მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეზღუდვები ეხსნება და რჩება სარესტორნე ინდუსტრიას? - ნათია თურნავას განმარტება
რა შეზღუდვები ეხსნება და რჩება სარესტორნე ინდუსტრიას? - ნათია თურნავას განმარტება

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, "მწვა­ნე პას­პორ­ტებ­თან“ მი­მარ­თე­ბით მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ში მათი გა­და­მოწ­მე­ბა მარ­ტი­ვად მოხ­დეს. რო­გორც თურ­ნა­ვამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მხრი­დან სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად.

"ჩვენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით გვქონ­და შეხ­ვედ­რა სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრი­ას­თან და არა მარ­ტო ჩვენ, არა­მედ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­საც. ძა­ლი­ან ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი ნი­უ­ან­სია, რა­ზეც ვმუ­შა­ობთ, მათ შო­რის, ჩვე­ნი ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცია. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მარ­ტი­ვი იყოს გა­და­მოწ­მე­ბა, ხდე­ბა ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად სმარ­ტფო­ნე­ბით ან და­ვუშ­ვათ კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ჩვენ ვმუ­შა­ობთ რეს­ტორ­ნებ­თან, რომ უფრო მე­ტად ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი იყოს. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რო­გორც კი ამოქ­მედ­დე­ბა ეს სის­ტე­მა, გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი სა­ო­პე­რა­ციო დო­ნე­ზე გა­მოვ­ლინ­დეს, მაგ­რამ ამი­ტო­მაც გვექ­ნე­ბა ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩვენც და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­საც, ვინც ამ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და იმ ჯგუფს, რომ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ და აღ­მოვ­ფხვრათ სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლე თუ გაჩ­ნდა.

და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი ამა­ზე არ წეს­დე­ბა, მაგ­რამ იმოქ­მე­დებს ის, რაც ზო­გა­დად არის ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის რო­გორც იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, ასე­ვე ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას კი­დევ ერთი რე­გუ­ლა­ცი­ის მოხ­სნა დად­გა დღის წეს­რიგ­ში, რო­მე­ლიც ეხე­ბა ერთ მა­გი­დას­თან ერ­თდრო­უ­ლად 6 ადა­მი­ან­ზე მე­ტის გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა, თურ­ნა­ვას თქმით, მთავ­რო­ბა ჯერ და­აკ­ვირ­დე­ბა იმას, თუ რო­გორ შეს­რულ­დე­ბა "მწვა­ნე პას­პორტთან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია.

"შეხ­ვედ­რის დროს და­ის­ვა არა მარ­ტო ის სა­კი­თხი, რომ მოვხსნათ სა­ა­თობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი, არა­მედ მოვხსნათ სხვა შე­ზღუდ­ვე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ერთ მა­გი­დას­თან 6 ადა­მი­ა­ნის ერ­თდრო­უ­ლად გან­თავ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ ეტაპ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ნა­წი­ლი დავ­ტო­ვეთ უც­ვლე­ლად, შევ­ხე­დოთ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად, რო­გორ იმუ­შა­ვებს და რამ­დე­ნად ზედ­მი­წევ­ნით შეს­რულ­დე­ბა ეს "მწვა­ნე პას­პორ­ტის" რე­გუ­ლა­ცია, ხომ არ იქ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ძა­ლი­ან გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა ამას სა­რეს­ტორ­ნე ინ­დუსტრია, გახ­დე­ბა ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე ამ ახა­ლი რე­ფორ­მის და­ნერგვის და შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, იმი­ტომ, რომ ეს არის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში, ასე­ვე ამ ინ­დუსტრი­ის ინ­ტე­რეს­შიც, რომ უფრო მე­ტად მწვა­ნე და უსაფრ­თხო იყოს. ამის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა უკვე, სხვა შე­ზღუდ­ვებ­ზეც ვი­ფიქ­როთ, ახა­ლი წელი მო­დის, რა თქმა უნდა, ბევ­რი რა­ღაც იქ­ნე­ბა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ მა­ნამ­დე, მე ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია ის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, რაც ჩვენ გვინ­და, რომ პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრი­დან და­ვუშ­ვათ სა­ა­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ რო­გორ შეს­რულ­დე­ბა "მწვა­ნე პას­პორტთან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია,“- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ამას­თან, რო­გორც თურ­ნა­ვამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რეს­ტორ­ნე­ბის­თვის სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნით სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ას და იქ და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღარ შე­ექ­მნე­ბათ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტულ, კერ­ძოდ, სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ას შე­ე­ხე­ბა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 1-ელი დე­კემ­ბრი­დან „მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბის“ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნის შე­მო­ღე­ბას­თან. ანუ „მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბის“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რეს­ტორ­ნებს მო­ეხ­სნე­ბათ ღა­მის სა­ა­თე­ბის შე­ზღუდ­ვა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2 ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ერთი - ეს არის ის უპი­რა­ტე­სო­ბა, რაც „მწვა­ნე სტა­ტუ­სის“ მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს უნდა გა­აჩ­ნდეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა შე­ზღუდ­ვა და­წეს­დე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ან კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ნე­ბის სო­ცი­უმ­ში აქ­ტი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ უნდა ჰქონ­დეთ უპი­რა­ტე­სო­ბა „მწვა­ნე სტა­ტუ­სის“ არმ­ქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით. მათ შო­რის, ერთ-ერთი არის ნე­ბის­მი­ერ დროს, რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში თა­ვი­სუფ­ლად შეს­ვლა, რაც უფრო მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა და მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აიც­რან და შე­ი­ძი­ნონ „მწვა­ნე სტა­ტუ­სი“. მე­ო­რე სი­კე­თე, რაც აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვე­ბა არის ტუ­რის­ტუ­ლი და სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მდგრა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არის სა­რეს­ტორ­ნო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­დე­საც შე­მო­დის რე­გუ­ლა­ცია, რომ მხო­ლოდ „მწვა­ნე სტა­ტუ­სის“ მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა შე­ვი­დეს რეს­ტო­რან­ში, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ზღუ­დავს მათ წრეს ვინც რეს­ტო­რან­ში შეს­ვლას შეძ­ლებს, მაგ­რამ ეს კომ­პენ­სირ­დე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რომ უფრო დიდ­ხანს იმუ­შა­ოს ამა თუ იმ რეს­ტო­რან­მა“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

