პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში ერ­კვე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლით მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ბერ­მუ­დის სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის მი­სა­მარ­თით ნათ­ქვამს, რომ მის­თვის ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ფი­ნან­სის­ტი არ იყო, უპა­სუ­ხა.

"დიახ, ერ­კვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ჰყავს ქვე­ყა­ნა პრე­მი­ე­რი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სურ და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში ვერ ერ­კვე­ვა, მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს, რომ ეს "სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვა არ არის“. ის ასე­ვე პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად შრო­მი­სუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი უნდა შეს­თა­ვა­ზონ.

"კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი გარ­კვე­უ­ლი ფრა­ზის გან­ზო­გა­დე­ბას ცდი­ლობთ, რაც არა­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის და ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუხს არ გაგ­ცემთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა, ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არის ის, რაც ევ­რო­პის არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ე.წ. "ფაბ­ლიკ ვორ­ქის“ ნა­წილ­ში რე­ფორ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლო იწყებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ექ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ რე­ფორ­მას. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, გა­სა­გე­ბია კონ­ტექ­სტი, ამ ნა­წილ­ში ხაზი იქნა გას­მუ­ლი იმა­ზე, რომ არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ეს კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზარ­დოს ეფექ­ტუ­რო­ბა იმის­თვის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­მა პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­გან შე­სა­ბა­მის კომ­პენ­სა­ცი­ას იღე­ბენ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უჩ­ნდეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ, რაც მათ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, რომ­ლის წი­ნა­შეც თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არის“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც ბერ­მუ­დის სა­სა­მარ­თლოს­თვის "კრე­დიტ სუ­ი­სის“ წი­ნა­აღ­მდეგ, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დის­ტან­ცი­უ­რად მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას ასა­ხავს. ჩვე­ნე­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი მოქ­მე­დი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ში“ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდსაც ახ­სე­ნებს და თა­ვად ღა­რი­ბაშ­ვილს შემ­დეგ­ნა­ი­რად ახა­სი­ა­თებს:

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ იყო ჩემ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ იყო ჩემ­თვის ფი­ნან­სის­ტი. წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იგ­ზავ­ნე­ბო­და, იგი­ვე - ჩა­მო­დი­ო­და დე­ლე­გა­ცია და მას უნ­დო­და დრო­ის შე­თან­ხმე­ბა, იყო ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა და ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა, თვე­ში ერთხელ გა­ე­გო ან­გა­რიშ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხე­ბი“, - აცხა­დებს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ივა­ნიშ­ვი­ლი, ხოლო შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ჰყავ­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "მდი­ვა­ნი­ვით“, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: "რაც გინ­დათ ის და­არ­ქვით, რა სა­ხე­ლი­თაც გინ­დათ, იმით მო­იხ­სე­ნი­ეთ“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

ეგ რა წამოქცდა, ჰა.

goga
4

ანტუნი კარგად ერკვევა ბერას დავალებების შესრულებაში, რის გამოც დაინიშნა პრემიერ მინისტრად, უკვე მეორედ. სხვა უნარები არ არის მაგ თანამდებობისთვის დღევანდელ საქართველოში მოთხოვნა. საერთოდ რამე თანამდებობაზე არის რამე უნარები საჭირო?

ავტორი:

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა. აღნიშნულით მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოქმედი პრემიერის მისამართით ნათქვამს, რომ მისთვის ღარიბაშვილი ფინანსისტი არ იყო, უპასუხა.

"დიახ, ერკვევა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ ჰყავს ქვეყანა პრემიერი, რომელიც ფინანსურ და იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევა, მინისტრი პასუხობს, რომ ეს "საინტერესო შეკითხვა არ არის“. ის ასევე პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.

"კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარკვეული ფრაზის განზოგადებას ცდილობთ, რაც არავისთვის საინტერესო არ არის და ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ძირითადი პრინციპები იქნა გაჟღერებული და რომელიც წლის ბოლომდე იქნება სრულყოფილი სახით წარმოდგენილი. ეს არის ის, რაც ევროპის არაერთმა ქვეყანამ ძალიან წარმატებით განახორციელა, ე.წ. "ფაბლიკ ვორქის“ ნაწილში რეფორმა, რომლის განხორციელებასაც საქართველო იწყებს და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება სოციალური მიმართულებით ამ რეფორმას. რაც შეეხება კითხვას, გასაგებია კონტექსტი, ამ ნაწილში ხაზი იქნა გასმული იმაზე, რომ არსებული სპეციალური პოლიტიკის ეს კონკრეტული მიმართულება ეფექტური არ არის და შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ეფექტურობა იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველმა პირებმა, რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამის კომპენსაციას იღებენ, ამ მიმართულებით გაუჩნდეთ შესაძლებლობა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც მათ სირთულეების დაძლევაში დაეხმარებათ, რომლის წინაშეც თითოეული ადამიანი არის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბერმუდის სასამართლოსთვის "კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დისტანციურად მიცემულ ჩვენებას ასახავს. ჩვენებაში ივანიშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "ქართუში“ მუშაობის პერიოდსაც ახსენებს და თავად ღარიბაშვილს შემდეგნაირად ახასიათებს:

"ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ფინანსისტი. წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, იგივე - ჩამოდიოდა დელეგაცია და მას უნდოდა დროის შეთანხმება, იყო ფულის გადარიცხვა და ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, თვეში ერთხელ გაეგო ანგარიშზე დარჩენილი თანხები“, - აცხადებს მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ივანიშვილი, ხოლო შეკითხვაზე, რამდენად ჰყავდა ირაკლი ღარიბაშვილი "მდივანივით“, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: "რაც გინდათ ის დაარქვით, რა სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.