა­შა­უ­ლი არის ჩემი ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ არ მყო­ლია თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი და არ ჩა­მი­დე­ნია ჯგუ­ფუ­რად",- გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს, ის თავს წარ­დგე­ნი­ლი ორი ბრალ­დე­ბი­დან არც ერ­თში დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მისი და­ნა­შა­უ­ლი, მი­სი­ვე თქმით, მხო­ლოდ ის არის, რომ "მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა".

კა­ვი­ლა­ძემ ასე­ვე უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს ენ­დო­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბრალს, და­ვი­წყებ ია­რა­ღის ჯგუ­ფუ­რად ტა­რე­ბით, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ უნდა ატა­როს ერ­თდრო­უ­ლად ორმა ადა­მი­ან­მა ერთი ია­რა­ღი. მე არ ვა­ღი­ა­რებ ამ ბრალს, თუმ­ცა, არ ვი­ტყვი რომ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ და ან­გე­ლო­ზი ვარ, დამ­ნა­შა­ვე ვარ, რომ არ წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გან­ვა­ცხა­დე, მზად ვარ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო. ადა­მი­ა­ნი არის გარ­დაც­ვლი­ლი, ამას მე მაბ­რა­ლე­ბენ, ზუს­ტად ამ ბრალ­დე­ბის გამო ვარ სა­პა­ტიმ­რო­ში. მზად ვარ, სა­სა­მარ­თლოს მო­ვახ­სე­ნო, რა მოხ­და ჩემ თავს",- გა­ნა­ცხა­და კა­ვი­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად ჰქონ­დათ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მკვლე­ლო­ბის დღი­დან ეძებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვეს. აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ბრა­ლი ედე­ბა ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ხრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

რას ბოდიალობთ? ვიდეოკამერებს აქვს დაფიქსირებული მკვლელობა თავიდან ბოლომდე! მკვლელები არიან! მაგრამ რატომ მოკლეს,ახლა ეს აღიარონ!!!

Ariel
1

ეჰ რა გელით ნეტავ

ავტორი:

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" - აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი" - აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა. როგორც ჭელიძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს, კერძოდ, ის ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".

კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.

"რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგელოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს",- განაცხადა კავილაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.