პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა" - მარიამ ჯიშკარიანი ფსიქოტროპულ მედიკამენტზე
"მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა" - მარიამ ჯიშკარიანი ფსიქოტროპულ მედიკამენტზე

ცენ­ტრ „ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე ნერ­ვო­ლო­გი­უ­რად, ლა­ბი­ლუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა მკურ­ნა­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

ჯიშ­კა­რი­ა­ნის თქმით, გა­ეც­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათს და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კას, თუ რო­გო­რი ტაქ­ტი­კაა უპ­რი­ა­ნი, იმი­სათ­ვის რომ ალაგ­დეს „ის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც კვლავ არ­სე­ბობს და ის ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა და პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მწვა­ვეა“.

მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის­თვის რუს­თა­ვის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ნიშ­ნულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ რა­ტომ და­უ­ნიშ­ნეს ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რა­თი­და­ნაც არ ირ­კვე­ვა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იცო­და, რომ იღებ­და ამ პრე­პა­რა­ტებს, მაგ­რამ მან იცო­და, რომ ეს პრე­პა­რა­ტი იყო სა­ძი­ლე. რო­დე­საც ჩვენ მოვხსე­ნით ეს პრე­პა­რა­ტი 27 ნო­ემ­ბერს, მან მე­ო­რე დღეს­ვე იგ­რძნო ცვლი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და „ემ­პა­თი­ის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, მო­ა­ტყუ­ეს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­დე­საც ის იღებ­და პრე­პა­რატს, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­მა ასე უპა­სუ­ხა: „მე ვერ გე­ტყვით, ამა­ზე პა­სუ­ხი, ალ­ბათ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ექ­ნე­ბა - იყე­ნებ­დნენ ამ პრე­პა­რატს ზო­გა­დად სა­ძი­ლედ თუ რა­ი­მე გან­ზრახ­ვით? იმ ნერ­ვო­ლო­გი­ურ სიმპტო­მა­ტი­კა­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­მოვ­ლე­ნი­ლია, ე.წ ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია“,- გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

რო­გორც მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი აცხა­დებს, ეს პრე­პა­რა­ტე­ბი და­ნიშ­ნუ­ლია საკ­მა­ოდ დო­ზი­რე­ბით და ამან გა­მო­იწ­ვია ის, რა­ზეც სა­უბ­რობ­და უკ­რა­ი­ნე­ლი ად­ვო­კა­ტი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერც კი იცნო, იმ­დე­ნად იყო შეც­ვლი­ლი.

„პრე­პა­რა­ტის მოხ­სნის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და შეძ­ლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ­ჟა­მად, რჩე­ბა ემო­ცი­უ­რი ლა­ბი­ლო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გებ­თან და არად­რო­ულ გა­დაყ­ვა­ნას­თან კლი­ნი­კა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ად­გა ზი­ა­ნი, აღე­ნიშ­ნე­ბა ე.წ ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თია, რაც თვალ­სა­ჩი­ნოა. მე არ ვიცი ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ. ზო­გა­დად, რო­დე­საც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბა, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა ეს გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ფსი­ქო­ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი წა­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი­დან 1 კვი­რა­ში რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, ჯიშ­კა­რი­ან­მა გან­ცხა­და, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ვა. „გარ­და იმი­სა, რომ სა­ჭი­როა მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ასე­ვე სა­ჭი­როა, მომ­დევ­ნო ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც არ ვიცი სა­ქარ­თვე­ლო­ში სად ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
0

ამდენ ექიმს არ უნდა მისი გამოჯანმრთელება და ეს ერთი იბრძვის მარტო? მთელი ცხოვრება დიდ დოზებზეა ეგ და არ უნდა გაითვალისწინოთ?

გია
7

მიშა თავისუფალია !!! 

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა" - მარიამ ჯიშკარიანი ფსიქოტროპულ მედიკამენტზე

"მიხეილ სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა" - მარიამ ჯიშკარიანი ფსიქოტროპულ მედიკამენტზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა. აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯიშკარიანის თქმით, გაეცნენ სამედიცინო ბარათს და მკურნალობის ტაქტიკას, თუ როგორი ტაქტიკაა უპრიანი, იმისათვის რომ ალაგდეს „ის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც კვლავ არსებობს და ის ემოციური ლაბილობა და პოსტტრავმული აშლილობის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ მწვავეა“.

მარიამ ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დანიშნულ მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ თუ რატომ დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტი სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა.

"მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება“, - განაცხადა „ემპათიის“ ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება - იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით? იმ ნერვოლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია, ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაოდ დოზირებით და ამან გამოიწვია ის, რაზეც საუბრობდა უკრაინელი ადვოკატი, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, იმდენად იყო შეცვლილი.

„პრეპარატის მოხსნის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ამჟამად, რჩება ემოციური ლაბილობა, რაც დაკავშირებულია შიმშილობის შედეგებთან და არადროულ გადაყვანასთან კლინიკაში, შესაბამისად, მიადგა ზიანი, აღენიშნება ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც თვალსაჩინოა. მე არ ვიცი ვისი პასუხისმგებლობაა, რომელი გაიდლაინებით ხელმძღვანელობდნენ. ზოგადად, როდესაც ციხეებში ხდება, ფსიქოტროპული პრეპარატების არამიზნობრივი გამოყენება ეს განიხილება როგორც ფსიქოფარმაკოლოგიური წამება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იძლევა შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გორის ჰოსპიტალიდან 1 კვირაში რუსთავის ციხეში გადაიყვანონ, ჯიშკარიანმა განცხადა, რომ ამის შესაძლებლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა. „გარდა იმისა, რომ საჭიროა მულტიპროფილური მკურნალობა, ასევე საჭიროა, მომდევნო ნეირორეაბილიტაცია, რომელიც არ ვიცი საქართველოში სად ტარდება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.