სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე
ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე

ახა­ლი წელი ის დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლას უყ­ვარს. რო­გორ შეხ­ვდე მას, რო­გორ გა­ა­ფორ­მო სახ­ლი, რა ჩა­იც­ვა და რა მო­ამ­ზა­დო? - ეს კი­თხვე­ბი დე­კემ­ბრის თვი­დან ჩნდე­ბა.

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ახა­ლი 2022 წელი ვე­ფხვის წე­ლია. იმი­სათ­ვის, რომ მას ასი­ა­მოვ­ნოთ და მომ­დევ­ნო წელი თქვენ­თვის იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვე­ბი და არ და­ი­ვი­წყოთ ვე­ფხვის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი.

2022 წელი ცის­ფე­რი წყლის ვე­ფხვის წე­ლი­წა­დი იქ­ნე­ბა. ის მი­ზან­სწრა­ფულ და აქ­ტი­ურ ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა, ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დი იწყე­ბა, რაც ბევ­რის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. 2022 წლის სტი­ქია წყა­ლი და ხეა. წლის ფე­რე­ბი - თეთ­რი, ლურ­ჯი, ოქ­როს­ფე­რი და ვერ­ცხლის­ფე­რი. ცხო­ველ­თა მეფე და­ა­ფა­სებს ელე­გან­ტურ გა­ფორ­მე­ბას სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე. მა­გი­დის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ ნაძ­ვის ხის ტო­ტე­ბი, გირ­ჩე­ბი, სან­თლე­ბი, ხის ჭურ­ჭე­ლი ან აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვე­ფხვის წე­ლია, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ხორ­ცი და ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რად­გან ის ვე­ფხვის საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლია.

აი, რა შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე:

ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა

სა­ა­ხალ­წლოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ერ­თგვა­რი ჩვე­უ­ლე­ბაა, თუმ­ცა ბევ­რი ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს არატ­რა­დი­ცი­ულ, გან­სხვა­ვე­ბულ, მარ­ტივ და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს. ყვე­ლას არც აქვს დრო, მო­ამ­ზა­დოს ლაბა, სა­ცი­ვი, ხარ­ჩო და სხვა ისე­თი კერ­ძე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი დრო და ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა ძა­ლი­ან კარ­გი ვა­რი­ან­ტია, როცა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის მი­ნი­მა­ლის­ტუ­რად გაშ­ლა გაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. კომ­პა­ნია „ნი­კო­რას“ წარ­მო­ე­ბის შაშ­ხი, პრე­მი­უმ ხა­ზის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბა ღვი­ნო­სა და შამ­პა­ნურს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

რო­გორ ავა­წყოთ ხორ­ცის დაფა და რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მო­ვა­თავ­სოთ მას­ზე?

პირ­ველ რიგ­ში, აირ­ჩი­ეთ ხის დაფა ან ხის დიდი თეფ­ში, რად­გან ეს მა­სა­ლა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფი­გუ­რი­რებ­დეს 2022 წლის სა­ა­ხალ­წლო მა­გი­და­ზე. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, და­ფა­ზე და­ა­ლა­გეთ თხელ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი და შაშ­ხი. იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა „კა­ი­ზე­რის“ პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა და პრე­მი­უმ ხაზს წარ­მო­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო­თი და არო­მა­ტე­ბით. ძეხ­ვე­უ­ლი­დან შე­არ­ჩი­ეთ „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ და „სა­ლი­ა­მი“, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან და ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. და­ფა­ზე ლა­მა­ზად და­ა­ლა­გეთ რამ­დე­ნი­მე თხლად დაჭ­რი­ლი ნა­ჭე­რი. ასე­ვე, მო­ა­თავ­სეთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის შაშ­ხის 5-6 ნა­ჭე­რი, მა­გა­ლი­თად: მან­დო­ლი­ნა, ჩა­ლა­ღა­ჯი კლა­სი­კუ­რი, შე­ი­კა, პრო­შუ­ტო ან ღო­რის შაშ­ხი. ზო­გა­დად, ღო­რის ხორ­ცი კე­თილ­დღე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა. იტა­ლი­ა­ში და მრა­ვალ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ყო­ველ­თვის ფი­გუ­რი­რებს „პრო­შუ­ტო“ - ნედ­ლად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ღო­რის ხორ­ცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად იჭ­რე­ბა და უგემ­რი­ე­ლე­სია, რო­გორც ღვი­ნოს­თან მი­სარ­თმე­ვად, ისე სხვა­დას­ხვა კერ­ძებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დაფა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ ზე­თის­ხი­ლით.

