პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე
"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე

"კარლ ჰარ­ცელ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო მაკრო­ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რად­გან "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ შე­ას­რუ­ლა აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის ფონ­ზე, "ოც­ნე­ბის“ სპი­კე­რე­ბი ურ­ცხვად ამ­ბო­ბენ, რომ "ჩვენ ისე­თი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა გა­ვა­ტა­რეთ, რო­მე­ლიც შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა ექ­სპერ­ტის მხრი­დან“ - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დიდ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა.

რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ ნა­ბი­ჯებს დგამს.

"ქვე­ყა­ნას ახლა აქვს ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოწ­ვე­ვე­ბი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და პირ­ველ რიგ­ში, ეს არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. სა­უ­ბა­რი რა­ი­მე ეკო­ნო­მი­კურ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე და რე­ფორ­მა­ზე, იმ დროს, რო­დე­საც ჩვენ გვაქვს ასე­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ასე­თი სა­სა­მარ­თლო, არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი.

დღეს ჩვენ ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის პირ­და­პი­რი, ღია პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტუ­ლი, იმ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დგამს. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ყვე­ლა ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, თვე არ გავა, არ უთხრან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რომ შე­ა­ჩე­რეთ ეს და­ნიშ­ვნე­ბი ქვე­ყა­ნა­ში იმი­სათ­ვის, რომ და­ი­წყოს რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის. პირ­და­პირ თქვა კარლ ჰარ­ცელ­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­ი­ღო მაკრო­ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა იმის გამო, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ შე­ას­რუ­ლა აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამის ფონ­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სპი­კე­რე­ბი ურ­ცხვად ამ­ბო­ბენ, რომ "ჩვენ ისე­თი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა გა­ვა­ტა­რეთ, რო­მე­ლიც შე­ქე­ბას იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა ექ­სპერ­ტის მხრი­დან“. ამა­სო­ბა­ში, არ დარ­ჩე­ნი­ლა, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც არ ეთ­ქვას, რომ ეს არის უმწვა­ვე­სი პრობ­ლე­მა ქვეყ­ნის­თვის, ის სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მა, რო­მე­ლიც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩა­ა­ცე­მენ­ტა და ამით ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და მის პერ­სპექ­ტი­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დავიჯერო არ იცის , რომ სასამართლო სისტემა სამართლის სისტემის ადექვატურია ? ჩვენი სამართლის სისტემით წინასწარ დამნაშავედ ვართ ცნობილი , ვერდიქტი საგამომძიებლო აქტია , პროკურორის ბრლადება უკვე განაჩენია, სასამართლო მხოლოდ ჩანგალს უყენებს -მინიმუმ, მაქსიმუმ , სინადვილეში განაჩენი რომ მტყუანი ხარ , უკვე გამოტანილი გაქვს და პატიმარი ხარ უკვე , სხვათაშორის დაბადებიდან , აღიარებასაც გამოგტყუებენ , ან სხვა რამესაც შეგტენიან , არ იცის ეს ამან ?! რიგითმა იურისტმა იცის , ასწავლიან , თუ ისწავლეს ! მომიწევს ექსკურსი, ჩვენი პროკურორი სახელმწიფო ბრალმდებელია , გამომძიებელი კი არა, გესმით ეს რას ნიშნავს ? ვთქვათ ლოთმა შეგაგინა, ფული გთხოვა არ გქონდა, ვერ მიეცი, და სცემე , შენ სახელმწიფოს ლოთი სცემე , ავყია ვიღაც ინდივიდი კი არა, თავი მოიკალი, შენ სახელმწიფოს მოქალაქე მოუკალი , ნოქარმა ვადაგასული შემოგაჩეჩა , შემოგელანძღა , შენ სახელმწიფოს ნოქარი გალანძღე , მივხდით ? ვერა , ხომ ?! სახელმწიფოს წინააღმდეგ ახლა ნაცმო და მისი ლიდერები მოქმედებენ, ეს მათ უნდა წაუყენო სახელმწიფო ბრალდება სახელმწიფოს , როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, ხოლო ლოთი , არასახელმწიფო, საყოფაცხოვრებო ლოთია, ნოქარიც , არაა ეგ გოსპლანი , ან კომპარტია, მმართველი პარტია , კიდევ თუ ვერ მიხვდით , ჩვენი პროსაბჭოთა პროკურატურა სახელმწიფოს იცავს, ამ დროს კერძოა ყველაფერი, ასე ვამბობთ, კაპიტალიზმია აქა, აღარაა ყველაფერი სახელმწიფოსი , გადასახადის გარდა , გადასახადის გარდა ყველაფერი კერძოა , ანუ ტყუილია გარშემო , სიცრუეა , სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქცია და სახელმწიფოს დასახელება აცდენილია ერთმანეთს , კიდევ თუ ვერ მიხვდით , გააღე მაცივარი, გამოიღე რქაწითელი, კარგი დოში და ზურგიელი , ხიზილალა, გამოიტანე შოთი პურები, გუდა, წნილი, დაუძახე სამეგობროს და ჩაუჯექი , რაო, ვერა ?! ახლა მიხვდი ?! მაცივარში ეგენი ხომ უნდა ყოფილიყო და არ არის, ხომ ?!

გრიგოლი1408
0

შენ თავს ცივილიზირებულებში თვლი

ავტორი:

"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე

"არ დარჩენილა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემაა სასამართლოს სისტემა" - ბადრი ჯაფარიძე

"კარლ ჰარცელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაკროფინანსური მხარდაჭერა, რადგან "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა აღებული ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, "ოცნების“ სპიკერები ურცხვად ამბობენ, რომ "ჩვენ ისეთი სასამართლო რეფორმა გავატარეთ, რომელიც შექებას იმსახურებს ყველა ექსპერტის მხრიდან“ - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩმა ღიად განაცხადა, რომ "ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს.

"ქვეყანას ახლა აქვს ძალიან მძიმე გამოწვევები ბევრი მიმართულებით და პირველ რიგში, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა. საუბარი რაიმე ეკონომიკურ ინიციატივაზე და რეფორმაზე, იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მართლმსაჯულება, ასეთი სასამართლო, არის არასერიოზული.

დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის პირდაპირი, ღია პოზიცია გამოხატული, იმ დამაზიანებელი ნაბიჯების მიმართ, რომელსაც "ქართული ოცნება“ დგამს. შეერთებული შტატები, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თვე არ გავა, არ უთხრან "ქართულ ოცნებას“, რომ შეაჩერეთ ეს დანიშვნები ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემის. პირდაპირ თქვა კარლ ჰარცელმა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაკროფინანსური მხარდაჭერა იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა აღებული ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, "ქართული ოცნების“ სპიკერები ურცხვად ამბობენ, რომ "ჩვენ ისეთი სასამართლო რეფორმა გავატარეთ, რომელიც შექებას იმსახურებს ყველა ექსპერტის მხრიდან“. ამასობაში, არ დარჩენილა, ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც არ ეთქვას, რომ ეს არის უმწვავესი პრობლემა ქვეყნისთვის, ის სასამართლოს სისტემა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ ჩააცემენტა და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და მის პერსპექტივას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.