555
0

საიდან ასეთი ზეგანათლებულები

ავტორი:

რა შეზღუდვები ეხსნება და რჩება სარესტორნე ინდუსტრიას? - ნათია თურნავას განმარტება

რა შეზღუდვები ეხსნება და რჩება სარესტორნე ინდუსტრიას? - ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით მთავარი მიზანია, რომ სარესტორნო ინდუსტრიაში მათი გადამოწმება მარტივად მოხდეს. როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროების მხრიდან სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად.

"ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით გვქონდა შეხვედრა სარესტორნე ინდუსტრიასთან და არა მარტო ჩვენ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსაც. ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაზეც ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან დავუშვათ კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც კი ამოქმედდება ეს სისტემა, გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს, მაგრამ ამიტომაც გვექნება ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია, ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროსაც, ვინც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა იმ ჯგუფს, რომ გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სხვადასხვა სირთულე თუ გაჩნდა.

დამატებითი სანქციები ამაზე არ წესდება, მაგრამ იმოქმედებს ის, რაც ზოგადად არის ქვეყანაში დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის როგორც იურიდიულ პირებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთანავე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარესტორნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა დადგა დღის წესრიგში, რომელიც ეხება ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6 ადამიანზე მეტის განთავსების შესაძლებლობას, თუმცა, თურნავას თქმით, მთავრობა ჯერ დააკვირდება იმას, თუ როგორ შესრულდება "მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული რეგულაცია.

"შეხვედრის დროს დაისვა არა მარტო ის საკითხი, რომ მოვხსნათ საათობრივი შეზღუდვები, არამედ მოვხსნათ სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანის ერთდროულად განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეს ნაწილი დავტოვეთ უცვლელად, შევხედოთ ჩვენ ყველამ ერთად, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება ეს "მწვანე პასპორტის" რეგულაცია, ხომ არ იქნება მასშტაბური დარღვევები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაგებით მოეკიდება ამას სარესტორნე ინდუსტრია, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში, იმიტომ, რომ ეს არის როგორც საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ, შეიძლება უკვე, სხვა შეზღუდვებზეც ვიფიქროთ, ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე, მე ვფიქრობ, საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა, რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ საათებთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ როგორ შესრულდება "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებული რეგულაცია,“- განაცხადა თურნავამ.

ამასთან, როგორც თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნით სარესტორნო ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ტურისტულ, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება. ახალი რეგულაცია არის დაკავშირებული 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ სავალდებულო მოთხოვნის შემოღებასთან. ანუ „მწვანე პასპორტების“ ვალდებულების პარალელურად რესტორნებს მოეხსნებათ ღამის საათების შეზღუდვა, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება 2 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ერთი - ეს არის ის უპირატესობა, რაც „მწვანე სტატუსის“ მატარებელ ადამიანს უნდა გააჩნდეს. რასაკვირველია, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამინების სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა „მწვანე სტატუსის“ არმქონე ადამიანებთან შედარებით. მათ შორის, ერთ-ერთი არის ნებისმიერ დროს, რესტორნებსა და კაფეებში თავისუფლად შესვლა, რაც უფრო მეტი უპირატესობა და მოტივაციაა, რომ ადამიანები აიცრან და შეიძინონ „მწვანე სტატუსი“. მეორე სიკეთე, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება არის ტურისტული და სარესტორნო ინდუსტრიის მდგრადობასთან დაკავშირებული.

ძალიან ბევრი ადამიანი არის სარესტორნო სექტორში დასაქმებული, როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე ადამიანი უნდა შევიდეს რესტორანში, ეს გარკვეულწილად ზღუდავს მათ წრეს ვინც რესტორანში შესვლას შეძლებს, მაგრამ ეს კომპენსირდება შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს ამა თუ იმ რესტორანმა“, - განაცხადა თურნავამ.