კან­ჭის მე­ნიუ

კან­ჭის მე­ნიუ კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­რი­ან­ტია ლურ­ჯი წყლის ვე­ფხვის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. შე­ბო­ლი­ლი კან­ჭი მზა სა­ხით შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში. მა­გი­და­ზე მი­ტა­ნამ­დე, მო­ა­თავ­სეთ წი­ნას­წარ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში და და­ტო­ვეთ 20-25 წუ­თით, სა­ნამ კანი კარ­გად არ და­იბ­რა­წე­ბა და ტკა­ცუ­ნა არ გახ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ამ­ზა­დეთ გარ­ნი­რი:

  • მჟა­ვეს ასორ­ტი (კომ­ბოს­ტოს, წი­წა­კის და კიტ­რის მწნი­ლი);
  • 3-4 სა­ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე ცალი შებ­რა­წუ­ლი სო­სი­სი (მა­გა­ლი­თად, „ნი­კო­რას“ სო­სი­სი „ივე­რია“, ან „მი­უნ­ხე­ნუ­რი“ და სარ­დე­ლი. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ სო­სი­სე­ბი და სარ­დე­ლე­ბი შეწ­ვამ­დე და­ნით და­სე­როთ, რათა მათ ლა­მა­ზი ვი­ზუ­ა­ლი ჰქონ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ კან­ჭთან ერ­თად ღუ­მელ­ში შეწ­ვათ 3-5წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ნი­უს და­ურ­თეთ სა­სურ­ვე­ლი სო­უ­სი.

თევ­ზი

თუ აღ­მო­სავ­ლურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ვე­ლი ოჯა­ხი ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წლის მოს­ვლამ­დე თევზს მი­ირ­თმევს. მათ­თვის თევ­ზი სიმ­დიდ­რის სიმ­ბო­ლოა, რად­გან თა­ვად სი­ტყვა „თევ­ზი“ და „სი­უხ­ვე“ ერ­თნა­ი­რად გა­მო­ით­ქმის. ჩი­ნე­ლე­ბი არ ჭა­მენ მთლი­ან თევზს, ისი­ნი სიმ­ბო­ლურ მა­რაგს მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის­თვი­საც ტო­ვე­ბენ. ამი­ტომ, ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ის ნაჭ­რე­ბად იყი­დე­ბა და თა­ნაც, სა­მე­ფო ცხო­ველს მო­ე­წო­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მდიდ­რუ­ლი და ოქ­როს­ფე­რი, მათ შო­რის თევ­ზიც.

მწვა­ნი­ლი და ბოსტნე­უ­ლი

ხორ­ცის გარ­და მა­გი­და­ზე უნდა იდოს ყვი­თე­ლი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი და ყა­ვის­ფე­რი ბოსტნე­უ­ლი. მწვა­ნე ფერი წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლოა. და­დეთ თეფ­შით ცო­ცხა­ლი მწვა­ნი­ლიც (სა­ლა­თის ფო­თო­ლი, წიწ­მა­ტი, რუ­კო­ლა) და მწვა­ნე ბოსტნე­უ­ლი, ოღონდ არ შე­უ­რი­ოთ ასორ­ტში ბა­ზი­ლი­კი, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში და ნი­ა­ხუ­რი. 2022 წლის სიმ­ბო­ლო არა მარ­ტო ხორ­ცი, არა­მედ ბოსტნე­უ­ლი­ცაა, შე­გიძ­ლი­ათ მო­თუ­შოთ ან ორ­თქლზე მო­ამ­ზა­დოთ ისი­ნი.

ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, იხვი

ვე­ფხვს ცხო­ვე­ლე­ბის გარ­და, ასე­ვე უყ­ვარს ფრინ­ვე­ლიც. სა­სურ­ვე­ლია ის მთლი­ა­ნი და­დოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე. შე­გიძ­ლი­ათ ღუ­მელ­ში გა­მო­ა­ცხოთ ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი ან იხვი, გემ­რი­ე­ლი შიგ­თავ­სით.

დე­სერ­ტი

ას­ტრო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ დე­სერ­ტე­ბი 2022 წლის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის უნდა იყოს მკა­ფიო ფე­რე­ბის. ეს მო­ე­წო­ნე­ბა ვე­ფხვს და სახ­ლში წარ­მა­ტე­ბას მო­ი­ზი­დავს. ვე­ფხვს არ უყ­ვარს ტკბი­ლი, ამი­ტომ, არ ღირს ძა­ლი­ან ტკბი­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. მთა­ვა­რია, რომ დე­სერ­ტში გა­მო­ი­ყე­ნოთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი, თხი­ლე­უ­ლი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ვე­ფხვს გა­ა­ხა­რებთ ანა­ნა­სით, ფორ­თოხ­ლე­ბით. მა­გი­დის ცენ­ტრში დად­გით ვაზა მან­და­რი­ნე­ბით. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ გოგ­რა, ხურ­მა, ნე­ბის­მი­ე­რი ხილი ნა­რინ­ჯის­ფერ-ოქ­როს­ფერ ფე­რებ­ში.

