პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრანიუსი“ იუბილარია, ტელეკომპანია 6 წლის გახდა
"პალიტრანიუსი“ იუბილარია, ტელეკომპანია 6 წლის გახდა

ახა­ლი ამ­ბე­ბის ტე­ლე­ვი­ზია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ იუ­ბი­ლა­რია. ტე­ლე­კომ­პა­ნია 6 წლის გახ­და.

თუ გსურთ მი­ი­ღოთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად, ასე­ვე, იყოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, უნდა უყუ­როთ "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“. ტე­ლე­კომ­პა­ნია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს გაც­ნობთ.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ გან­ვი­თა­რე­ბას აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს. არხზე და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში იხი­ლავს.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა მა­ყუ­რებ­ლის ნდო­ბაა. ეს არის ის, რის­თვი­საც ვმუ­შა­ობთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ წევ­რი კომ­პა­ნი­აა, ის სრუ­ლად იზი­ა­რებს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც "პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ 1995 წლი­დან აქვს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ის, რომ პა­ტივს ვცემთ მა­ყუ­რებ­ლის თა­ვი­სუ­ფალ აზრს. ეს არის მთა­ვა­რი, რაც საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შთა­გო­ნე­ბის წყა­როს გვაძ­ლევს.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ, მა­ყუ­რე­ბელს მი­ვა­წო­დოთ ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი სრულ­ყო­ფი­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს მთა­ვარ ამ­ბებ­ზე. ჩვენ დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვარ­ჩევთ აქ­ტუ­ა­ლურ სი­ახ­ლე­ებს და შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ დრო­ში ვაწ­ვდით მა­ყუ­რე­ბელს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც საქ­მი­ა­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ დროს გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მი­ვა­წო­დოთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რაც მათ უნდა იცოდ­ნენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდა ჰქონ­დეს, მე­დი­ას კი ამა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს და­ნიშ­ნუ­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, რომ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­ვუს­ვათ ხაზი. ასე ვი­მუ­შა­ოთ მი­უ­ხე­და­ვად იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა, რომ­ლის წი­ნა­შეც პე­რი­ო­დუ­ლად ვდგე­ბით. ჩვენ პრინ­ცი­პებს ურ­ყე­ვად მივ­ყვე­ბით“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტორ­მა ავ­თან­დილ წე­რე­თელ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა“ ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ეთე­რით გახ­სნა. გა­ნახ­ლდა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია, გაჩ­ნდა ახა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბაც.

"წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი ბევ­რი სი­ახ­ლით გავ­ხსე­ნით. გან­ვა­ახ­ლეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია, გა­ვაძ­ლი­ე­რეთ მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ "ახა­ლი ამ­ბე­ბი“. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ლა­ჟუ­რი სის­ტე­მა გვქონ­და, ახლა სა­ინ­ფორ­მა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბა გვაქვს, სა­დაც წამ­ყვა­ნი გა­მოჩ­ნდა. გარ­და ამი­სა, ორი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუ და­ვა­მა­ტეთ, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა უფრო მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შევ­ქმნათ. გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა და­ვა­მა­ტეთ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, მა­ყუ­რე­ბელ­მა მი­ი­ღოს სრულ­ყო­ფი­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია იმის­თვის, რომ ეფექ­ტუ­რი იყოს ის დრო, რა­საც ჩვენ­თან ერ­თად და­ხარ­ჯავს“, - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტორ­მა.

ავ­თან­დილ წე­რე­თელ­მა არ­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებ­ზეც ისა­უბ­რა.

"ჩვენ არა­ერ­თი კარ­გი იდეა გვაქვს, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მა­ყუ­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­ვეც­დე­ბით ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა, რაც მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან გვაქვს, გა­ვა­მარ­თლოთ.

"პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ უნდა უყუ­როთ, თუ გსურთ მი­ი­ღოთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად. ასე­ვე, იყოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. არხზე, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნო­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იც­ნოს. მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი მი­ი­ღოს, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი ჰქონ­დეს ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
0

მეტრეველი თუ ობიექტურია ტუხიაშვილზე ამას ვერ ვიტყვი 

გოგი
0

გილოცავთ! თქვენ უნდა გერქვათ მართლა "საზოგადოებრივი ტელევიზია".

