პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც სამძიმარზე მოსულა" - კობა დავითაშვილის მეუღლე იხსენებს, როგორ გახდა სააკაშვილი მათი შვილის ნათლია
"სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც სამძიმარზე მოსულა" - კობა დავითაშვილის მეუღლე იხსენებს, როგორ გახდა სააკაშვილი მათი შვილის ნათლია

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ინგა ბი­წა­ძე ამ­ბობს, რომ კო­ბამ ბო­ლოს ყვე­ლას აპა­ტია, მი­შას გარ­და.

- კობა ამ­ბობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და ქვეყ­ნის წი­ნა­შე და არ ეპა­ტი­ე­ბო­და... ჩემი ქმა­რი მო­ი­თხოვ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და ჩვენ ამ დღეს დიდ­ხანს ვე­ლო­დით. სა­მარ­თალ­მა პური ჭამა! მაგ­რამ ახლა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თდრო­უ­ლად სა­ა­კაშ­ვი­ლი და პან­დე­მი­აა და რო­მე­ლი უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბაა, ვე­ღარ გა­ვი­გე.

- მო­ი­თხოვთ მის დას­ჯას?

- ის უკვე დას­ჯი­ლია! მი­შას­თვის ძნე­ლია ცი­ხე­ში ყოფ­ნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ ეგო­ნა, ამ­დენ ხანს თუ იქ­ნე­ბო­და იქ. მას თავი ისევ პრე­ზი­დენ­ტი ჰგო­ნია და ვერ გა­ი­გო, რომ პა­ტი­მა­რია. ის არ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე და მა­ინც ამ­დენ ხალ­ხს უშ­ვე­ბენ მას­თან, ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყვეს ხელი, მაგ­რამ ეს არ ჰყოფ­ნის... სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს რა­საც კად­რუ­ლობ­დნენ, ის ახლა არა­ვის მო­უ­ვა თავ­ში. მათ­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი არ ჰქონ­და და ახლა მამა აბ­რა­მის ბატ­კნე­ბად მო­აქვთ თავი. თურ­მე სხვი­სი სი­ცო­ცხლე არაფ­რად ღირს და სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ა­კაშ­ვილს რომ ვუ­ყუ­რებ, ადა­მი­ა­ნუ­რად მე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ თუ კა­ნო­ნი არ აღ­სრულ­და, ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა ვერ აშენ­დე­ბა. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მა­შინ­ვე რომ და­ე­ჭი­რათ და გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ, ასე­თი რე­აქ­ცია არ იქ­ნე­ბო­და. ახლა დიდი დროა გა­სუ­ლი, ლა­მის ერთი თა­ო­ბა შე­იც­ვა­ლა და ისე მიჰ­ყავთ საქ­მე, უკვე მისი დას­ჯაც აღარ გინ­და, ოღონდ დაგ­ვა­ნე­ბოს თავი, წა­ვი­დეს აქე­დან და მისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც არ იყოს. ქვე­ყა­ნა არია, ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ამ­ბობ­დნენ, მი­შას სულ ასან­თი უჭი­რავს ხელ­ში და მზად არის, ქვე­ყა­ნას ცე­ცხლი წა­უ­კი­დო­სო. ახ­ლაც ასეა. მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხე­ბენ, ისე­თი ვი­თა­რე­ბა შექ­მნან, თით­ქოს სა­ა­კაშ­ვილს ცი­ხე­ში აწა­მე­ბენ და სა­ში­ნელ დღე­ში ამ­ყო­ფე­ბენ...

ჩემი ქმრის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა 2006 წელს მო­ა­წყვეს. კო­ბას მკვლე­ლო­ბა შეკ­ვე­თი­ლი იყო და ამის­თვის გი­ორ­გი კურ­ტა­ე­ვი და­ი­ქი­რა­ვეს, მაგ­რამ მა­შინ კურ­ტა­ევ­მა ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა.

მა­ნამ­დე, 2003 წელს, კო­ბას აჭა­რა­ში სცე­მა ას­ლა­ნის რე­ჟიმ­მა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" 40 დღე სახ­ლში იწვა და ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, მარ­ჯვე­ნა მხა­რე გა­შე­შე­ბუ­ლი ჰქონ­და. 22 ნო­ემ­ბერს ადგა ფეხ­ზე და მოხ­და კი­დეც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია".

მე­ო­რედ 2004 წელს ისევ აჭა­რა­ში სცე­მეს, ტვი­ნის შერ­ყე­ვა ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე დღე იწვა. არა­და, დე­დი­სერ­თა ბიჭი ისე გა­ი­ზარ­და, არა­ვის­თან უჩხუ­ბია. კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ და, ბე­დის ირო­ნი­ით, ასეთ ცემა-ტყე­პა­ში მო­უ­წია ცხოვ­რე­ბამ...