რაც მთა­ვა­რია, ახალ წელს კარ­გი გან­წყო­ბით უნდა შეხ­ვდეთ. ყვე­ლა­ფე­რი ცუდი 2021 წელს გა­ა­ტა­ნეთ და არ და­გა­ვი­წყდეთ ნაძ­ვის ხეს­თან სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა, როცა სა­ა­თი 12-ს ჩა­მოჰ­კრავს.

ავტორი:

ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე

ვეფხვს ხორცი უყვარს - აი, რა უნდა დაახვედროთ ახალ, 2022 წელს საახალწლო სუფრაზე

ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც თითქმის ყველას უყვარს. როგორ შეხვდე მას, როგორ გააფორმო სახლი, რა ჩაიცვა და რა მოამზადო? - ეს კითხვები დეკემბრის თვიდან ჩნდება.

ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი 2022 წელი ვეფხვის წელია. იმისათვის, რომ მას ასიამოვნოთ და მომდევნო წელი თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდეს, უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები და არ დაივიწყოთ ვეფხვის კულინარიული უპირატესობები.

2022 წელი ცისფერი წყლის ვეფხვის წელიწადი იქნება. ის მიზანსწრაფულ და აქტიურ ცხოველად ითვლება, ამიტომ ცვლილებების პერიოდი იწყება, რაც ბევრისთვის წარმატებული აღმოჩნდება. 2022 წლის სტიქია წყალი და ხეა. წლის ფერები - თეთრი, ლურჯი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ცხოველთა მეფე დააფასებს ელეგანტურ გაფორმებას საახალწლო მაგიდაზე. მაგიდის მოსართავად გამოიყენეთ ნაძვის ხის ტოტები, გირჩები, სანთლები, ხის ჭურჭელი ან აქსესუარები.

გამომდინარე იქიდან, რომ ვეფხვის წელია, საახალწლო სუფრის მთავარი ინგრედიენტი აუცილებლად უნდა იყოს ხორცი და ხორცისგან მომზადებული პროდუქტები, რადგან ის ვეფხვის საყვარელი საჭმელია.

აი, რა შეგიძლიათ დადოთ საახალწლო სუფრაზე:

ხორცპროდუქტების დაფა

საახალწლოდ ტრადიციული კერძების მომზადება ერთგვარი ჩვეულებაა, თუმცა ბევრი ოჯახი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, უპირატესობას ანიჭებს არატრადიციულ, განსხვავებულ, მარტივ და საინტერესო კერძებს. ყველას არც აქვს დრო, მოამზადოს ლაბა, საცივი, ხარჩო და სხვა ისეთი კერძები, რომლებსაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ხორცპროდუქტების დაფა ძალიან კარგი ვარიანტია, როცა საახალწლო სუფრის მინიმალისტურად გაშლა გაქვს გადაწყვეტილი. კომპანია „ნიკორას“ წარმოების შაშხი, პრემიუმ ხაზის ხორცპროდუქტები, რომლებიც გერმანული ტექნოლოგიის მიხედვით მზადდება, განსაკუთრებით უხდება ღვინოსა და შამპანურს, რომლებიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

როგორ ავაწყოთ ხორცის დაფა და რომელი პროდუქტები მოვათავსოთ მასზე?

პირველ რიგში, აირჩიეთ ხის დაფა ან ხის დიდი თეფში, რადგან ეს მასალა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს 2022 წლის საახალწლო მაგიდაზე. მრავალფეროვნებისთვის, დაფაზე დაალაგეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი ძეხვეული და შაშხი. იდეალური არჩევანი იქნება „კაიზერის“ პროდუქცია, რომელიც გერმანული ტექნოლოგიით მზადდება და პრემიუმ ხაზს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და არომატებით. ძეხვეულიდან შეარჩიეთ „ბრაუნშვაიგური“ და „სალიამი“, რომლებიც ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან გემრიელია. დაფაზე ლამაზად დაალაგეთ რამდენიმე თხლად დაჭრილი ნაჭერი. ასევე, მოათავსეთ სხვადასხვა სახეობის შაშხის 5-6 ნაჭერი, მაგალითად: მანდოლინა, ჩალაღაჯი კლასიკური, შეიკა, პროშუტო ან ღორის შაშხი. ზოგადად, ღორის ხორცი კეთილდღეობის სიმბოლოა. იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში, საახალწლო სუფრაზე ყოველთვის ფიგურირებს „პროშუტო“ - ნედლად გამოყვანილი ღორის ხორცი, რომელიც ძალიან თხელ ნაჭრებად იჭრება და უგემრიელესია, როგორც ღვინოსთან მისართმევად, ისე სხვადასხვა კერძებში გამოსაყენებლად. ხორცპროდუქტების დაფა შეგიძლიათ გააფორმოთ ზეთისხილით.

