პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოს-ანჯელესში, მოსამართლემ ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა, მეც რომ იგივე გავაკეთო, მეორე დღეს ჩემ მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება?!" - ნინო სანდოძე
"ლოს-ანჯელესში, მოსამართლემ ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა, მეც რომ იგივე გავაკეთო, მეორე დღეს ჩემ მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება?!" - ნინო სანდოძე

"რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მე რომ ქუ­ჩა­ში ვი­ცეკ­ვო და ჩემს თა­ვის ამის უფ­ლე­ბა მივ­ცე, მე­ო­რე დღეს ჩემს მი­მართ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში?" - ამის შე­სა­ხებ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა ნინო სან­დო­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას ნინო სან­დო­ძემ მა­გა­ლი­თად მისი ერთ-ერთი ვი­ზი­ტი მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა სხვა ქვეყ­ნის მო­სა­მარ­თლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­და­რებთ, "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წი­ნა­პი­რო­ბე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ“.

"ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს გახ­ლდით ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და ერთი სა­სა­მარ­თლო­დან მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო­ში გა­დას­ვლი­სას ვნა­ხეთ ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი, რო­მე­ლიც უკ­რავ­და. ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა მო­სა­მარ­თლემ, რო­მე­ლიც ფე­დე­რა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლეა, ქუ­ჩის მუ­სი­კო­სის დაკ­რულ­ზე და­ი­წყო ცეკ­ვა ქუ­ჩა­ში და ჩვენც გვი­თხრა, რა­ტომ ერი­დე­ბი­თო? ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც იმ ხალ­ხმა წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­ი­პო­ვა. თქვენ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მე რომ ქუ­ჩა­ში ვი­ცეკ­ვო და ჩემს თა­ვის ამის უფ­ლე­ბა მივ­ცე, მე­ო­რე დღეს ჩემს მი­მართ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში? ამი­ტომ ჩვენ რო­დე­საც ვინ­მეს ვედ­რე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს წი­ნა­პი­რო­ბე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და სან­დო­ძემ.

ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­თა მი­მართ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა სან­დო­ძეს პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა და­უს­ვა.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბას არ შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა "აბ­სო­ლუ­ტუ­რად დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო იყო“.

"ვფიქ­რობ, ეს გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ა­კე­თა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად დრო­უ­ლი და სა­ჭი­რო. ვი­ნა­ი­დან შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­და ისეთ პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო ეს არის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო და თუ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­ში არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის წევ­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი და არ იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა, ეს შე­ა­ფერ­ხებს სა­სა­მარ­თლოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და სან­დო­ძემ.

კი­თხვა­ზე, ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, კრი­ტი­კა, რა­საც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან ვის­მენთ და ამის მი­უ­ხე­და­ვად ისე ვაგ­რძე­ლებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, რო­გორც ვაგ­რძე­ლებთ, ეს ხელს უწყობს ჩვენს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­კავ­შირ­თან, სან­დო­ძემ ასე უპა­სუ­ხა, "აქ ამოს­ვლა უნდა და­ვი­წყოთ იქი­დან, სა­ი­დან წა­მო­ვი­და ეს გან­ცხა­დე­ბა“.

"თუ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­მარ­თლე­თა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, ვფიქ­რობ, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რი. რო­დე­საც ამ პრო­ცესს ელ­ჩე­ბი აფა­სე­ბენ არა­და­დე­ბი­თად, ეს რამ­დე­ნად შე­უ­წყობს ჩვენს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ხელს? - ვფიქ­რობ, სწო­რედ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის სურ­ვი­ლი და ნე­ბაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იყოს. მათი ინ­ტე­რე­სი არ არის, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში ვინ­მე ერე­ო­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ, ჩვენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არა­ნა­ი­რად არ არის ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში, ხელს შე­უ­წყობს თუ შე­უშ­ლის ჩვენს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პას­თან“, - გა­ნა­ცხა­და სან­დო­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

რუსეთში როგორც იქცევიან მოსამართლეები ხომ მოგწონთ და ბაძავთ

qeTo
3

შენ რომ ტეტია ხარ, ჯერ აქედან დაიწყე და შეადარა ამ სოფელმა თავი მოსამართლეს!!! თავი ალბათ ამასაც მოსამართლე გონია...