2006 წელს მკვლე­ლო­ბა რომ არ გა­მო­უ­ვი­დათ, გა­უვრცე­ლეს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი (ე.წ. ნა­ვერ­ტი­ლე) და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით გა­შუქ­და, მა­შინ კობა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო და არ ჰქონ­დათ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად რომ ვერ გა­უს­წორ­დნენ, ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს. რაც მთა­ვა­რია, სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს პირ­და­პირ ეთერ­ში აღი­ა­რა: ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ვერ მოვ­კა­ლით, მაგ­რამ მა­ინც პო­ლი­ტი­კურ გვა­მად ვაქ­ცევ­თო... ამ სი­ტყვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ავ­რცე­ლეს ის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი...

2004 წელს აჭა­რა­ში გა­და­უჭ­რეს მან­ქა­ნის სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მე­ბი და მა­ში­ნაც შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა... ახლა გა­ვი­გე, იმა­ვე წელს თბი­ლის­ში ბაზ­რის და­ხურ­ვის მცდე­ლო­ბი­სას სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი რომ და­არ­ბია, მა­შინ კო­ბაც უცე­მი­ათ.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის ამ­ბა­ვი ხომ ყვე­ლამ იცის, რო­გორ სას­ტი­კად მო­ექ­ცნენ... კო­ბას მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, უს­მენ­დნენ, მერე იგ­ნო­რი­რე­ბის ტაქ­ტი­კა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, თით­ქოს არც იმ­ჩნევ­დნენ მის გა­მოს­ვლებ­სა და პრო­ტესტს... კო­ბას კა­ნო­ნი არა­სო­დეს და­ურ­ღვე­ვია, მუდ­მი­ვად მა­ხეს უგებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და მა­ხე­ში არ გა­ე­ბა, თო­რემ რა და­უშ­ლი­დათ, და­ი­ჭერ­დნენ და ჩას­ვამ­დნენ ცი­ხე­ში. მერე კო­ბას ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დო­დათ...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ის­მი­ნა თქვე­ნი შვი­ლის ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა, კობა შვი­ლებ­თან სა­უბ­რობ­და ამ სა­კი­თხებ­ზე?

- არა, რა უნდა ეთ­ქვა შვი­ლე­ბის­თვის, მის­თვის ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თემა იყო... ახლა ატყდა ამ­ბა­ვი თორ­ნი­კეს გან­ცხა­დე­ბა­ზე, არა­და, რა თქვა ასე­თი? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბაო. არც მე ვი­თხოვ შუ­რის­ძი­ე­ბას, ვი­თხოვ, გა­სა­მარ­თლდეს კა­ნო­ნით და და­ი­ნა­ხოს ხალ­ხმა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგით რა მართლა
9

კობას შვილს ვურჩევდი, ახალგაზრდა კაცია, ზრდასრული მამაკაცის ცხოვრებას ახლა იწყებს და ნურავის გამოაყენებინებს თავს. თვითონ ხომ მშვენივრად იცის რისგან გარდაიცვალა მამამისი - ბეხტერევის დაავადებით , რომელიც გენეტიკურია და ცემით არ ჩნდება. მეტიც, არც მამამისის ხსოვნისთვისაა კარგი - ახლა რომ არ წამოეწია ეს საკითხი, არავის გაახსენდებოდა, რომ მამამისი პირველი განუდგა მის ნათლიას, არც ის კადრები გაახსენდებოდათ, მთელმა საქართველომ რომ ნახა ტელევიზიით - ჟირინოვსკისთან "ჩახუტებული" კობა, არც "ასეტრინა ნა ვერტელე"... რად გინდათ ეს ყველაფერი, დაასვენეტს ის კაცი სადაც არის. 

:)
33

ჟვანიას თემა ამოწურეს! დავითაშვილი ჯერ კიდევ იყიდება:)

ავტორი:

"სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც სამძიმარზე მოსულა" - კობა დავითაშვილის მეუღლე იხსენებს, როგორ გახდა სააკაშვილი მათი შვილის ნათლია

"სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც სამძიმარზე მოსულა" - კობა დავითაშვილის მეუღლე იხსენებს, როგორ გახდა სააკაშვილი მათი შვილის ნათლია

კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე ამბობს, რომ კობამ ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა.

- კობა ამბობდა, რომ სააკაშვილს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა... ჩემი ქმარი მოითხოვდა სამართლიანობას და ჩვენ ამ დღეს დიდხანს ველოდით. სამართალმა პური ჭამა! მაგრამ ახლა ქვეყანაში ერთდროულად სააკაშვილი და პანდემიაა და რომელი უფრო დიდი უბედურებაა, ვეღარ გავიგე.

- მოითხოვთ მის დასჯას?

