პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი
"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის მიერ ამ პრო­ცე­სი­სად­მი სპე­კუ­ლი­რე­ბა ხდე­ბო­და და მუდ­მი­ვად გვეს­მო­და - კვდე­ბა, კვდე­ბა, კვდე­ბა - მად­ლო­ბა ღმერ­თს, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი შიმ­ში­ლო­ბის პრო­ცე­სი არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით შიმ­ში­ლო­ბა და აქვს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ყვე­ლა მო­წო­დე­ბუ­ლია, სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბით დამ­ძიმ­დეს“.

"უკვე 50 დღე შეს­რულ­დე­ბა, რაც შიმ­ში­ლის ქრო­ნი­კაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სპე­კუ­ლი­რე­ბა ხდე­ბო­და ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის მიერ ამ პრო­ცე­სი­სად­მი, მუდ­მი­ვად გვეს­მო­და - კვდე­ბა, კვდე­ბა, კვდე­ბა... ეს ზაფ­რავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე მოქ­მე­დებს, რა პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზეც არ უნდა იყოს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი შიმ­ში­ლო­ბის პრო­ცე­სი არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით შიმ­ში­ლო­ბა და აქვს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. აგ­რეთ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს პრე­ვენ­ცი­უ­ლად ისეთ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბაა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გარ­თუ­ლე­ბა წი­ნას­წარ მარ­თუ­ლი იყოს - და­წყე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სხვა ათას­გვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რი იყო მა­შინ, რო­დე­საც ის გლ­და­ნის მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს ის ჰოს­პი­ტალ­ში, თუ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი იყო, ქა­და­გიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­საძ­ლოა, "რის­კი დამ­დგა­რი­ყო“.

"პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა, ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კი დად­გო­მო­და, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­მე­ლიც მო­წყო­ბი­ლი იყო მისი რის­კე­ბის და­ზღვე­ვის შე­სა­ბა­მი­სად. რო­დე­საც პა­ტი­მა­რი კა­ტე­გო­რი­ულ პრო­ტესტს აცხა­დებს ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­და გა­რეთ გამ­შვე­ბი­სა, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის კვე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა, ქა­და­გიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცოტა და­ე­წყნა­რე­ბი­ნა“.

"პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცოტა და­ე­წყნა­რე­ბი­ნა - კი, ამ პა­ტი­მარს პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ცხა­დე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ ეს შიმ­ში­ლო­ბის რე­ჟი­მი გარ­კვე­უ­ლი კვე­ბით და მკურ­ნა­ლო­ბით რე­ჟიმ­შია მოქ­ცე­უ­ლი, ამი­ტომ მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა მო­წო­დე­ბუ­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბით დამ­ძიმ­დეს. არა­ვინ ამ­ბობს, რომ არ იშიმ­ში­ლოს. სა­ჯა­როდ უნდა მო­უ­წო­დონ, შე­წყვი­ტე შიმ­ში­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ ამ შიმ­ში­ლო­ბით სარ­გებ­ლობს არა თვი­თონ, ვინც შიმ­ში­ლობს, არა­მედ ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზაფრ­ვა და სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია არის მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ეგ საერთოდ არ შიმშილობდა ყველამ იცის. არ არსებობს კლასიკური და არაკლასიკური შიმშილობა. ნუ მაცინებთ.

გაგვახალისეთ
3

ვაიმე, ვაიმე, ქადაგიშვილის კლასიკა კი არა, ნინო წილოსანს ადევნებია ჟურნალისტი ვახტანგ სანაია. და ქალბატონი დეპუტატი თავის ფეისბუქზე მიმართავს მსოფლიოს. "გარეჯზე რა ხდებაო?!" მიუწერია უტიფარ სანაიას, და ეგ გააანიუსეთ რა, იქცევა მთელი სოციალური ქსელი ხარხარით ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

ავტორი:

"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"სპეკულაცია ხდებოდა: სააკაშვილი კვდება, კვდება, კვდება - აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობა არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი სპეკულირება ხდებოდა და მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება - მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ყველა მოწოდებულია, სააკაშვილი შიმშილობით დამძიმდეს“.

"უკვე 50 დღე შესრულდება, რაც შიმშილის ქრონიკაა გამოცხადებული. სპეკულირება ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი, მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება... ეს ზაფრავდა საზოგადოებას და ყველა ადამიანზე მოქმედებს, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყოს. მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა. აგრეთვე გადაიყვანეს პრევენციულად ისეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ყველა პირობაა, რომ ნებისმიერი სახის გართულება წინასწარ მართული იყოს - დაწყებული რეანიმაციიდან, დამთავრებული სხვა ათასგვარი საშუალებებით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ასევე სტაბილური იყო მაშინ, როდესაც ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს. კითხვაზე, რატომ გადაიყვანეს ის ჰოსპიტალში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყო, ქადაგიშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, "რისკი დამდგარიყო“.

"პატიმარი, რომელსაც შესაძლოა, ჯანმრთელობის რისკი დადგომოდა, გადაყვანილი იქნა პენიტენციური სისტემის იმ საავადმყოფოში, რომელიც მოწყობილი იყო მისი რისკების დაზღვევის შესაბამისად. როდესაც პატიმარი კატეგორიულ პროტესტს აცხადებს ყველაფერზე, გარდა გარეთ გამშვებისა, პენიტენციური სამსახური კანონის მოთხოვნის მიხედვით მოქმედებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის კვების ამსახველ კადრებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, ქადაგიშვილი ამბობს, რომ პენიტენციური სისტემა იძულებული გახდა "საზოგადოება ცოტა დაეწყნარებინა“.

"პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება ცოტა დაეწყნარებინა - კი, ამ პატიმარს პოლიტიკურად გაცხადებული შიმშილობა აქვს, მაგრამ ეს შიმშილობის რეჟიმი გარკვეული კვებით და მკურნალობით რეჟიმშია მოქცეული, ამიტომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა მოწოდებულია, რომ ეს ადამიანი შიმშილობით დამძიმდეს. არავინ ამბობს, რომ არ იშიმშილოს. საჯაროდ უნდა მოუწოდონ, შეწყვიტე შიმშილობა, იმიტომ, რომ ამ შიმშილობით სარგებლობს არა თვითონ, ვინც შიმშილობს, არამედ ამით საზოგადოების დაზაფრვა და სიტუაციის ესკალაცია არის მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.