კანჭის მენიუ

კანჭის მენიუ კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია ლურჯი წყლის ვეფხვის გულის მოსაგებად. შებოლილი კანჭი მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში. მაგიდაზე მიტანამდე, მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ 20-25 წუთით, სანამ კანი კარგად არ დაიბრაწება და ტკაცუნა არ გახდება. პარალელურად, მოამზადეთ გარნირი:

  • მჟავეს ასორტი (კომბოსტოს, წიწაკის და კიტრის მწნილი);
  • 3-4 სახეობის რამდენიმე ცალი შებრაწული სოსისი (მაგალითად, „ნიკორას“ სოსისი „ივერია“, ან „მიუნხენური“ და სარდელი. არ დაგავიწყდეთ, რომ სოსისები და სარდელები შეწვამდე დანით დასეროთ, რათა მათ ლამაზი ვიზუალი ჰქონდეთ. შეგიძლიათ კანჭთან ერთად ღუმელში შეწვათ 3-5წუთის განმავლობაში. მენიუს დაურთეთ სასურველი სოუსი.

თევზი

თუ აღმოსავლურ ტრადიციებზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ, რომ პრაქტიკულად ყოველი ოჯახი ჩინეთში ახალი წლის მოსვლამდე თევზს მიირთმევს. მათთვის თევზი სიმდიდრის სიმბოლოა, რადგან თავად სიტყვა „თევზი“ და „სიუხვე“ ერთნაირად გამოითქმის. ჩინელები არ ჭამენ მთლიან თევზს, ისინი სიმბოლურ მარაგს მომავალი დღეებისთვისაც ტოვებენ. ამიტომ, ნორვეგიული ორაგული იდეალური არჩევანი იქნება. ის ნაჭრებად იყიდება და თანაც, სამეფო ცხოველს მოეწონება ყველაფერი მდიდრული და ოქროსფერი, მათ შორის თევზიც.

მწვანილი და ბოსტნეული

ხორცის გარდა მაგიდაზე უნდა იდოს ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი ბოსტნეული. მწვანე ფერი წარმატების სიმბოლოა. დადეთ თეფშით ცოცხალი მწვანილიც (სალათის ფოთოლი, წიწმატი, რუკოლა) და მწვანე ბოსტნეული, ოღონდ არ შეურიოთ ასორტში ბაზილიკი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. 2022 წლის სიმბოლო არა მარტო ხორცი, არამედ ბოსტნეულიცაა, შეგიძლიათ მოთუშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ ისინი.

ქათამი, ინდაური, იხვი

ვეფხვს ცხოველების გარდა, ასევე უყვარს ფრინველიც. სასურველია ის მთლიანი დადოთ საახალწლო სუფრაზე. შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ ქათამი, ინდაური ან იხვი, გემრიელი შიგთავსით.

დესერტი

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დესერტები 2022 წლის საახალწლო სუფრისთვის უნდა იყოს მკაფიო ფერების. ეს მოეწონება ვეფხვს და სახლში წარმატებას მოიზიდავს. ვეფხვს არ უყვარს ტკბილი, ამიტომ, არ ღირს ძალიან ტკბილი კერძების მომზადება. მთავარია, რომ დესერტში გამოიყენოთ რძის პროდუქტები, თხილეული და ეგზოტიკური ხილი. ძალიან კარგი იქნება, თუ ვეფხვს გაახარებთ ანანასით, ფორთოხლებით. მაგიდის ცენტრში დადგით ვაზა მანდარინებით. ასევე, შეგიძლიათ დადოთ გოგრა, ხურმა, ნებისმიერი ხილი ნარინჯისფერ-ოქროსფერ ფერებში.

რაც მთავარია, ახალ წელს კარგი განწყობით უნდა შეხვდეთ. ყველაფერი ცუდი 2021 წელს გაატანეთ და არ დაგავიწყდეთ ნაძვის ხესთან სურვილის ჩაფიქრება, როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს.