მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ... " - აკაკი ბობოხიძე
"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ... " - აკაკი ბობოხიძე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებთ და ჩვენ მას ერთი ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­კი­თხვა უნდა და­ვუს­ვათ, სა­ნამ ახალ პრო­ცესს და­ვი­წყებთ, რო­გორ უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­ას­რუ­ლოს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი?!, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შარლ მი­შე­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ნამ ახა­ლი პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კი­თხი, რო­გორ უნდა აი­ძუ­ლონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­ას­რუ­ლოს ეს შე­თან­ხმე­ბა.

"ვხე­დავთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ვი­და შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბი­დან, ის არ აპი­რებს ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამი­ტომ, ჩვე­ნი ყვე­ლას ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ამის­კენ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებთ და ჩვენ მას ერთი ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­კი­თხვა უნდა და­ვუს­ვათ, სა­ნამ ახალ პრო­ცესს და­ვი­წყებთ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია იმ ჯერ­ჯე­რო­ბით მოქ­მედ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე? ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ, და­ნარ­ჩენ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა და ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა რო­გორ ვა­ი­ძუ­ლოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­ას­რუ­ლოს შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი?!“ , - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­რი­გე­ბის სა­კითხს, მისი თქმით, თა­ვად შე­სა­რი­გე­ბე­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი სჭირს.

რო­გორც ბო­ბო­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას სურს ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბო­დეს სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რა­საც, მისი შე­ფა­სე­ბით, შე­რი­გე­ბა არ სჭირ­დე­ბა

"ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ არა­ნა­ი­რი ე.წ. შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან შე­რი­გე­ბა არ არ­სე­ბობს, კე­თი­ლი ნე­ბის გა­რე­შე. გარ­და ამი­სა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა შე­რი­გე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ?! - მე არა­ფე­რი შე­სა­რი­გე­ბე­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან არ მჭირს, არც მდი­ნა­რა­ძეს­თან, არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და არც არა­ვის­თან ამ ქვე­ყა­ნა­ზე. მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტარ­დე­ბო­დეს გა­უ­ყალ­ბე­ბე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ო­დეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც ხალ­ხი უჭერს მხარს და ამას შე­რი­გე­ბა არ სჭირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბო­ბო­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
1

რით ვერ დამთავრდა შენი პრეტენზიები აკაკი, ვერ ირჩევ ნორმალურ ადგილს,პარტიას ხომ ხედავ და დაისვენე შენც და დაასვენე ეს ქვეყანაც.შენი.........

dato
2

არცერთი არჩევნები რაც ჩატარდა 2012 დან, არ გაყალბებულა და ბობოხიძის პარტიას თუ განულებული აქვს რეიტინგი, საკუტარ თავში ეძებონ მიზეზები მან, ბოკერიამ და უგულავამ.. ეგ ბობოხიძე იყო, 2007 ში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი ხელით რომ ასწორებდა საოლქო კომისიაში წიტელი პასტით ოქმებს და თუ ჰგონია, რომ ხალხს ეგ დაავიწყდა, ძალიან ცდება.მერეც, რა ნამუსით ირებს ხმას, როცა 2020 არჩევნებზე ნანულა ჟორჟოლიანმა ძალიან დიდი უპირატესობით მოუგო არჩევნები თავის ოლქში? რომ ჰკითხო მაგას, გააყალბეს და იმიტომო იტყვის და ნაცების სასარგებლოდ ოცნება გააყალბებდა??? ოდნავადაც ვერ ხვდება ეს კაცი, რომ მისი დრო პოლიტიკაში ამოიწურა.

ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ... " - აკაკი ბობოხიძე

"სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ... " - აკაკი ბობოხიძე

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ, სანამ ახალ პროცესს დავიწყებთ, როგორ უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება“ შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტი?!, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გავიდა. შესაბამისად, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, სანამ ახალი პროცესი დაიწყება, მნიშვნელოვანია საკითხი, როგორ უნდა აიძულონ "ქართული ოცნება“ შეასრულოს ეს შეთანხმება.

"ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება“ გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, ის არ აპირებს ამ შეთანხმების შესრულებას. ამიტომ, ჩვენი ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამისკენ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ვაპირებთ და ჩვენ მას ერთი ელემენტარული შეკითხვა უნდა დავუსვათ, სანამ ახალ პროცესს დავიწყებთ, სალომე ზურაბიშვილს როგორ წარმოუდგენია იმ ჯერჯერობით მოქმედ ხელშეკრულების აღსრულების მექანიზმებზე ნაბიჯები, რომელიც მოქმედებს შარლ მიშელის დოკუმენტზე? ქალბატონმა სალომემ, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა და ჩვენმა პარტნიორებმა როგორ ვაიძულოთ "ქართული ოცნება“ შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტი?!“ , - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება შერიგების საკითხს, მისი თქმით, თავად შესარიგებელი არავისთან არაფერი სჭირს.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მას სურს ქვეყანაში ტარდებოდეს სამართლიანი არჩევნები, რასაც, მისი შეფასებით, შერიგება არ სჭირდება

"ზოგადად მიმაჩნია, რომ არანაირი ე.წ. შერიგების პროცესი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან შერიგება არ არსებობს, კეთილი ნების გარეშე. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია, რა შერიგებაზე ვლაპარაკობთ?! - მე არაფერი შესარიგებელი კობახიძესთან არ მჭირს, არც მდინარაძესთან, არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან ამ ქვეყანაზე. მინდა, რომ საქართველოში ტარდებოდეს გაუყალბებელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოდიოდეს იმ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს და ამას შერიგება არ სჭირდება“, - აღნიშნა ბობოხიძემ.