- ის უკვე დასჯილია! მიშასთვის ძნელია ციხეში ყოფნა და დარწმუნებული ვარ, არ ეგონა, ამდენ ხანს თუ იქნებოდა იქ. მას თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია და ვერ გაიგო, რომ პატიმარია. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და მაინც ამდენ ხალხს უშვებენ მასთან, ყველანაირად შეუწყვეს ხელი, მაგრამ ეს არ ჰყოფნის... სააკაშვილის დროს რასაც კადრულობდნენ, ის ახლა არავის მოუვა თავში. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ახლა მამა აბრამის ბატკნებად მოაქვთ თავი. თურმე სხვისი სიცოცხლე არაფრად ღირს და სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

სააკაშვილს რომ ვუყურებ, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ თუ კანონი არ აღსრულდა, ძლიერი ქვეყანა ვერ აშენდება. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე რომ დაეჭირათ და გაესამართლებინათ, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. ახლა დიდი დროა გასული, ლამის ერთი თაობა შეიცვალა და ისე მიჰყავთ საქმე, უკვე მისი დასჯაც აღარ გინდა, ოღონდ დაგვანებოს თავი, წავიდეს აქედან და მისი სახელის ხსენებაც არ იყოს. ქვეყანა არია, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ამბობდნენ, მიშას სულ ასანთი უჭირავს ხელში და მზად არის, ქვეყანას ცეცხლი წაუკიდოსო. ახლაც ასეა. მაგრამ მაინც ახერხებენ, ისეთი ვითარება შექმნან, თითქოს სააკაშვილს ციხეში აწამებენ და საშინელ დღეში ამყოფებენ...

ჩემი ქმრის მკვლელობის მცდელობა 2006 წელს მოაწყვეს. კობას მკვლელობა შეკვეთილი იყო და ამისთვის გიორგი კურტაევი დაიქირავეს, მაგრამ მაშინ კურტაევმა ეს ვერ მოახერხა.

მანამდე, 2003 წელს, კობას აჭარაში სცემა ასლანის რეჟიმმა. "ვარდების რევოლუციამდე" 40 დღე სახლში იწვა და ძალიან ცუდად იყო, მარჯვენა მხარე გაშეშებული ჰქონდა. 22 ნოემბერს ადგა ფეხზე და მოხდა კიდეც "ვარდების რევოლუცია".

მეორედ 2004 წელს ისევ აჭარაში სცემეს, ტვინის შერყევა ჰქონდა და რამდენიმე დღე იწვა. არადა, დედისერთა ბიჭი ისე გაიზარდა, არავისთან უჩხუბია. კანონმორჩილი ადამიანი გახლდათ და, ბედის ირონიით, ასეთ ცემა-ტყეპაში მოუწია ცხოვრებამ...

2006 წელს მკვლელობა რომ არ გამოუვიდათ, გაუვრცელეს ფარული ჩანაწერები (ე.წ. ნავერტილე) და ეს ტელევიზიებით გაშუქდა, მაშინ კობა პარლამენტის წევრი იყო და არ ჰქონდათ ფარული მიყურადების უფლება, მაგრამ ფიზიკურად რომ ვერ გაუსწორდნენ, ამ ჩანაწერებით დარტყმა მიაყენეს. რაც მთავარია, სააკაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში აღიარა: ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, კობა დავითაშვილი ვერ მოვკალით, მაგრამ მაინც პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო... ამ სიტყვებიდან მალევე გაავრცელეს ის ფარული ჩანაწერები...

2004 წელს აჭარაში გადაუჭრეს მანქანის სამუხრუჭე სისტემები და მაშინაც შემთხვევით გადარჩა... ახლა გავიგე, იმავე წელს თბილისში ბაზრის დახურვის მცდელობისას სპეცრაზმმა მომიტინგეები რომ დაარბია, მაშინ კობაც უცემიათ.

2007 წლის 7 ნოემბრის ამბავი ხომ ყველამ იცის, როგორ სასტიკად მოექცნენ... კობას მუდმივად უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, მერე იგნორირების ტაქტიკაზე გადავიდნენ, თითქოს არც იმჩნევდნენ მის გამოსვლებსა და პროტესტს... კობას კანონი არასოდეს დაურღვევია, მუდმივად მახეს უგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხა და მახეში არ გაება, თორემ რა დაუშლიდათ, დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ ციხეში. მერე კობას ავტორიტეტის განადგურება უნდოდათ...

- საზოგადოებამ მოისმინა თქვენი შვილის ემოციური განცხადება, კობა შვილებთან საუბრობდა ამ საკითხებზე?

- არა, რა უნდა ეთქვა შვილებისთვის, მისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემა იყო... ახლა ატყდა ამბავი თორნიკეს განცხადებაზე, არადა, რა თქვა ასეთი? ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაო. არც მე ვითხოვ შურისძიებას, ვითხოვ, გასამართლდეს კანონით და დაინახოს ხალხმა, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია....წაიკითხეთ სრულად