როგორც ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი (სათაურით: "უკრაინის საზღვარზე რუსეთის აქტიურობამ დასავლეთი შეაშფოთა: კრემლი ევროპას და ამერიკას გამოცდას უწყობს“, ავტორი - დენ საბა), პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე რამდენიმე კვირაა შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინის საზღვართან შექმნილი სიტუაციით (რუსეთის ჯარების თავმოყრით, თითქოსდა უკრაინაში შეჭრის მიზნით). ჯო ბაიდენმა სერგეი ლავროვთან მოსალაპარაკებლად ხუთშაბათს სტოკჰოლმში ენტონი ბლინკენი გაგზავნა, მაგრამ აშკარაა, რომ შეხვედრამ სასურველი შედეგები არ მოიტანა. გამოდის, რომ რუსეთს კრიზისის გაგრძელება სურს.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის - თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ((RUSI) თანამშრომლის ნილ მელვინის აზრით, რუსეთის ჯარები თავმოყრის ხასიათი განხვავდება ა.წ. აპრილში მომხდარ მსგავს მოქმედებისგან. ამჟამინდელ შემთხვევაში აშკარად ჩანს სამხედრო ოპერაციების განხორციელებისადმი მზადყოფნის ნიშნები.
იბადება კითხვა - რატომ ახდენს სიტუაციის ფორსირებას რუსეთი?
მასზე პასუხის გაცემის მიზნით "გარდიანის“ ჟურნალისტი ესაუბრება ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელს, წარმოშობით უკრაინელ ანალიტიკოსს ორისია ლუტცევიჩს, რომელიც მიიჩნევს, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და ამიტომ კრემლი ვერ ითმენს, როცა ხედავს, თუ როგორ ნელა, მაგრამ შეუჩერებლივ მიიწევს დასავლეთისაკენ.
შეიძლება ვთქვათ, რომ კრემლი თავისი მოქმედებით აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის სიმტკიცეს ამოწმებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გერმანიის სათავეში ახალი მთავრობა მოდის. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის, დასავლეთმა უკრაინის დასაცავად (სამხედრო ფორმით) მაინცდამაინც თავი არ უნდა გამოიდოს. სწორედ ამიტომ ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიულ ქმედებას ძირითადად ეკონომიკური სანქციებით უპასუხებს.
ნილ მელვინის მტკიცებით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი სრულმასშტაბიან შეტევას დაიწყებს. "კრემლის მიზანი სულ სხვაა - ასეთ რეალობასთან მიახლოებული ნაბიჯით მოსკოვს მინსკის პროცესის გამოცოცხლება უფრო უნდა, ვიდრე ომის დაწყება. ცნობილია, რომ მინსკის შეთანხმება დამუხრუჭებულია და არ სრულდება“.
"რუსეთს უკრაინის ბუფერულ სახელმწიფოდ გადაქცევა სურს, რაც კრემლისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება - მას გვერდით ეყოლება ისეთი მოსაზღვრე ქვეყანა, რომლის შემადგენლობაში შევა ავტონომიური სტატუსის მქონე დონბასი და რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება ეყოლება. რუსეთს ვეტოს უფლება ექნება კიევის საგარეო პოლიტიკაში“, - ციტირებს "გარდიანი“ ბრიტანელი ექსპერტის ნათქვამს.
მაგრამ საქმე ისაა, რომ მინსკის შეთანხმების ასეთი ინტერპრეტირება უკრაინას არ აწყობს. ამიტომაც შეფერხდა დონბასის სიტუაციის მოგვარების პროცესი. ამასობაში დასავლელი ლიდერები კვლავ ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და მის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ხუთშაბათს ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმას განაცხადა, რომელიც სტოკჰოლმში სერგეი ლავროვს შეხვდა.
"ასე რომ, ეს ყველაფერი ერთგვარ სიმტკიცის გამოცდას წარმოადგენს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული", - ასეთი რეზიუმეა გაკეთებული "გარდიანის“ პუბლიკაციაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს უკრაინას ვითომ დამცველები გამოუჩნდნენ აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების სახით.
აშშ-მა ისევე როგორც 2003 წელს საქართველოში (ასევე სხვა ქვეყნებში), 2004 წელს უკრაინაშიც დააფინანსეს და მოახდინეს მორიგი ფერადი რევოლუცია, რომელსაც ნარინჯისფერი რევოლუცია დაარქვეს. მოაწყვეს ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა კიევის ცენტრალურ მოედანზე (მათ შორის მ. სააკაშვილის ორგანიზებით) და ხელისუფლებაში მოიყვანეს პროდასავლური მთავრობა.
ევროპასაც და აშშ-ს უკრაინა სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისათვის. უკრაინას ამარაგებენ ლეტალური იარაღით რუსეთის წინააღმდეგ.
დასავლეთს უნდა რომ გამოიყენონ უკრაინელები პროვაკაციების მოსაწყობად და საზარბაზნე ხორცად! არადა უკრაინელები და რუსები მოძმე ერები არიან. უკრაინაში მცხოვრები ყოველი მეხუთე ადამიანი (8 მილიონზე მეტი) რუსი ეროვნებისაა. მილიონობით შერეული ოჯახებია!
ღმერთმა არ ქნას რამე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს უკრაინამ დონბასის წინააღმდეგ, სადაც უმრავლესობას რუსები წარმოადგენენ!
უკრაინა დაკარგავს თავის სახელმწიფოებრიობას 24 საათში. ვერ უშველის ვერც ნატო და ვერც კატო!
რათ უნდათ მაგათ გამოცდა? ძაან კარგადაც იცის რუსეთმა ისინი რა ჩვრებიც არიან