ავტორი:

"პალიტრანიუსი“ იუბილარია, ტელეკომპანია 6 წლის გახდა

"პალიტრანიუსი“ იუბილარია, ტელეკომპანია 6 წლის გახდა

ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი“ იუბილარია. ტელეკომპანია 6 წლის გახდა.

თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიუკერძოებლად და ობიექტურად, ასევე, იყოთ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ, უნდა უყუროთ "პალიტრანიუსს“. ტელეკომპანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს გაცნობთ.

"პალიტრანიუსი“ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. არხზე დაგეგმილია არაერთი საინტერესო პროექტი, რომელსაც მაყურებელი უახლოეს პერიოდში იხილავს.

"ჩვენი მთავარი მიღწევა მაყურებლის ნდობაა. ეს არის ის, რისთვისაც ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, "პალიტრანიუსი“ "პალიტრა მედია ჰოლდინგის“ წევრი კომპანიაა, ის სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც "პალიტრა მედიას“ 1995 წლიდან აქვს. ჩვენი მთავარი საყრდენი და ღირებულება არის ის, რომ პატივს ვცემთ მაყურებლის თავისუფალ აზრს. ეს არის მთავარი, რაც საქმიანობაში შთაგონების წყაროს გვაძლევს.

ყოველთვის ვცდილობთ, მაყურებელს მივაწოდოთ ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მაყურებელი სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მთავარ ამბებზე. ჩვენ დიდი ყურადღებით ვარჩევთ აქტუალურ სიახლეებს და შემჭიდროებულ დროში ვაწვდით მაყურებელს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც საქმიანია. მნიშვნელოვანია, მათ დროს გავუფრთხილდეთ და მივაწოდოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მათ უნდა იცოდნენ.

საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების განცდა ჰქონდეს, მედიას კი ამაში ძალიან დიდი როლი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენს დანიშნულებად მივიჩნევთ, რომ ამ ღირებულებას გავუსვათ ხაზი. ასე ვიმუშაოთ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც პერიოდულად ვდგებით. ჩვენ პრინციპებს ურყევად მივყვებით“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ "პალიტრანიუსის“ დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა“ ახალი სატელევიზიო სეზონი მრავალფეროვანი ეთერით გახსნა. განახლდა სატელევიზიო სტუდია, გაჩნდა ახალი საინფორმაციო მიმართულებაც.

"წლევანდელი სეზონი ბევრი სიახლით გავხსენით. განვაახლეთ სატელევიზიო სტუდია, გავაძლიერეთ მთავარი მიმართულებები, კერძოდ "ახალი ამბები“. როგორც მოგეხსენებათ, კოლაჟური სისტემა გვქონდა, ახლა საინფორმაციო მიმართულება გვაქვს, სადაც წამყვანი გამოჩნდა. გარდა ამისა, ორი ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ დავამატეთ, რომელიც გვეხმარება უფრო მეტი მრავალფეროვნება შევქმნათ. გარდა ამისა, არაერთი საინტერესო შემეცნებითი გადაცემა დავამატეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მაყურებელმა მიიღოს სრულყოფილი, მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია იმისთვის, რომ ეფექტური იყოს ის დრო, რასაც ჩვენთან ერთად დახარჯავს“, - განაცხადა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ დირექტორმა.

ავთანდილ წერეთელმა არხის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენ არაერთი კარგი იდეა გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში მაყურებელს შევთავაზებთ ყველა მიმართულებით. შევეცდებით ნდობა და მხარდაჭერა, რაც მაყურებლის მხრიდან გვაქვს, გავამართლოთ.

"პალიტრანიუსს“ უნდა უყუროთ, თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიუკერძოებლად და ობიექტურად. ასევე, იყოთ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე. არხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს გაეცნობით. მნიშვნელოვანია, მაყურებელმა საინტერესო ადამიანები გაიცნოს. მიუკერძოებელი მოსაზრებები მიიღოს, საკუთარი თავისუფალი აზრი ჰქონდეს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა "პალიტრანიუსის“ დირექტორმა.