კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ და საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, "ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვის აქცია - პერფორმანსზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება.
"თქვენც, მეც და რუსთაველის გამზირზე მყოფ ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა, საქმეს ხვალ და ზეგ არ წაადგება. წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს "რობოკოპები“ ჰყავს და რატომ ვერ ვერევით, არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ძალიან აქტიური მუშაობა მოუწევთ.
ნაცელიტას რევოლუცია შეყავს აქტიურ ფაზაში, ეს ცხადია , ყველა ნაბიჯი გადადგმული აქვთ ლენინ პარვუსის გეგმის მსგავსად-ესაა საინფორმაციო საშუალებებით ჭორბიუროს პრინციპით მასის დეზინფორმაცია ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების კომპრომეტაციის გზით , ფასიანი მიტინგი და პერფორმანსი , დადგმული სცენები , სროლაც , ეს ბოლშევიკების გზაა და ის მიდის ტაძრების ნგრევა დაცემისაკაენ , მოგეხსენებათ !
Me sruliad apolitikuri adamiani vxedav da vxvdebi ar unda qartvel xalxs tqveni mosvla politikashi arts qotsi undat da arts natsi gamouvali mdgomareobis gamo tqven rom ar dabrundet natsebs adzlevs xalxi xmas rit ver gaiget