ავტორი:

"ლოს-ანჯელესში, მოსამართლემ ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა, მეც რომ იგივე გავაკეთო, მეორე დღეს ჩემ მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება?!" - ნინო სანდოძე

"ლოს-ანჯელესში, მოსამართლემ ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა, მეც რომ იგივე გავაკეთო, მეორე დღეს ჩემ მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება?!" - ნინო სანდოძე

"როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავის ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში?" - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას ნინო სანდოძემ მაგალითად მისი ერთ-ერთი ვიზიტი მოიყვანა და აღნიშნა, რომ როცა სხვა ქვეყნის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას საქართველოში არსებულ სიტუაციას ვადარებთ, "მნიშვნელოვანია, წინაპირობები გავითვალისწინოთ“.

"ერთ-ერთი ვიზიტის დროს გახლდით ლოს-ანჯელესში და ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლისას ვნახეთ ქუჩის მუსიკოსი, რომელიც უკრავდა. ჩვენმა მასპინძელმა მოსამართლემ, რომელიც ფედერალური მოსამართლეა, ქუჩის მუსიკოსის დაკრულზე დაიწყო ცეკვა ქუჩაში და ჩვენც გვითხრა, რატომ ერიდებითო? ეს არის თავისუფლების ხარისხი, რომელიც იმ ხალხმა წლების მანძილზე მოიპოვა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ ქუჩაში ვიცეკვო და ჩემს თავის ამის უფლება მივცე, მეორე დღეს ჩემს მიმართ აგორებული კამპანია როგორი იქნება ქვეყანაში? ამიტომ ჩვენ როდესაც ვინმეს ვედრებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს წინაპირობებიც გავითვალისწინოთ“, - განაცხადა სანდოძემ.

ქართველი მოსამართლეთა მიმართ დასავლელი პარტნიორების შეფასებასთან დაკავშირებით კითხვა სანდოძეს პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას არ შეუერთდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს განცხადება "აბსოლუტურად დროული და საჭირო იყო“.

"ვფიქრობ, ეს განცხადება, რომელიც საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გააკეთა იყო აბსოლუტურად დროული და საჭირო. ვინაიდან შეფასებები გაკეთდა ისეთ პროცესზე, რომელიც ეხება იუსტიციის საბჭოს ფორმირებას. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეს არის კონსტიტუციური ორგანო და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არ იქნება სათანადო რაოდენობის წევრები წარმოდგენილი და არ იქნება უფლებამოსილი განახორციელოს საქმიანობა, ეს შეაფერხებს სასამართლოს ფუნქციონირებას“, - განაცხადა სანდოძემ.

კითხვაზე, ის არგუმენტები, კრიტიკა, რასაც დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ და ამის მიუხედავად ისე ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც ვაგრძელებთ, ეს ხელს უწყობს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირთან, სანდოძემ ასე უპასუხა, "აქ ამოსვლა უნდა დავიწყოთ იქიდან, საიდან წამოვიდა ეს განცხადება“.

"თუ მოსამართლეებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტი განცხადებას გააკეთებს, ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. როდესაც ამ პროცესს ელჩები აფასებენ არადადებითად, ეს რამდენად შეუწყობს ჩვენს ინტეგრაციას ხელს? - ვფიქრობ, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სურვილი და ნებაა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს. მათი ინტერესი არ არის, რომ მართლმსაჯულებაში ვინმე ერეოდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში, ხელს შეუწყობს თუ შეუშლის ჩვენს ინტეგრაციას ევროპასთან“, - განაცხადა სანდოძემ.